Jump to content

Microsoft მუშაობს ARM-ზე დამყარებულ Surface Go 4-სა და ახალ 11 დიუმიან Surface Pro-ზე


Magdalena

Recommended Posts

Microsoft ემზადება განახლებულ პლანშეტ Surface Go-ს გამოსაშვებად, რომელსაც პირველად ექნება ARM-პროცესორი. Surface Go 4-ის კოდური დასახელებაა Tanta, მის საბაზისო ვერსიაში წარმოდგენილი იქნება SoC Snapdragon 7c-ს ბაზაზე და შემოგვთავაზებს ამჟამინდელი Surface Go-ს ანალოგიურ წარმადობას, თუმცა გაცილებით მაღალი ენერგოეფექტურობითა და გაზრდილი ავტონომიურობით. Microsoft აგრეთვე გეგმავს ახალი Surface Pro-ს გამოშვებას ორი ზომის ვარიანტად, Apple-ის iPad Pro-ს მსგავსად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Windows Central 

მიუხედავად იმისა, რომ Surface Go 4-ის კომპონენტებში შეიძლება იყოს მცირედი ცვლილებები ახალი SoC-ის გამო, მასში შენარჩუნებულია წინა მოდელების ფორმ-ფაქტორი. ახალი SoC საშუალებას მისცემს Microsoft-ს Surface Go-ში პირველად წარმოადგინოს 5G ქსელის მხარდაჭერა, თუმცა კომპლექტაციის ეს ვარიანტი ჯერ დადასტურებული არ არის. მოსალოდნელია, რომ Intel-ზე დამყარებული ვარიანტი შენარჩუნდება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით კონკრეტულად Intel-ის პროცესორი სჭირდებათ. 

მომხმარებლებისთვის ნაცნობი 13-დუიმიანი Surface Pro-ს პარალელურად Microsoft ამზადებს ახალ 11-დუიმიან Surface Pro-ს კოდური დასახელებით Luxor. იგი ფორმით და ზომით Surface Go-ს მსგავსი იქნება, თუმცა ექნება უფრო თხელი ჩარჩო. რა თქმა უნდა, 11-დუიმიანი Surface Pro გაცილებით მძლავრი იქნება დაბალბიუჯეტურ Surface Go-სთან შედარებით და მასში წარმოდგენილი იქნება უფრო ხარისხიანი დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

ცოტა ხნის წინ Windows 11-ს დაემატა პლანშეტის ახალი რეჟიმი, რომლითაც გაუმჯობესდა მცირე ზომის ეკრანებთან მუშაობა. ამოცანების პანელი იხურება აპლიკაციის გახსნისას და 11-დუიმიან ან უფრო პატარა მოწყობილობებზე აპლიკაციები ავტომატურად გაიხსნება სრულ ეკრანზე დაუყოვნებლივ. როგორც ჩანს, პატარა ეკრანის მქონე მოწყობილობების მხარდაჭერის ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და Windows-ის შემდეგ ვერსიაშიც, რომლის გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წლის ბოლოს. 

Microsoft თავდაპირველად ახალი Surface Go-ს გამოშვებას მიმდინარე გაზაფხულზე აპირებდა, მაგრამ გეგმა შეიცვალა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახალი Surface Go და Surface Pro შემოდგომაზე ადრე გამოვიდეს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პლანშეტის გამოშვებისთვის Microsoft-ს მოუწევს Qualcomm Nuvia ჩიპების მიწოდებას დაელოდოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.