Jump to content

ჰაკერებისა და თაღლითების გამო 2022 წელს 11.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები დაიკარგა


Recommended Posts

2022 წელს ჰაკერებისა და თაღლითების ქმედებების შედეგად კრიპტოვალუტების მფლობელებმა დაკარგეს საერთო ჯამში 11.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები -  განაცხადეს TRM Labs-ის ანალიტიკოსებმა. კრიპტოვალუტის კოტირებების კოლაფსის მიუხედავად დოლართან დაკავშირებული დანაშაულებების მოცულობა 2021 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. Bitcoin-ს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ კიბერკრიმინალები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pete Linforth / pixabay.com 

2022 წელს არანაკლებ 7.8 მლრდ აშშ დოლარი იქნა ჩადებული ფინანსურ პირამიდაში, ხოლო 3.7 მლრდ იქნა მოპარული. Darknet-ში არალეგალურ ნივთიერებებზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 1.5 მლრდ აშშ დოლარი, დაახლოებით 2 აშშ დოლარი მოიპარეს ქსელთაშორის ხიდებზე - სერვისებზე, რომლებიც გვთავაზობენ თანხების გადატანას ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე. კიბერკრიმინალები სულ უფრო მეტად ირჩევენ თავდასხმის ამ ნიმუშს, რათა აქტივების მოძრაობის მიკვლევა უფრო რთული აღმოჩნდეს. 

ჰაკერებსა და თაღლითებს შორის Bitcoin-ის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა: თუ 2016 წელს პირველ კრიპტოვალუტაზე მოდიოდა მოპარული მონეტების ორი მესამედი, 2022 წელს Bitcoin-მა დაიკავა ასეთი აქტივობის მხოლოდ 3%. Ethereum (68%) და Binance Smart Chain (19%) ბლოკჩეინები უფრო პოპულარული გახდა კიბერკრიმინალებში. 

Bitcoin აქტუალობას კარგავს სხვა კრიმინალურ სქემაშიც: 2016 წელს იგი ერთადერთი კრიპტოვალუტა იყო, რომელიც ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. 2022 წელს კი ამ მიზნით გამოიყენება TRON-ის ბლოკჩეინი - ამ ქსელზე აგებული აქტივების წილმა 92%-ს მიაღწია. ქსელის პოპულარობა განპირობებულია დაბალი საკომისიოებით - ამავე მიზეზით ხდება აქვე USDT Stablecoin-ის ბრუნვის უმეტესი ნაწილი. 

2023 წლის მაისში კიბერკრიმინალებმა 71 მლნ აშშ დოლარი მოიპარეს კრიპტოვალუტაში. ივნისში კი მოხდა ამ წლის ყველაზე დიდი ჰაკინგი - 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოიპარეს კრიპტო საფულAtomic Wallet-ის მომხმარებლებისგან. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.