Magdalena Posted January 30, 2023 Share Posted January 30, 2023 კომპანია Samsung-მა წარადგინა მორიგი დიდი - 43-დუიმიანი მონიტორი Odyssey Neo G7 (G70NC). კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი მონიტორი მის ასორტიმენტში, რომელსაც აქვს ბრტყელი ეკრანი და Mini-LED ფონური განათება. ფოტოს წყარო: Samsung მონიტორის საფუძვლად გამოყენებულია ეკრანი ტექნოლოგიით Quantum Matrix Technology და 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით. მატრიცის რეაგირების დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი, აგრეთვე მხარდაჭერილია VESA DisplayHDR600 და HDR10+ სტანდარტები. ეკრანს აქვს 178-გრადუსიანი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხედვის კუთხე, 400 კდ/მ2 სიკაშკაშე და გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro-ს მხარდაჭერა. Odyssey Neo G7-ს (G70NC) აქვს სმარტ-ფუნქციების, Gaming Hub-ისა და Samsung Smart Hub-ის მხარდაჭერა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სტრიმინგ გეიმინგ ვიდეოსერვისს, როგორც ფასიანს, ისე უფასოს. კერძოდ, მხარდაჭერილია გეიმინგ სერვისები Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce NOW, აგრეთვე ვიდეოსერვისები Amazon Prime Video, Netflix და YouTube. ამ სერვისებით სარგებლობისთვის მონიტორს კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან დაკავშირებაც კი არ სჭირდება. მონიტორს აქვს ორი დინამიკი, თითოეული 20 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ერთი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.1, ორი USB 3.0 და ერთი LAN. მონიტორზე ასევე მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2. აგრეთვე შესაძლებელია სადგამის და ეკრანის დახრილობის რეგულირება. მონიტორის ფასი კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია. მოწყობილობა გაყიდვაში მიმდინარე კვარტლის ბოლომდე გამოვა. https://tinyurl.com/yrskpccd Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.