Magdalena Posted July 26, 2023 Share Posted July 26, 2023 2019 წელს AMD-ის გენერალურმა დირექტორმა Lisa Su-მ კომპანიის წინაშე დააყენა სასერვერო პროცესორების ბაზრის ექსპანსიის ორიენტირები. კომპანიას 10%-იანი წილი უნდა გადაელახა 2020 წლის ბოლოს. ამის შემდეგ Lisa Su თავს არიდებდა მსგავს პროგნოზებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ტაივანში ვიზიტის დროს მან მოულოდნელად გამოაცხადა, რომ AMD ამჟამად სასერვერო პროცესორების ბაზრის 25%-ზე მეტს იკავებს. ფოტოს წყარო: AMD ყოველ შემთხვევაში, ლიზა სუს ეს განცხადებები, რომელიც ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, მოჰყავს ტაივანურ რესურს DigiTimes-ს: ”ჩვენ კარგ პროგრესს მივაღწიეთ ცენტრალური პროცესორების წარმოებაში. მე კი ვფიქრობ, რომ სერვერების სეგმენტში ჩვენი ბაზრის წილი 20%-ს აღემატება და 25%-ზე მეტიც კი უნდა იყოს.“ ეს უფრო მაღალია, ვიდრე DigiTimes Research-ის ანალიტიკოსების პროგნოზი, რომლებიც ელოდნენ, რომ მაჩვენებელი 20%-ზე მაღალ დონეს მხოლოდ 2023 წლის ბოლოსთვის მიაღწევდა, Arm-თავსებადი არქიტექტურის მქონე პროცესორების შემთხვევაში კი ნავარაუდევი იყო 8%-იანი წილი. Mercury Research-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-ის წილმა სასერვერო CPU-ების სეგმენტში 18%-ს მიაღწია, ასე რომ, გარკვეული იღბლის პირობებში კომპანიამ კარგად გადალახა 20%-იანი ეტაპი მეორე კვარტალში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ AMD-ის წილმა სასერვერო CPU-ს ბაზარზე 10%-ს მიაღწია, ლიზა სუმ პირობა დადო, რომ კომპანიის ბაზრის წილი ზრდას გააგრძელებდა. აღსანიშნავია, რომ ტაივანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე AMD-ის ხელმძღვანელს ჰკითხეს კომპანიის განზრახვების შესახებ - გადაერთოს Samsung Electronics-ის სერვისებზე ჩიპების საკონტარქტო წარმოების სფეროში ახალი ლითოგრაფიული სტანდარტებით, როგორიცაა 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ლიზა სუმ განაცხადა, რომ TSMC არის AMD-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ხოლო გამოთვლითი ამაჩქარებელი MI300, რომელიც წლის ბოლოს გამოსაშვებად მზადდება, საკმაოდ რთული პროდუქტია. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ტაივანელ პარტნიორებთან, რადგან ვერ გამოვუშვებთ მსგავს პროდუქტს ისეთი კარგი პარტნიორების გარეშე, როგორიცაა TSMC“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. AMD სიდიდით TSMC-ის მეორე მომხმარებელია (შემოსავლის 10%) და იმისათვის, რომ ეფექტური კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს, კომპანიამ არ უნდა გააფუჭოს ურთიერთობა თავის მთავარ კონტრაქტორთან. AMD-ის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მის წესებში არ შედის კომენტარის გაკეთება კონკრეტულ პროდუქტებსა და შეკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყოველ შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ კომპანია უახლოეს მომავალში არ აპირებს უარი თქვას TSMC-ის მომსახურებაზე. https://tinyurl.com/mr4b8tr7 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 27, 2023 Share Posted July 27, 2023 ხო ვირტუალურ ბაზრის წილში ჯერ აგვიანდება და მარტო 9% უწერიათ, არაა ეგ ზუსტი მაჩვენებელი მაგრამ მაინც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.