Jump to content

მონიტორის ყიდვა ჩამოტანით გიცდიათ ვინმეს?

Recommended Posts

გამარჯობა, მინდა 144Hz ultrawide 3440x1440 მონიტორის ყიდვა რამდენიმე თვეში, დაახლოებით 2000 მექნება ბიუჯეტი.

გავიარე აქაური სთორების საიტები და ყველაზე კარგები რაც იყო მაგ ფასის გარშემო, დავსერჩე რევიუებისთვის. DELL S3422DWG (https://is.gd/4gn2Bo) და BenQ Mobiuz EX3410R (https://is.gd/g55u2L) ამათ აღმოაჩნდათ კარგი შეფასებები (Tom's Hardware და მსგავსი საიტებისგან). ამ მონიტორებს ამ აქაურ სთორებში ადევთ ფასი 2000-2200. მერე Newegg-ის deal-ებში ვნახე რა ხდებოდა და მსგავსი/იგივე მონაცემების მონიტორებს - GIGABYTE G34WQC A-SA 34 (https://is.gd/GgUlxm), MSI Optix MAG342CQR (https://is.gd/0dHYXR) და ესეთები - ადევს ფასი 1100 ლარის გარშემო.

მერე ჩავხედე ზომებს რომ დამეთვალა ჩამოტანის ფასი დაახლოებით (სიგრძეxსიგანეxსიმაღლე/6000 პრინციპით, მაგ. აქ box dimensions მონაცემებით: https://is.gd/Mhl9WQ) და გამოვიდა 500-600 ლარი, ანუ 400-500 ლარის დაზოგვა გამოდის. ცოტა არარეალურად მომეჩვენა და ვიფიქრე აქ ვიკითხავდი, ვინმეს თუ ჩამოუტანია ონლაინში ნაყიდი ultrawide მონიტორი და დაახლოებით რამდენი დაჯდა ჩამოტანა.

ვიცი რომ განბაჟების თემაც არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მაგის ფაქტორი არ არის - ბიუჯეტში ზედმეტი თანხა მაქვს შეტანილი ადრე და იქიდან მეჭრება ხოლმე როცა რამე ჩამომაქვს და განბაჟება ჭირდება.

Link to comment
Share on other sites

განბაჟებაც ხომ იანგარიშე ისე, განბაჟება + ჩამოტანის ფული ანუ, ნუ პირველ რიგში ისაა გასათვალისწინებელი რომ თუ ბრაკი შეხვდა ან დედ პიქსელებიანი უკან გაგზავნაა მაგარი პრობლემურია, თუ გაგიმართლა და საღი ეგზემპლიარია მაშინ არც არაფერია სანერვიული, მაგრამ გარანტია არ გაქვს ფაქტიურათ იქ გაგზავნას თუ ვერ ახერხებ ადვილათ, ნუ 2000 ლარამდე მე მაინც დელს ავიღებდი ადგილზე:

https://www.mymarket.ge/ka/pr/26746061/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/monitori/Dell-34-Curved-Gaming-Monitor-S3422DWG?OfferType=Basic

აი მიმოხილვაც https://www.rtings.com/monitor/reviews/dell/s3422dwg ეგ უფრო სოლიდური ჩანს გიგაბიტზე და სიკაშკაშე-HDR არ ქონია მთლათ ცუდი მაგ ფასიანებში

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, George said:

ჰო უკან გაგზავნის თემა მართალია.

ლინკისთვისაც მადლობა, ჩავხედავ.

Link to comment
Share on other sites

ჩამომიტანია რამდენიმეჯერ. ეხლაც გამოწერილი მაქ 500$ იანი მონიტორი და ცოტა ვნერვიულობ, იმედია უდეფექტო იქნება :D

Link to comment
Share on other sites

VA მატრიცები მაგ მხრივ უფრო პრობლემურებია, იძახიან კიდე გიგაბიტის ბრენდზე აქვსო საკმაოთ დიდი ბრაკი, მე არ მქონია შეხება, დელები საკმაოთ ნომრალურებია ისე, ნუ პირველ რიგში დედ პიქსელებია ყველაზე ხშირათ რა დეფექტიც გხვდება, დანარჩენი შედარებით ნაკლებათ, მაგრამ არის უბრალოთ ძალზე დეფექტიანი ეგზემლიარებიც, რომელსაც ვერც იხმარ, ანუ უკანაა ისევე გასაშვები

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.