Magdalena Posted April 25, 2023 Share Posted April 25, 2023 ევროპარლამენტის 12 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეიმუშავებს რეგულირების პროექტს ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარების კონტროლის მიზნით. ამის შესახებ წერს Reuters. დეპუტატებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ზოგად კანონზე მუშაობენ, განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მოსალოდნელზე "უფრო სწრაფი და არაპროგნოზირებადია". „ბოლოდროინდელი გამოჩენა და ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობა მძლავრ ხელოვნურ ინტელექტზე, გენერაციულ ალგორითმებში მუშაობის ექსპონენციალურ გაუმჯობესებასთან ერთად, გვაიძულებს შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ჩვენს მუშაობაზე“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში. ისინი მიიჩნევენ, რომ წინასწარი ზომების დამატებითი ნაკრები ასევე აუცილებელია საჯარო დანიშნულების მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ზრდის რეგულირებისა და მოქმედებისთვის. ხელმომწერებმა მოუწოდეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჩაატარონ გლობალური ხელოვნური ინტელექტის სამიტი. მათ მიაჩნიათ, რომ ღონისძიება მსოფლიო ლიდერებს დაეხმარება მიიღონ სახელმძღვანელო მითითებები ძლიერი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენებისთვის. ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს კომპანიებსა და ლაბორატორიებს გამოავლინონ „მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა“, გაზარდონ გამჭვირვალობა და ითანამშრომლონ პოლიტიკოსებთან. კანონმდებლების გაფრთხილებაა, რომ პოლიტიკურმა უმოქმედობამ „შეიძლება გააფართოვოს უფსკრული ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მისი მართვის უნარს შორის“. მათ მოითხოვეს წარმოების, კვლევისა და გადაწყვეტილების მიმღებთა მობილიზება ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ უკვე თითქმის ორი წელია პროექტის ფორმატშია. საინფორმაციო მედიის ცნობით დოკუმენტს ამჟამად პარლამენტის კომიტეტი განიხილავს, რომელიც იმედოვნებს, რომ 26 აპრილამდე საერთო პოზიციამდე მივა. ევროპარლამენტის ზოგი წევრი წერილში გამოთქმულ ზოგიერთ განცხადებას გადაჭარბებულად მიიჩნევს. თუმცა, ისინი ეთანხმებიან მის მთავარ გზავნილს: ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ევოლუცია მოითხოვს პოლიტიკურ ყურადღებას „მომავლის რთული სცენარების თავიდან ასაცილებლად“. შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს იტალიის ხელისუფლებამ დაბლოკა ChatGPT-ის მუშაობა ქვეყანაში მონაცემთა კონფიდენციალურობის პრობლემების გამო. სხვა ევროპული ქვეყნები მსგავს ზომებს არ გამორიცხავენ. იმავე თვეში ათასზე მეტი ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა მოითხოვა შეჩერებულიყო GPT-4-ზე უფრო ძლიერი ენობრივი მოდელების განვითარება. https://tinyurl.com/b922acyc Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.