Jump to content

მალე ბაზარზე გამოვა 96-ბირთვიანი დესკტოპ პროცესორები - ახლოვდება AMD Ryzen Threadripper PRO 7000-ის ანონსი


Recommended Posts

AMD ემზადება Zen 4 არქიტექტურის Ryzen Threadripper PRO 7000 დესკტოპ პროცესორების ანონსისთვის. პრეზენტაციის მასალებში მოცემულია ინფორმაცია მათი წარმადობის და სერიაში შემავალი ერთ-ერთი მოდელის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Underfox / AMD 

მასალები არ შეიცავს პროცესორის გაყიდვის დაწყების კონკრეტულ თარიღებს. მათში მხოლოდ აღნიშნულია, რომ ჩიები ბაზარზე ამ შემოდგომაზე გამოჩნდება. ოფიციალურიი ანონსი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება. 

რაც შეეხება ახალი პროცესორების წარმადობას, სლაიდები მიხედვით იგი 20%-ით გაიზრდება Ryzen Threadripper PRO 5000-ის ამჟამინდელ მოდელებთან შედარებით. სამწუხაროდ მასალები არ შეიცავს AMD-ის შიდა ტესტების გრაფიკებს, რომლებიც ირიბად მაინც დაადასტურებდნენ ამ განცხადებას. 

image.jpeg 

მორიგ  სლაიდში ნათქვამია, რომ Ryzen Threadripper PRO 7000 სერიის პროცესორებს ექნება ჩიპები 96-მდე ბირთვით, რაც 50%-ით მეტია Ryzen Threadripper PRO 5000-ის შემოთავაზებასთან შედარებით. ასევე აღნიშნულია, რომ 96-ბირთვიან Ryzen Threadripper PRO 7000-ს შეუძლია 75%-ით გაზარდოს რენდერინგის ამოცანების შესრულება დღეში. ჩიპი ერთ ოპერაციას 657 წამში ასრულებს. შედარებისთვის, 56-ბირთვიან Xeon W9-3495X-ს 1125 წამი სჭირდება იმავე ამოცანის შესასრულებლად. 

მოსალოდნელია, რომ Ryzen Threadripper PRO 7000 სერიის პოცესორებს ახალი სოკეტის მხარდაჭერა დასჭირდება, რადგან ჩიპებს Ryzen Threadripper PRO 5000-სგან განსხვავებული კონსტრუქცია აქვს. ახალ პლატფორმაზე გადასვლის წყალობით ახალი ჩიპები მიიღებენ PCIe 5.0 ინტერფეისისა და DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

პორტალ VideoCardz-ის მიხედვით მოსალოდნელია Ryzen Threadripper PRO 7000 სერიის პროცესორების მინიმუმ ოთხი მოდელის ანონსი: ესენი იქნება 96-ბირთვიანი 7995WX, 64-ბირთვიანი 7985WX, 32-ბირთვიანი 7975WX და 16-ბირთვიანი 7955WX. არაოფიციალური ცნობებით ფლაგმანური მოდელი იმუშავებს 5.1 გჰც-მდე სიხშირეზე. ახალი პროცესორების TDP იქნება 350 ვატი - 70 ვატით მეტი Ryzen Threadripper PRO 5000 მოდელების მაჩვენებელთან შედარებით. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.