Magdalena Posted February 27, 2023 Share Posted February 27, 2023 ზოგიერთი ქვეყნის ბაზარზე გამოვიდა ორცხობილა Oreo-ს ლიმიტირებული ვერსია Xbox-ის სტილში, თითოეულ შეფუთვაში მოცემულია კოდები ვიდეო თამაშებში სხვადასხვა სკინის განბლოკვისთვის. Xbox-ის ბრიტანული განყოფილება კიდევ უფრო შორს წავიდა და წარადგინა Oreo-ს ფორმის გეიმინგ კონსოლი Xbox Series S. არსებული ცნობებით Oreo-ს ფორმის Xbox Series S ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა, თუმცა როგორ გავრცელდება მოწყობილობა, ჯერ უცნობია. Xbox-ის წარმომადგენლებს არ გაუზიარებით დეტალები, თუ როგორ შეიძლება უჩვეულო კონსოლის შეძენა. არ არის გამორიცხული, რომ მოწყობილობა გათამაშდეს რომელიმე კონკურსის ფარგლებში, რომელიც უახლოეს დროში ჩატარდება. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც software-გიგანტი ორცხობილების მწარმოებელთან თანამშრომლობს მარკეტინგული მიზნებით. გასული წლის შემოდგომაზე Oreo-ს სტილის სიცილაკების ნაკრები გამოჩნდა Microsoft Teams-ის სერვისში. გარდა ამისა, 2019 წელს Microsoft-ს უკვე გამოშვებული აქვს Oreo-ს სტილის Xbox One X კონსოლები. https://tinyurl.com/9s998zn2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.