Magdalena Posted February 8, 2023 Share Posted February 8, 2023 კომპანია Intel მიმდინარე თვის შუა რიცხვებში სამუშაო სადგურებისთვის ახალ Expert 1S Workstation პლატფორმას წარადგენს, წერს პორტალი Wccftech. მასში შედის Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორები, W790 ჩიპსეტი დედა დაფებისთვის და დედა დაფები LGA 4677 სოკეტით. მათი ნაწილი გაყიდვაში მარტში გამოვა, თუმცა მათ შესახებ მეტი რამ გახდება მიმდინარე თვეში, როდესაც მიმოხილვები გამოჩდება. ფოტოს წყარო: Intel მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ახალი პროცესორები მიეკუთვნება Xeon სერიებს კოდური სახელწოდებით Sapphire Rapids, გარკვეული გაგებით მათ შეიძლება ვუწოდოთ მივიწყებული Core-X კლასის HEDT პროცესორების სერიის შთამომავლები, რომლებიც Intel-ს არ განუახლებია სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. Xeon W-3400-ის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორების მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. პირველ სერიაში წარმოდგენილი იქნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც სიხშირემდე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. ამავე დროს ზოგ მოდელს ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი, რაც მათი მექანიკური აჩქარების საშუალებას იძლევა. პროცესორებს ექნება DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 112 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. Xeon W-2400 სერიის მოდელების ხაზი. ფოტოს წყარო: HXL Xeon W-2400 სერიის პროცესორებს ექნება 6-დან 24-მდე ბირთვი 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით, ასევე 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და 4.8 გჰც-მდე სამუშაო სიხშირე. ამ მოდელების TDP-ის ნომინალური მაჩვენებელია 110-დან 225 ვატამდე. პროცესორების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ ჩიპებს აქვთ DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2 ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების, ასევე 64 PCIe 5.0 არხის მხარდაჭერა. Wccftech-ის ცნობით ახალი Intel Expert 1S Workstation პლატფორმის ანონსი 15 თებერვალს შედგება. კომპანია ახალი ჩიპების მიმოხილვების გამოქვეყნების აკრძალვას 22 თებერვალს მოხსნის. Xeon W-2400 სერიის ყველა პროცესორი და დედა დაფა, რომლებიც დამყარებულია W790 ჩიპსეტზე, გაყიდვაში 8 მარტიდან 22 მარტამდე პერიოდში გამოვა. ხოლო Xeon W-3400 მოდელების გამოშვება 12-დან 26 აპრილამდე მოხდება. https://tinyurl.com/5n8xwhjy Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.