Jump to content

Cooler Master-მა და PNY-მ წარადგინეს რეკორდულად დიდი - 4.5-სლოტიანი GeForce RTX 4090


Recommended Posts

შესაძლოა Noctua-სა და ASUS-ის კოლაბორაციას კონკურენტი გამოუჩნდეს. გაგრილების სისტემების მწარმოებელმა კომპანია Cooler Master-მა კომპანია PNY-მ წარადგინეს ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090, რომელსაც ძალიან დიდი გაგრილების სისტემა აქვს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Benchlife 

ვიდეო ბარათი PNY GeForce RTX 4090 VERTO ARGB Dual Fan პერსონალური კომპიუტერის კორპუსში აიკავებს გაფართოების 4.5 სლოტს. იგი ASUS GeForce RTX 4080 16GB GDDR6X Noctua OC Edition-თან შედარებითაც კი უფრო მსხვილია, რომელიც 4.3 სლოტს იკავებს. PNY-ს ვიდეო ბარათის გაგრილების სისტემის შემადგენლობაში შედის Cooler Master-ის მიერ წარმოებული 120-მილიმეტრიანი ორი ქულერი. ვიდეო ბარათის სიგრძე 30.5 სანტიმეტრია. 

image.jpeg 

მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ PNY GeForce RTX 4090 VERTO ARGB Dual Fan ჯერ კიდევ პროტოტიპის სტადიაზეა. მის შემქმნელებს არ დაუდასტურებიათ მითითებული ამაჩქარებლის გასაყიდად გამოშვების გეგმები. 

ASUS-ისა და Noctua-ს პირველი ერთობლივი ნამუშევარი -  GeForce RTX 3070 Noctua Edition OC ასევე გვიან გამოვიდა გაყიდვაში. თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიებმა გამოუშვეს მეორე მოდელი GeForce RTX 4080 Noctua OC. ასეთი ექსპერიმენტებისადმი ენთუზიასტების აშკარა ინტერესის გათვალისწინებით PNY-ს და Cooler Master-ს შეიძლება მიეცეთ ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ GeForce RTX 4090 VERTO ARGB Dual Fan მასობრივი წარმოების ეტაპამდე მიიტანოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.