Magdalena Posted February 4, 2023 Share Posted February 4, 2023 კომპანია Sony-მ უარყო გავრცელებული ხმები, რომ შეამცირა გეიმინგ კონსოლ PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის ჰედსეტ PlayStation VR2-ის წარმოების მოცულობა წინასწარი გაყიდვების სტადიაზე არსებული მცირე მოთხოვნის გამო. ფოტოს წყარო: PlayStation გამომცემლობა GamesIndustry.biz-თან საუბრისას Sony-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია „PlayStation-ის გულშემატკივრებისგან ენთუზიაზმს ხედავს PS VR2 ჰედსეტის გამოშვების მიმართ, რომლის გაყიდვის დაწყებისას ხელმისაწვდომი იქნება ოცდაათზე მეტი თამაში VR მხარდაჭერით, რომელთა შორისაა Gran Turismo 7, Horizon Call of the Mountain და Resident Evil Village». გამომცემლობა Bloomberg ამტკიცებდა, რომ კომპანიამ გაანახევრა (2-დან 1 მილიონამდე) VR-ჰედსეტის წარმოების მოცულობა. PSVR2 ჰედსეტის ფასი 549 აშშ დოლარია, მაგრამ მისი მუშაობისთვის საჭიროა გეიმინგ კონსოლი PlayStation 5, რომლის ფასი 399 აშშ დოლარიდან იწყება. მომხმარებლებს ამჟამად შეუძლიათ შეუკვეთონ Sony-ს ახალი ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ყოველგვარი შეზღუდვისა და მოლოდინის გარეშე. მოწყობილობა გაყიდვაში 22 თებერვალს გამოვა. გამოშვებისას მასზე ხელმისაწვდომი იქნება VR-ის მხარდაჭერის მქონე 37 თამაში. https://tinyurl.com/46prtrb3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.