Jump to content

SEC-ის ყოფილი ხელმძღვანელი Spot Bitcoin ETF-ის დამტკიცებას გარდაუვლად მიიჩნევს


Recommended Posts

image.png 

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარე ჯეი კლეიტონმა CNBC-სთან ინტერვიუში განცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო აუცილებლად დაამტკიცებს ETF-ს პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ფასზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

„დამტკიცება გარდაუვალია. ფიუჩერსებსა და ფულად პროდუქტებს შორის დიქოტომია სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს“, - თქვა მან. 

კლეიტონმა აღნიშნა, რომ მას არ გაუკვირდა სააგენტოს გადაწყვეტილება - BlackRock-ის, Fidelity-ს, Bitwise-ის, VanEck-ის, WisdomTree-ს, Invesco-სა და Valkyrie-ს სპოტ-Bitcoin ETF-ების განაცხადების განხილვა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადოს. 

ამასთან, SEC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, თუ როგორ მოიქცეოდა იგი კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარრი გენსლერის ნაცვლად. 

„აშკარაა, რომ Bitcoin არ არის ფასიანი ქაღალდი. ყველასთვის ნათელია, რომ საცალო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს სურთ მასზე წვდომა. და რაც მთავარია, ჩვენს ზოგიერთ ყველაზე სანდო მომწოდებელს სურს Bitcoin საცალო საზოგადოებას მიაწოდოს“, - განაცხადა მან. 

კლეიტონამდე მსგავსი აზრი გამოთქვა Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელმა ენტონი პომპლიანომ. CNBC-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ SEC დაამტკიცებს Bitcoin ETF-ს და ეს „მილიარდობით დოლარს“ მოუტანს კრიპტო ინდუსტრიას. 

image.jpeg 

15 ივნისს BlackRock-მა SEC-ში შეიტანა განაცხადი ციფრულ ოქროზე დამყარებულ საინვესტიციო პროდუქტზე. ფინანსური გიგანტის შემდეგ სააგენტოში მსგავსი მოთხოვნები შევიდა Valkyrie-ს, Fidelity Investments-ის, WisdomTree-სა და Invesco-სგან. თუმცა, მარეგულირებელმა ყველა განაცხადი უკან დააბრუნა. 

ამის შემდეგ კომპანიებმა ოპერატიულად გაუგზავნეს განახლებული წინადადებები დეპარტამენტს. 14 ივლისს კომისიამ განსახილველად მიიღო BlackRock-ის, VanEck-ის, Fidelity Investments-ის, Invesco-სა და WisdomTree-ის განაცხადები. 

ჯერჯერობით SEC-ს არ გაუცია რაიმე თანხმობა სპოტ Bitcoin ETF-ების გაშვებაზე. კომისიამ გამონაკლისი დაუშვა იმ პროდუქტებისთვის, რომელიც ეფუძნება ProShares-ისა და Valkyrie Investments-ის პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსებს. 

საერთო ჯამში მარეგულირებელს განაცხადების განხილვისთვის დაწყებიდან 240 დღე აქვს. 

მანამდე Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა James Seyffart-მა და Erick Balchunas-მა 2023 წლის ბოლოსთვის სპოტ Bitcoin ETF-ის გამოშვების ალბათობა 75%-ად შეაფასეს. ექსპერტებმა შანსები გაზარდეს SEC-ის წინააღმდეგ საქმეში Grayscale-ის იურიდიული გამარჯვების შემდეგ. 

სააგენტოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა გამორიცხა სპოტ Bitcoin ETF-ის დამტკიცება. თუმცა, Bernstein-ის ექსპერტებმა პრეტენდენტების ახალი ტალღის შანსებ მაღალი შეფასება მისცეს. 

მაინინგ-კომპანია Marathon Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრედ ტიელი პოზიტიურადაა განწყობილი, ხოლო ანალიტიკურ კომპანია Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი პროგნოზირებს ციფრული ოქროს ფასის მნიშვნელოვან ზრდა, თუ განაცხადები დამტკიცდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.