Jump to content

NASA-მ წარადგინა მარსის კვლევის სტრატეგია - ეკონომიური მისიები კერძო კომპანიებსა და რობოტებთან ერთად


Recommended Posts

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) წარადგინა მარსის გრძელვადიანი რობოტიზებული კვლევის სტრატეგიის პროექტი. სააგენტოს შემოთავაზებულ გეგმაში ხაზგასმულია შედარებით დაბალფასიანი მისიები და პოტენციური პარტნიორობა კერძო კომპანიებთან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA 

მარსის კვლევის პროგრამის დირექტორმა Eric Ianson-მა წარმოადგინა სტრატეგიის ძირითადი დებულებები, რომელთა მიხედვით მოიაზრება მარსის მისიების რეალიზება სტაბილური სიხშირით. „გვსურ ორი ათწლეულით წინ გავიხედოთ, რათა გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთივე შთამბეჭდავი შედეგები, როგორიცაა მარსის გრუნტის ნიმუშების ჩამოტანა. ჩვენი შემოთავაზებაა ამის შესრულება ნაკლები დანახარჯებით და მისიების განხორციელების უფრო მაღალი სიხშირით“ - განმარტა იანსენმა.  

NASA-ს ახალი სტრატეგიის სახელწოდებაა „მარსის ერთობლივი კვლევა“. იგი გულისხმობს მარსის მისიების რეგულარული სერიების ორგანიზებას. სტრატეგიის რეალიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც მიმდინარე ათწლეულის ბოლოს დედამიწაზე ჩამოიტანენ მარსის გრუნტის ნიმუშებს NASA-ს მიერ მარსის კვლევის ამჟამინდელი პროგრამის ფარგლებში. ამჟამად NASA გეგმას მარსის შესასწავლად მხოლოდ ერთი რობოტიზებული პროგრამის რეალიზაციას. საუბარი ეხება პლანეტის მაგნიტოსფეროს შესწავლის პროექტს, რომლის სახელწოდებაა Escape and Plasma Acceleration and Dynamics Explorers და დაგეგმილია 2024 წლის ბოლოსთვის. 

„ისტორიულად, ჩვენ გვქონდა აღმავლობა და ვარდნა მარსის პროგრამაში. როდესაც ვსაუბრობთ მდგრად განვითარებაზე, ეს არის ზუსტად ის, რაც შეიძლება მუდმივად დარჩეს დროის განმავლობაში. ჩვენ გვინდა ვეცადოთ, რომ მისიების დაწყება რეგულარული ტემპით შევინარჩუნოთ“, - განაცხადა იანსონმა. მან განმარტა, რომ მისი სიტყვები ნიშნავს NASA-ს განზრახვას - განახორციელოს შედარებით იაფი მარსული მისიები დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ. 

მოსალოდნელია, რომ თითოეული ასეთი მისიის ღირებულება 100-დან 300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. დამატებით სააგენტო მხარს დაუჭერს საშუალო დონის მისიების რეალიზებას, როგორიც იქნება, მაგალითად, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების რობოტიზებული მოდულის გაშვება პროგრამა Mars Life Explorer-ის ფარგლებში. ასევე მხარდაჭერილი იქნება ნაკლება მასშტაბური პროექტები, რომელთა რეალიზაცია მოხდება საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო კომპანიებთან ერთად. NASA გააგრძელებს ნიშნების ძიებას იმის შესახებ, რომ სიცოცხლე არსებობდა მარსზე შორეულ წარსულში, ასევე შეისწავლის პლანეტის კლიმატსა და გეოლოგიას ასტრონავტების მონაწილეობის სამომავლო პილოტირებული მისიების განხორციელების მიზნით.  

NASA-ს სტრატეგიის კიდევ ერთი ელემენტია იმ ორბიტალური აპარატების მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირსა და მარსის ზედაპირის გადაღებებს. სააგენტო მარსზე ახალი თანამგზავრის გაშვებას მონაცემების გადასაცემად და გადაღებებისთვის მომდევნო ათწლეულის პირველ ნახევარში გეგმავს. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სატელიტური ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში მუშაობა უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებკერძო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.