Jump to content

AMD-ის ტესტების თანახმად Ryzen 7 7840U ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის სიჩქარით Core Ultra 7 155H-ს აღემატება


Recommended Posts

AMD-მ გამოაქვეყნა 15 ვატი ნომინალური ენერგომოხმარების მქონე Ryzen 7 7840U მობილური პროცესორის ხელოვნური ინტელექტის წარმადობის ტესტების შედარება კონკურენტ 28-ვატიან Intel Core Ultra 7 155H-თან ენის დიდ მოდელებთან (LLM) - Llama 2-სა და Mistral Instruct 7B-თან მუშაობისას. დაბალი ენერგმოხმარების მიუხედავად AMD-ის პროცესორი უფრო ეფექტური აღმოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ორი ჩიპის შესადარებლად AMD-მ დააყენა აპლიკაცია LM Studio კონკურენტი პროცესორების მქონე ლეპტოპებზე სხვადასხვა ენის მოდელთან მუშაობისთვის. ამ უკანასკნელებს დაევალათ მოთხრობის დაწერა, თამაშის სცენარის დაწერა Unity ძრავის გამოყენებით და ასევე ლექსის დაწერა. ამოცანების შესასრულებლად გამოყენებული იქნა AI მოდელები - Meta-ს Llama 2 7B და Mistral Instruct 7B 7 მილიარდი პარამეტრის მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს Meta-სა და DeepMind-ში მომუშავე ადამიანების მიერ შექმნილ მოდელ. 

image.jpeg 

როგორც ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ინდიკატორი, AMD-მ გამოიყენა დრო მოთხოვნის გაგზავნის მომენტიდან პასუხის დაწყებამდე (Time to first token), ასევე წამში გაცემული ტოკენების რაოდენობა. კომპანიამ გაიხსენა, რომ ხელოვნური ინტელექტის პრობლემების გადასაჭრელად Ryzen პროცესორებს შეუძლიათ გამოიყენონ სამი ტიპის ბირთვი: სპეციალური ხელოვნური ინტელექტის ძრავის NPU, ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი RDNA 3, ასევე Zen 4 გამოთვლითი ბირთვები. AMD-ის თქმით, Ryzen 7 7840U-ს გამარჯვებას კონკურენტზე ხელი შეუწყო  ჩიპის AVX512 და VNNI ინსტრუქციების მხარდაჭერამაც. Intel ადრე ასევე უზრუნველყოფდა ამ ინსტრუქციების მხარდაჭერას სამომხმარებლო ჩიპებში, მაგრამ შემდეგ უარი თქვა მათ გამოყენებაზე. 

image.jpeg 

image.jpeg 

შიდა ტესტების გამოქვეყნების ფონზე AMD-მ ოფიციალურ ბლოგში ასევე დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა გაეშვას ინსტრუმენტი LM Studio სხვადასხვა ენის მოდელთან მუშაობისთვის Ryzen AI პროცესორების ან Radeon RX 7000 გრაფიკული ბარათების მქონე კომპიუტერებზე. 

image.jpeg 

Tom's Hardware-ის მიხედვით Intel-მა კარგად იცის Meteor Lake-ის პროცესორების სერიის ხელოვნური ინტელექტის შედარებით დაბალი წარმადობის შესახებ. სწორედ ამიტომ კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ მომავალი Arrow Lake და Lunar Lake პროცესორები, რომლებიც სავარაუდოდ ამ წლის მეორე ნახევარში გამოვა, უზრუნველყოფენ სამჯერ მეტ ხელოვნური ინტელექტის წარმადობას GPU-სა და NPU-ებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.