Jump to content

Tesla-მ გამოუშვა Cybertruck - მძლავრი და სწრაფი ელექტრო პიკაპი ნებისმიერი პლანეტისთვის


Recommended Posts

Tesla-მ გამართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის მიწოდების დაწყებას. კომპანიის ხელმძღვანელმა ლონ მასკმა საზეიმოდ გადასცა მფლობელებს პირველი ათი მანქანა. ამავდროულად, გამოვლინდა ფუტურისტული ელექტრომობილების მახასიათებლები და ფასები: ისინი, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავდებ2019 წელს მანქანის პრეზენტაციისას გამოცხადებულისგან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

Cybertruck გამოვა სამ კონფიგურაციაში. ყველაზე დაბალფასიან, 60990 აშშ დოლარიან მოდელს ექნება უკანა წამყვანი სისტემა, 0-დან 96 კმ/სთ-მდე აჩქარება (60 მილი საათში) 6.5 წამში, მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ და გავლის მარაგი დაახლოებით 250 მილი (402 კმ). ეს ვერსია ფიზიკურად ხელმისაწვდომი 2025 წელს გახდება, თუმცა წინასწარი შეკვეთის გაფორმება უკვე შესაძლებელია.  

პირველ რიგში 2024 წელს Tesla დაიწყებს პიკაპის უფრო ძვირი და მძლავრი ვარიანტების მიწოდებას. სრულამძრავიანი ვერსია, რომლის ღირებულება 79990 აშშ დოლარია, წარმოდგენილი იქნება ორი ძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 600 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარეა 180 კმ/სთ და 96 კმ/სთ-მდე აჩქარების მაჩვენებელი - 4.1 წამი. ამ ვერსიას ყველა დიდი გავლის მარაგი აქვს - 340 მილი (547 კმ). მხარდაჭერილია 250 ვატამდე სიმძლავრის სწრაფი დამუხტვა, რომლის წყალობით ელექტრომობილს 218 კილომეტრის გავლის მარაგი 15 წუთში დაემატება. 

image.jpeg 

99990 აშშ დოლარიან, ყველაზე მძლავრ მოდელს ეწოდა Cyberbeast. მას აქვს სამი ელექტრო ძრავი ჯამური სიმძლავრით 845 ცხენის ძალა. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 209 კმ/სთ-ს, 96 კმ-მდე აჩქარებისთვის კი „კიბერმონსტრს“ სულ რაღაც 2.6 წამი სჭირდება. პრეზენტაციაზე მასკმა აღნიშნა, რომ ასეთი Cybertruck სპორტულ მანქანებზე სწრაფია და დადასტურებისთვის აჩვნა, როგორ გაუსწრო პიკაპმა Porsche 911-ს, თანაც კიდევ ერთი Porsche 911 ჰქონდა ჩაბმული. ამ ვერსიის სვლის მარაგი 515 კილომეტრს შეადგენს, მასაც აქვს 250-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა, რომლის წყალობით პიკაპი 206 კილომეტრის გავლის მარაგს 15 წუთში შეივსებს. 

პრეზენტაციის დროს Tesla-მ ხაზი გაუსვა Cybertruck-ის რამდენიმე გამორჩეულ თვისებას. პირველ რიგში, იგი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ექვემდებარება კოროზიას. Tesla-მ ასევე გადაწყვიტა არ შეეღება პიკაპები, ასე რომ მომხმარებლებს არ მოუწევთ ღელვა ნაკაწრებსა და სხვა პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება გამოყენების დროს, განსაკუთრებით უგზოობის პირობებში მოძრაობისას, რისთვისაც, კომპანიის თქმით, Cybertruck შესანიშნავია. 

image.jpeg 

Tesla აღნიშნავს, რომ Cybertruck ძალიან გამძლე და საიმედოა და გამოყენებადია „ნებისმიერ პლანეტაზე“ გადაადგილბისთვის. ავტომობილს აქვს ადაპტური პნევმატური დაკიდების სისტემა 30.5 სმ-მდე და კლირენსი 43.2 სმ, რაც 20-დუიმიან საბურავებთან ერთად ავტომობილის მაღალ გამავლობას უზრუნველყოფს. პრეზენტაციაზე Tesla-მ განაცხადა, რომ Cybertruck კარგად მოძრაობს არა მხოლოდ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, არამედ უხეშ რელიეფზეც და შეუძლია წყალზე გადაადგილებაც. იგი ტყვიაგაუმტარია - ყოველ შემთხვევაში, მანქანის კარი უძლებს ომპსონის ტყვიამფრქვევის ჯერს. 

image.jpeg 

და ბოლოს, Tesla-მ აღნიშნა პიკაპზე ტვირთის განთავსებისთვის არსებული დიდი სივრცე. ბევრი ასეთი მანქანა გამოიყენება მძიმე სამუშაოებისთვის და ხელსაწყოების და მასალების ტრანსპორტირებისთვის. პიკაპს შეუძლია გადაიტანოს 1133 კგ-მდე ტვირთი - შედარებისთვის, Ford F-150 Lightning-ის ტვირთამწეობის შესაძლებლობა 1014 კილოგრამია. ასევე აღინიშნა, რომ სატვირთო პლატფორმა დაფარული მტკიცე კომპოზიტური მასალით და შეუძლია დაიტიოს 242 × 121 სმ-მდე ზომის ტვირთი. დახურული საბარგულის მოცულობა 1897 ლიტრს შეადგენს. 

image.jpeg 

Tesla Cybertruck-ს გადააქვს სარაკეტო ძრავი SpaceX Raptor 

Cybertruck-ს ასევე შეუძლია გამწევი ტრანსპორტის ფუნქციის შესრულება: ორ უფროს მოდელზე შესაძლებელია 4989.5 კგ-მდე წონის ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის ჩაბმა - ეს გახლავთ აფრიკული სპილოს საშუალო წონა! უკანა წამყვანი სისტემის მქონე ვერსიას შეუძლია 3401 კგ მასის ტვირთის ჩაბმა. 

image.jpeg 

ელექტრომობილის ფართო ინტერიერი შესრულებულია მინიმალისტურ სტილში. წინ განთავსებულია 18.5-დუიმიანი სენსორული ეკრანი, უკან მჯდომი მგზარებისთვის კი განკუთვნილია 9.4-დუიმიანი სენსორული დისპლეი. ხელმისაწვდომია 65 ვატამდე სიმძლავრის USB-C პორტები გაჯეტების დამუხტვისთვის, აგრეთვე 120/240-ვატიანი როზეტი. აუდიო სისტემა შედგება 15 დინამიკისგან, რომელთა შორისაა ორი საბვუფერი და გამაძლიერებლები. ისინი განთავსებულია სალონის მთლიან პერიმეტრზე და იქმნება მოცულობითი, მძლავრი ხმა. 

ღსანიშნავია, რომ 2019 წლის ანონსთან შედარებით Cybertruck-ის ფასები გაიზარდა, ხოლო გავლის მარაგები შემცირდა. თავდაპირველად Tesla გეგმავდა 39990 აშშ დოლარიანი პიკაპის გამოშვება, ხოლო უფროსი ვერსიის გავლის მარაგი 500 მილი ანუ დაახლოებით 800 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. მასობრივი მიწდების დაწყების ზუსტ თარიღზე კომპანიას არ უსაუბრია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.