Jump to content

Gigabyte-მა წარადგინა GeForce RTX 4070 Ti WindForce სრულიად ახალი გაგრილების სისტემით


Recommended Posts

კომპანია Gigabyte-მა წარადგინა GeForce RTX 4070 Ti  ვიდეო ბარათის საკუთარი წარმოების მეექვსე ვერსია. ადრე კომპანიამ უკვე გამოუშვა Aorus სერიის ორი ვერსია, აგრეთვე მოდელები Eagle, Gaming და თეთრი Aero. ახალ GeForce RTX 4070 Ti WindForce მოდელში გამოყენებულია გაგრილების სისტემის სრულიად განახლებული დიზაინი, რომელიც Gigabyte-ის არც ერთ სხვა ვიდეო ბარათში არ ყოფილა გამოყენებული. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gigabyte 

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი არ მიუთითებს ახალი ვიდეო ბარათის ფასს, შეგვიძლია თამამად  ვივარაუდოთ, რომ GeForce RTX 4070 Ti WindForce მოდელი იქნება GeForce RTX 4070 Ti-ს ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია Gigabyte-ის ასორტიმენტში, რაც დამახასიათებელია ამ სერიაში შემავალი ყველა წინა თაობის ვიდეო ბარათისთვის.  

image.jpeg 

image.jpeg 

ვიდეო ბარათის სისქე 500 მილიმეტრია და სისტემურ ბლოკში დაიკავებს გაფართოების 2.5 სლოტს. მისი გაგრილების სისტემის შემადგენლობაში შედის სამი ქულერი. ვიდეო ბარათში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD104-400 მცირე ქარხნული აჩქარებით. კომპანია აღნიშნავს, რომ ჩიპი მუშაობს 2625 მჰც სიხშირეზე, რაც 15 მჰც-ით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 4070 Ti WindForce OC-ის შემადგენლობაში შედის გარე კონექტორების სტანდარტული ნაკრები - სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.1. ბარათს ასევე აქვს ერთი 12+4-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. ვიდეო ბარათის მიწოდების კომპლექტში შედის გადამყვანი ორი 8-პინიანიდან ერთ 12+4-პინიან კონექტორზე, ამრიგად ამაჩქარებლის ენერგომომხმარება 300 ვატს არ აღემატება. 

image.jpeg 

GeForce GeForce RTX 4070 Ti WindForce OC (GV-N407TWF3OC-12GD) მოდელები გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.