Magdalena Posted January 12, 2023 Share Posted January 12, 2023 Lenovo-მ გამოფენა CES 2023-ზე წარადგინა პორტატული კომპიუტერი Yoga Book 9i 13.3 დუიმიანი ორი OLED-დისპლეითა და საკმაოდ მაღალი წარმადობით. მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს ეკრანული კლავიატურა, კომპანიამ გაითვალისწინა ფიზიკურიც - იგი ნაკრებში შედის. ფოტოს წყარო: lenovo.com თითოეული დისპლეის გაფართოებაა 2880×1800 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 16:10 და პიქსელების სიმჭიდროვე - 255.36 PPI. ეკრანების კადრის განახლების სიხშირეა 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/მ² - იგი ინდივიდუალურად რეგულირდება თითოეულ დისპლეიზე. მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და Dolby Vision. კომპლექტში შემავალი Bluetooth-კლავიატურა შესაძლებელია განთავსდეს პირდაპირ ქვედა დისპლეიზე, სადაც იგი მაგრდება მაგნიტის სამაგრებით და ფარავს ეკრანის მესამედს. დანარჩენი ერთი მესამედი შესაძლებელია შეივსოს Windows-ვიჯეტებით - სხვა სახის კონტენტის განთავსება ამ სივრცეში შეუძლებელია. თუ გაააქტიურებთ ეკრანულ კლავიატურას და აწევთ ზემოთ, მის ქვეშ გამოჩნდება თაჩპედი. Lenovo Yoga Book 9i-ს აქვს მე-13 თაობის U სერიის პროცესორი Intel Core i7 ორი მაღალი წარმადობისა და 8 ენერგოეფექტური ბირთვით, 12 ნაკადითა და საბაზისო 15-ვატიანი TDP-ის დონით. LPDDR5X სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 16 გბ, SSD-ისა კი (PCIe 4.0) კი - 512 გბ ან 1 ტბ. ბატარეის მოცულობა 80 ვტ/სთ-ს შეადგენს, რაც, როგორც კომპანია აცხადებს, საკმარისია ვიდეოკონტენტის 10 საათის განმავლობაში ნახვისთვის 150 კდ/მ² სიკაშკაშის პირობებში ორივე დისპლეიზე, ხოლო თუ მომხმარებელი მხოლოდ ერთ ეკრანს გამოიყენებს, ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათამდე გაიზრდება. Yoga Book 9i-ის წონა 1.38 კგ-ს შეადგენს, ზომა - 29.91 × 20.39 × 1.6 სმ-ს. ლეპტოპის სარეკომენდაციო ფასი 2100 აშშ დოლარიდან იწყება, იგი გაყიდვაში ივნისში გამოვა. https://tinyurl.com/38eerz5x Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.