Jump to content

ამერიკელმა კონგრესმენმა SEC-ის ხელმძღვანელი კრიპტო ინდუსტრიის განვითარების შეფერხებაში დაადანაშაულა


Recommended Posts

image.png 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ტომ ემერმა გააკრიტიკა SEC-ის თავმჯდომარრი გენსლერის მიდგომა ციფრული აქტივების ზედამხედველობის შესახებ Unchained პოდკასტზე. 

„ჩემი აზრით, ეს ადამიანი არის არაკეთილსინდისიერი მარეგულირებელი. იგი ბრმად ავრცელებს აღსრულების მოქმედებებს კრიპტო საზოგადოებაში და საერთოდ არ აქვს მხედველობაში მართლაც ცუდი მოქმედი პირები“ -  განაცხადა ემერმა. 

პოლიტიკოსმა მაგალითად მოიყვანა ამერიკული Bitcoin-ბირჟა Coinbase, რომელიც „აქტიურად ცდილობდა SEC-თან მუშაობას“, მაგრამ მარტში სააგენტოსგან შეტყობინება მიიღო გამოძიების შესახებ. ამის შემდეგ პლატფორმის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა მარეგულირებლის მიდგომას აშშ-ის ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა 

”ეს აშკარად არ არის ის, თუ როგორ უნდა ემსახუროს ხელისუფლება ამერიკელებს. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ მკაფიო სიგნალი ფართო კრიპტო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ემერმა. 

2021 წლის აპრილში აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი გერი გენსლერის კანდიდატურა SEC-ის ხელმძღვანელის პოსტზე. შემდეგ მან დადებითად ისაუბრა ბლოკჩეინსა და Bitcoin-ზე და ამ უკანასკნელს "ცვლილების კატალიზატორი" უწოდა. გენსლერმა პირობა დადო, რომ დამტკიცების შემთხვევაში „ინოვაციების ხელშეწყობაზე“ იმუშავებდა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ემერმა SEC-ის ხელმძღვანელი გააკრიტიკა კრიპტო ინდუსტრიის არსათანადო ზედამხედველობის გამო, რამაც FTX-ის კრახი გამოიწვია. 

დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა გაიმეორა გენსლერის კრიტიკა. ემერის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ კონგრესს უნდა მისცეს ჩვენება ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებისადმი მის მიდგომასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

ნუ ლუნაკოინის კრახმა და FTX ბირჟის გაბანკროტებამ უფრო გაამკაცრა კრიპტორეგულაციები და თვალთვალიც გააძლიერეს, ჯერ-ჯერობით შველის და მესამე დიდი კრახი აღარ ყოფილა მეტი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.