kloud Posted February 12, 2024 Posted February 12, 2024 მოკლედ მაქვს ITX დესკტოპი რაც ავატარის ქვემოთ მაქ მითითებული ეგ და ვფიქრობ გავყიდო და ლეპტოპი ვიყიდო. მიზეზი არის მობილობა, რადგან გეიმინგს შევეშვი საბოლოოდ, მხოლოდ ვებში სამუშაოდ და მუსიკის მოსასმენად და ფილმების საყურებლად ვიყენებ კომპს. პრობლემა რა მაქვს, ანუ აუდიო მაქ Logitech G51 5.1 სისტემა, რომელიც კომპს 4 ცალი 3.5მმ-იანი კაბელით უერთდება, ლეპტოპს აქვს როგორც წესი მხოლოდ ერთი 3.5-იანი. კი აქვს Matrix ფუნქცია მაგ დინამიკებს, რომ ერთით შეერთებულიდანაც გამოიტანოს სურროუნდ ხმა, მაგრამ არ მომწონს მაგის ხარისხი. შესაბამისად მჭირდება გარე ხმის ბარათის შეძენასთან დაკავშირებით რჩევები. ვიცი რო ეს დინამიკები არაა საოცრება და ტოპ ბრენდის ხმის ბარათს არ საჭიროებს და ბიუჯეტურებიდან რომლის ყიდვა ღირს?
George Posted February 12, 2024 Posted February 12, 2024 ჩვენთან ამ ძველი ნახმარი ხმისკარტის გარდა ვერაფერი ვიპოვე მაგრამ გამოწერაც შეიძლება https://www.mymarket.ge/ka/pr/30073911/teqnika/kompiuteruli-teqnika/kompiuteris-nawilebi/xmis-barati/xmis-barati?OfferType=Basic
kloud Posted February 12, 2024 Author Posted February 12, 2024 არა ყველა ვარიანტში გამოვწერ, უბრალოდ არ ვიცი რა პრინციპით ავარჩიო ხმის კარტა, მარტო საჭირო პორტების ქონაზე ხო არაა, რაღაც მახასიათებლები ხო უნდა ქონდეს?
George Posted February 12, 2024 Posted February 12, 2024 კრეატივს კი აქვს მაგრამ ამაზე იაფათ ვერაფერი ვიპოვე ნორმალური უხმარი და ახალი მოდელი რომ იყოს https://www.amazon.com/Creative-External-Multi-Channel-Discrete-Optical-out/dp/B0953LL5R6/ref=zg_bs_g_3015427011_d_sccl_18/133-8022191-0178042?psc=1 როგორც მივხდი მაგაზე იაფიან ვარიანტს ეძებ უფრო, უფრო იაფიანებიდან ესეთია კიდე 70$ https://www.amazon.com/EPOS-GSX-300-High-Resolution-Customizable/dp/B088FXH2GK?th=1 ძალზე იაფიანი უკვე არაფრათ აღარ ივარგებს, გარე საუნდკარტა
kloud Posted February 12, 2024 Author Posted February 12, 2024 ხო არა კრეატივი კაი ჩანს შესაერთებელებიც ყველა აქ რაც საჭიროა მაგრამ მაგდენის გადახდა ნაღდად არ მიღირს. ოკ მოვიძიებ რამე განხილვებს ინტერნეტში კიდევ, იქნებ ვიპოვე რომე.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.