Jump to content

სმარტ სათვალე Ray-Ban Meta საოცრად პოპულარული აღმოჩნდა - ამან შესაძლოა Meta-ს სტრატეგია შეცვალოს


Recommended Posts

Meta-მ მეორე თაობის სმარტ სათვალე Ray-Ban Meta ჰედსეტ Quest 3-თან ერთად დააანონსა. მოწყობილობა - ეს არის სათვალის, კამრების და ღია ტიპის ყურსასმენის კომბინაცია ნეიროქსელ Meta AI-სთან ერთად. ექსპერტების აზრით სათვალის დიზაინი პრაქტიკულად იდეალურია, ხოლო კამერის და ხმის ხარისხი უკეთესის სურვილს აჩენს. მარკ ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ სათვალე იმაზე უკეთ იყიდება, ვიდრე იმედოვნებდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Meta 

ყველაზე მეტად კამერისა და ხმის ხარისხის გარდა ექსპერტები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ ყველაზე საინტერესო ფუნქციები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ბეტა-ტესტირების მონაწილეებისთვის. ამის მიუხედავად სათვალეში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი მათთვის "მოწესრიგებულად" გამოიყურება. არასახარბიელო მიმოხილვების შემდეგ სმარტ სათვალის წარმატებულმა გაყიდვებმა, როგორც ჩანს, Meta გააოცა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ შედეგად შეიძლება მოხდეს გარკვეული ცვლილებები კომპანიის სტრატეგიაში, რომელიც თავდაპირველად დიდ ფსონს არ დებდა სმარტ სათვალეზე. 

სმარტ სათვალე Ray-Ban-ის მფლობელებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ Meta სავარაუდოდ გააგრძელებს ახალი ფუნქციებისა და განახლებების გამოშვებას, როგორიცაა ახლახან გამოსული 2.0 ვერსიის პროგრამული უზრუნველყოფა. სათვალის პოპულარობა აარიდებს მას ჰედსეტის Meta Quest Pro-ს ბედს, რომელიც იღებს firmware-ის მხოლოდ იშვიათ შესწორებებს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მთლიანი Quest პლატფორმის ნაწილია. შესაძლებელია, რომ სმარტ სათვალე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდეს Meta-სთვის, როგორც Quest ჰედსეტი. 

image.jpeg 

დიდია Ray-Ban-სა და Meta-ს შორის შემდგომი თანამშრომლობის ალბათობა, თანაც ახალი გაჯეტები უნდა გამოვიდეს რაც შეიძლება მალე, რათა შესაძლებელი გახდეს ამჟამინდელი თაობის სმარტ სათვალის მომგებიანობის მიღება. გარდა ამისა, სმარტ სათვალის ზოგიერთი პოპულარული ხელოვნური ინტელექტის მახასიათებელი შეიძლება გამოჩნდეს სხვა მოწყობილობაზე, მაგალითად Quest 3-ზე ან Quest Pro 2-სა და Quest 4-ზე, რომლებიც ჯერ არ დაანონსებულა. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები განსაკუთრებით აქტუალური ხდება Quest პლატფორმისთვის, რადგან მას უწევს ინტენსიური კონკურენცია ვირტუალური და შერეული რეალობის სფეროებში სულ უფრო პოპულარულ Apple Vision Pro-სთან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.