Jump to content

Intel, Google, Arm და სხვები გაერთიანდნენ Nvidia-ს ჰეგემონიის წინააღმდეგ საბრძოლველად ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფით


Recommended Posts

როგორც Reuters-ისთვის გახდა ცნობილი, არაერთმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორისაა Intel, Google, Arm, Qualcomm, Samsung და ა.შ. შექმნა ჯგუფი, სახელწოდებით The Unified Acceleration Foundation (UXL). კომპანიები გაერთიანდნენ, რათა შექმნან ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დეველოპერებს საშუალებას მისცემს არ იყვნენ დაკავშირებული Nvidia-ს ტექნოლოგიებთან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Nvidia 

ამჟამად მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებს Nvidia CUDA პროგრამულ პლატფორმას ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისა და სხვა პროგრამების შესაქმნელად. UXL არის კომპანიების მზარდი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ებრძვიან Nvidia-ს დომინირებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. „ჩვენ რეალურად დეველოპერებს ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩამოშორდნენ Nvidia-ს პლატფორმას“, განუცხადა Reuters-ს Qualcomm-ის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ხელმძღვანელმა Vinesh Sukumar-მა. 

პროექტი ახლა მოიცავს Intel-ის მიერ შემუშავებულ ღია OneAPI სტანდარტს, რათა აღმოფხვრას კონკრეტული პროგრამირების ენების, მონაცემთა ბაზების და სხვა ხელსაწყოების საჭიროება, ყველა მოთხოვნა, რომელიც აიძულებს დეველოპერებს გამოიყენონ კონკრეტული არქიტექტურა, როგორიცაა Nvidia-ს CUDA პლატფორმა. გუნდის ლიდერების თქმით ღია კოდის პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ გენერირებულმა კომპიუტერულმა კოდმა იმუშაოს ნებისმიერ გამოთვლით მანქანაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ჩიპსა და აპარატურას იყენებს. 

Google, როგორც UXL-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, პროექტს ეხმარება ტექნიკური მიმართულების ჩამოყალიბებაში, განაცხადა დირექტორმა და HPC-ის მთავარმა ტექნოლოგმა Bill Hugo-მ. მისი თქმით ტექნიკური მახასიათებლები 2024 წლის პირველ ნახევარში დამტკიცდება, წლის ბოლომდე კი პროექტის ტექნიკური დეტალები „მწიფე“ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს. 

მონაწილეების გარდა UXL გეგმავს ქლაუდ კომპიუტერული პროვაიდერების მოზიდვას, მათ შორის Amazon-ისა და Microsoft Azure-ის, ასევე ჩიპების მწარმოებლები. ჯგუფის ლიდერების თქმით გასული სექტემბრის ამოქმედებიდან UXL-მა უკვე დაიწყო ტექნიკური ინფორმაციის მიღება მისი წევრებისა და მესამე მხარის კომპანიებისგან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღია კოდის ტექნოლოგიის გამოყენებით. 

UXL გეგმავს გადაჭრას ყველაზე აქტუალური გამოთვლითი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჩიპების რამდენიმე მწარმოებლის დომინირებასთან AI და HPC სივრცეში იმ მიზნით, რომ საბოლოოდ მიიზიდოს დეველოპერების კრიტიკული მასა თავის პლატფორმაზე. UXL გეგმებში ასევე შედის Nvidia-ს აპარატურის და კოდის სამომავლო მხარდაჭერა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.