Magdalena Posted February 8 Share Posted February 8 Geometric Energy Corporation-მა მეორედ დაჯავშნა SpaceX-თან DOGE-1 თანამგზავრის მთვარეზე გაშვება. მისიის საფასური სრულად გადაიხადეს კრიპტოვალუტა Dogecoin-ით. თავდაპირველად ინიციატივის განხორციელება 2022 წლის პირველ კვარტალში იყო დაგეგმილი. ვარაუდობდნენ, რომ კუბსატის ფორმატის 40-კილოგრამიანი თანამგზავრი მთვარის ზედაპირის სივრცით დაზვერვას განახორციელებდა. Geometric Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სამუელ რიდმა განაცხადა, რომ თანამგზავრის გაშვება შეიძლება მოხდეს Intuitive Machines-ის IM-1 მისიის ფარგლებში. განცხადების თანახმად მისი მთვარის მოდული რაკეტაში უკვე ჩატვირთულია. გაშვება ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან მოხდება 14 თებერვალს. რიდმა განმარტა, რომ მწარმოებლის მიერ თანამგზავრის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში DOGE-1 შეუერთდება მომავალ IM-2 პროგრამას. იანვარში Dogecoin-ის ქომიუნითის ერთი კოსმოსური მისია წარუმატებლად დასრულდა - მთვარეზე უნდა გაგზავნილიყო ფიზიკური საფულე კრიპტოვალუტით. ინიციატივა შეადგენდა Astrobotic-ის პროექტ Peregrine Mission One-ის ნაწილს. მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი გამშვებ რაკეტას გამოეყო, მან საწვავის გადაჭარბებული მოხმარება დაიწყო და მთვარისკენ გაფრენა შეუძლებელი გახდა. Peregrine-1-ს ასევე მიჰქონდა აპარატული საფულე 1 BTC-ით ბირჟა BitMEX-იდან. შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს შორის ის ფლობს მხოლოდ „დიდი რაოდენობით Dogecoin-ს“, თუმცა კომპანიას ბალანსზე აქვს Bitcoin-ები. http://tinyurl.com/4s2phvyz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.