Jump to content

Corsair-მა წარადგინა კომპაქტური SSD MP600 MINI და ხელმისაწვდომი MP600 CORE XT


Recommended Posts

კომპანია Corsair-მა წარადგინა SSD MP600 CORE XT და MP600 MINI. ორივეზე მხარდაჭერილია ინტერფეისი PCIe 4.0. MP600 MINI მოდელი კომპაქტური M.2 2230 ფორმ-ფაქტორისაა, მისი ზომა 22 × 30 მმ-ს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ SSD შესანიშნავად მოთავსდება, მაგალითად, Valve-ს პორტატულ კონსოლ Steam Deck-ში, აგრეთვე სხვა კომპაქტურ მოწყობილობებში, როგორებიცაა პლანშეტები Microsoft Surface Pro 8 და Pro 9. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Corsair 

MP600 MINI SSD ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 1 ტბ მოცულობის ვარიანტად. მის შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების ჩიპები. MINI მოდელის თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეა 4800 მბ/წამამდე. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციებში წარმადობა აღწევს 1.1 მილიონ და 850 ათას IOPS-ს, შესაბამისად. 

image.jpeg 

Corsair MP600 CORE XT მოდელი უფრო ნაცნობი, M.2 2280 (22 × 80 მმ) ფორმატისაა და მასში გამოყენებულია 3D QLC NAND ფლეშ-მეხსიერების ჩიპები. SSD ხელმისაწვდომი იქნება 1, 2 და 4 ტბ მოცულობის ვარიანტებად. უზრუნველყოფილია თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარე 5000 მბ/წამამდე და თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარე - 4400 მბ/წამამდე. 

image.jpeg 

Corsair-ის ორივე SSD-ს აქვს AES დაშიფვრის 256-ბიტიანი სისტემა. ყველა მოდელს 5-წლიანი გარანტია აქვს. 

MP600 MINI-ის ფასი 110 აშშ დოლარს შეადგენს. Corsair MP600 CORE XT მოდელის კი 60, 115 და 285 აშშ დოლარი 1, 2 და 4-ტერაბატიან მოდელებზე, შესაბამისად. მოწყობილობების შეკვეთა უკვე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.