Jump to content

ტექნოლოგია NVIDIA DLSS ამჟამად ხელმისაწვდომია 290 თამაშსა და აპლიკაციაში


Recommended Posts

თამაშებისა და აპლიკაციების რაოდენობა, რომლებშიც ტექნოლოგია NVIDIA DLSS და რეითრეისინგია გამოყენებული, ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად DLSS ხელმისაწვდომია 290 თამაშსა და აპლიკაციაში, რომელთა შორისაა ახალი Bleak Faith: Forsaken, Romancelvania და Sherlock Holmes The Awakened. გასულ კვირას გამოვიდა Ray Tracing: Overdrive Mode ტექნოლოგიის ვერსია Cyberpunk 2077-ში DLSS 3-ის ნაცვლად. DLSS 2-ის მხარდაჭერა კი დაემატა High On Life-სა და Like a Dragon: Ishin!-ში. 

maxresdefault.jpg

ტექნოლოგია DLSS ზრდის ყველა GeForce RTX ვიდეო ბარათის FPS-ს კადრების უფრო დაბალი გაფართოების რენდერინგის ხარჯზე და შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაფართოების გაზრდის შედეგად. DLSS აგროვებს რამდენიმე დაბალი გაფართოების სურათს, იყენებს მოძრაობის მონაცემებს და უკუკავშირს წინა კადრებიდან, რათა აღადგინოს სურათები ორიგინალურ ხარისხით. 

DLSS 3-ს დამატებით აქვს კადრების გენერაციის ტექნოლოგია, რომელიც GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული პროცესორების წარმადობას ზრდის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობი დამატებითი კადრების ფორმირების ხარჯზე. DLSS 3 აანალიზებს თანმიმდევრულ კადრებს და მოძრაობის მონაცემებს, რათა შექმნას დამატებითი მაღალი ხარისხის კადრები გამოსახულების ხარისხისა და რეაგირების დროის გაუარესების გარეშე. 

ტექნოლოგია NVIDIA DLSS ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით თამაშში, დაწყებული მსხვილი ბლოკბასტერებიდან - დამთავრებული ერთი ადამიანის მიერ შექმნილი თამაშებით. ამ დროისთვის Steam-ზე გამოჩნდა ჯამში 290 თამაში და აპლიკაცია DLSS-ის მხარდაჭერით. თითოეულ ამ თამაშში GeForce RTX სერიის ვიდეო ბარათის მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ წარმადობა და მიიღონ მაქსიმალურად დეტალიზებული და შთამბეჭდავი თამაშის პროცესი. ქვემოთ ჩამოთვლილია Steam-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული თამაშები, რომლებშიც DLSS გამოიყენება. 

Bleak Faith: Forsakenგვთავაზობს ცივილიზაციის ნარჩენების გამოკვლევას უზარმაზარ, უმოწყალო და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, და გაგებას, რა შემორჩა მისი ისტორიიდან. გეიმერები შექმნიან ბუნებრივ საცხოვრებელ კერებს მუდმივა გაფართოებად ომნისტრუქტურაში, იმოგზაურებენ და იპოვიან თავიანთ მიზანს მსოფლიოში. 

Romancelvaniaსაშუალებას გაძლევთ ჩაიძიოთ ბნელი კომიქსის ჟანრის ატმოსფეროში, რომელიც მოიცავს საიდ-სქროლინგსა და სახალიო რომანტიკას ერთიან აბსურდულ და დაუვიწყარ თავგადასავალში. 

Sherlock Holmes The Awakened – ამაღელვებელი თავგადასავალი ლავკრაფტის სტილში, რომელიც ნულიდან შეიქმნა თანამედროვე გრაფიკითა და გეიმფლეით. თამაში საშუალებას გაძლევთ გახდეთ შერლოკ ჰოლმსი, აღმოჩნდეთ ქთულჰუს შემზარავი მითების შუაგულში და გამოიძიოთ იდუმალი გაუჩინარების სერიები ევროპასა და აშშ-ში. 

Sifu– რეალისტური ბოევიკი მესამე პირში კუნგ-ფუს სასტიკი საბრძოლო მექანიკითა და კინემატოგრაფიული საბრძოლო ხელოვნებებით, რომლებსაც შურისძიების გზაზე მიყავხართ. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.