Jump to content

უმოძრაო Bitcoin-ების მოცულობამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია


Recommended Posts

image.png 

ივნისში პირველი კრიპტოვალუტის მოცულობამ, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმოძროდ იყო, მიაღწია ყველა დროის ისტორიულ მაქსიმუმს, მონეტის მთლიანი ბაზრის მიწოდების 70%-ს. ამის შესახებ ARK Invest-ი ყოველთვიურ ანგარიშში იტყობინება. 

image.png 

Bitcoin-ის გრძელვადიანი მფლობელების პროცენტული მაჩვენებლები. მონაცემები: ARK Invest. 

ანალიტიკოსების აზრით ეს მაჩვენებელი მიუთითებს მფლობელებისა და ინსტიტუციონალების ნდობაზე ციფრული ოქროს მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში. 

თვის ბოლოს Bitcoin-ის კურსმა შეადგინა 30460 აშშ დოლარ და 11.9%-იანი ზრდა დააფიქსირა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აქტივმა მოიპოვა ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერა 200-დღიან მოძრავ შუალედზე, და იყიდებოდა 14%-ით მაღლა მასთან შედარებით. 

image.pngBitcoin-ის 200-კვირიანი მოძრავი საშუალო და მოკლევადიანი ფლობის კოეფიციენტი. წყარო: ARK Invest. 

Bitcoin-ების რაოდენობამ ბირჟებისგარე ბაზრებზე ასევე მიაღწია ახალ მაქსიმუმს და დაიხურა მთლიანი მიწოდების 60%-ზე კვარტალის ბოლოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიები და მსხვილი ინვესტორები სულ უფრო მეტად განიხილავენ აქტივს, როგორც გრძელვადიან ინვესტიციას, მიიჩნევს ARK Invest. 

image.png 

Bitcoin-ის ბალანსი ბირჟებსგარე ბაზრებზე. წყარო: ARK Invest. 

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს GBTC-ის პოზიციების გაძლიერება Grayscale Investments-ისგან. მას შემდეგ, რაც BlackRock-მა წარადგინა განაცხადი პირველი კრიპტოვალუტის საფუძველზე ETF-ის გამოსაშვებად, Bitcoin-ისადმი ნდობის კოტირება გაიზარდა 57%-ით, ხოლო NAV-ზე ფასის კლება 41.7%-დან 29.3%-მდე შემცირდა. 

მანამდე ARK Invest-ის ანალიტიკოსმა იასინ ელმანჯრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ BlackRock-ის წარდგენა შეიძლება იყოს „გარდამტეხი მომენტი ციფრული ოქროს გზაზე ინსტიტუციურ აღიარებამდე“. 

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს Stablecoin-ებზეც: წლის დასაწყისიდან USDC-ის მიწოდება 37%-ით შემცირდა, ხოლო USDT-ის მიწოდება გაიზარდა 25%-ით და მიაღწია ATH-ს. 

პირველი კრიპტოვალუტის დადებითი მაჩვენებლის მიუხედავად კომპანიამ გაფრთხილება გამოთქვა მომავალი ეკონომიკური პრობლემების შესახებ. საწარმოო სექტორის მონაცემები მიუთითებს ახალი შეკვეთების შემცირებაზე. აშშ-ს მთლიანი შიდა შემოსავალიც მუდმივად მცირდება, რაც შესაძლო რეცესიაზე მიუთითებს. 

შეგახსენებთ, რომ Block Scholes-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-მა დაკარგა კორელაცია აშშ-საფონდო ბირჟასთან - კოეფიციენტის 90-დღიანი მოძრავი საშუალო თითქმის ნულამდე დაეცა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.