Jump to content

Tornikee

წევრი
  • Posts

    43
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by Tornikee

  1. სარბოლო სიმულატორის ძრავა Fanatec ClubSport 2.5 საჭე Fanatec McLaren GT3 V2 პედლები Fanatec CSL loadcell ძრავა belt-driven ძრავებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად არის მიჩნეული, 8nm სიმძლავრით. შეძენილია 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს პრაქტიკულად ახალ მდგომარეობაში, 425 დოლარად (+ჩამოტანა და განბაჟება). გამოყენებულია 2023 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისამდე. საჭე ასევე შეძენილია 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, პრაქტიკულად ახალ მდგომარეობაში, 172 დოლარად (+ჩამოტანა და განბაჟება) და გამოყენებულია იგივე პერიოდში. პედლები შეძენილია 2022 წლის ნოემბრის ბოლოს, ოფიციალური store-იდან, ახალ მდგომარეობაში, 112 დოლარად (+ჩამოტანა) და გამოყენებულია იგივე პერიოდში. ამ ძირითად ნაწილებთან ერთად მოდის სამი ცალკე ნაყიდი ნაწილი: * ძრავის მაგიდაზე სამაგრი * აქსელერატორის პედლის წინააღმდეგობის გამაძლიერებელი ზამბარა მექანიზმი * მუხრუჭის პედლის წინააღმდეგობის შემამსუბუქებელი ზამბარა მექანიზმი ამ ყველა ნივთის შეძენის დეტალები ქვემოთ ფოტოებშია. ფასი: ₾1200 ასევე მოყვება დამატებითი/სათადარიგო აქსესუარები (ნაჩვენებია მე-6 ფოტოში). მიმოხილვები: ძრავა: https://www.youtube.com/watch?v=ocC2G7IGtHQ საჭე: https://www.youtube.com/watch?v=UFnPQJZ8Ub4 პედლები: https://www.youtube.com/watch?v=Ede_Ch3ovHw ოფიციალური გვერდები: ძრავა: https://fanatec.com/eu-en/racing-wheels-dir...wheel-base-v2.5 ძრავის სამაგრი: https://fanatec.com/eu-en/cockpits-mounting...-table-clamp-v2 საჭე: https://fanatec.com/eu-en/steering-wheels/c...-mclaren-gt3-v2 პედლები: https://fanatec.com/us-en/pedals/csl-pedals-lc ფოტოები: https://i.imgur.com/sKr7Ckj.png https://i.imgur.com/DCHyRmC.png https://i.imgur.com/HRzEaCI.png https://i.imgur.com/EYlQrVS.png https://i.imgur.com/dBldRRm.png https://i.imgur.com/ZexRXca.png https://i.imgur.com/UtRbp2h.png https://i.imgur.com/S43T0qH.png https://i.imgur.com/7KZhJHU.png https://i.imgur.com/3QH88u4.png https://i.imgur.com/dpUy6Hj.png https://i.imgur.com/Pv9vIjV.png
  2. ვინმეს ჰომ არ გიყიდიათ და გიცდიათ აქაურ carrier-ებზე? ტელეფონებს ყოველთვის აქ ვყიდულობდი და არ ვიცი, რამე ლიმიტაცია თუ აქვს ასე რენდომად ონლაინში ნაყიდ და ჩამოტანილ მოდელებს. მგონია რომ წესით არ უნდა ქონდეს პრობლემა, მაგრამ იქნებ ამ თემაში გამოუცდელობის გამო რამეს არ ვითვალისწინებ. ასეთებზე მაქვს საუბარი: https://murena.com/ https://pine64.com/product-category/pinephone/?v=0446c16e2e66 https://shop.fairphone.com/en/buy-fairphone-4 https://puri.sm/products/librem-5/
  3. ამ თემის პირველ პოსტში რაც წერია AMD-ს პროცესორების დაბალ თერმულ ლიმიტზე, დღესაც აქტუალურია? შემდეგი PC მინდა AMD-ზე ავაწყო - Ryzen 7 7700x/Ryzen 7 7800X3D-იდან რომელიმეს ვფიქრობ და Noctua NH-D15S ქულერი მაქვს არჩეული მაგათთვის, მაგრამ თუ AMD-ს ისევ მეტი გაგრილება ჭირდება, გამოვცვლიდი წყალზე. აქამდე მარტო ჰაერის გაგრილება გამომიყენებია და ჩემს i5 7600K-ს ოვერქლოქზეც ყოფნიდა.
  4. არა არ მაქვს სხვა. რომ მივიტან ვეტყვი მაგასაც რომ ახლით არ დამიტესტავს.
  5. მადლობა, წავიღებ სერვისში თვის ბოლოს და დავწერ მერე აქ, რა აღმოჩნდება.
  6. დავტესტე კვება ამ წამს ზემოთ ნაჩვენები მეთოდით - რომ ჩავრთე, fan-მა ტრიალი დაიწყო და 2 წამის მერე გაჩერდა. ეს ყველა ვარიანტში ნიშნავს რომ დაბრედილია? თუ იქნებ რახან არაფერი არ მქონდა ბლოკში შეერთებული და მაგის გამო დაბალ ტემპერატურაზეა, გაგრილება არ ჭირდება და fan-ს აჩერებს უბრალოდ და დანარჩენი ბლოკი მუშაობს? ეს დამდნარივით ნივთიერება რომ ჩანს შიგნით ნაცრისფერი, მაგის ნიშანი ჰომ არ არის რომ დაიბრიდა?
  7. მაგ ყველაფრის ამოღებაზე მარტივი მგონი ის იქნება, იმ მეორე მაზერში გადავიტანო პროცესორი და ოპერატიული და იმაზე დავტესტო ისევ კვება. რომ გადავიტან მაგეებს, რაზე დავდო ის მაზერი ქეისის გარეთ? უსაფრთხოდაც რომ იყოს და დენი რომ კარგად გაატაროს
  8. ფოტო ვნახე, მაგრამ ვერ მივხვდი რას ვაკეთებ კონკრეტულად - რა უნდა გამოვიყენო ეგრე მისაერთებლად? ასევე, ის ვარიანტი რომ არსებობს, რომ დენი ქეისზე გადაააქვს, ეგ როგორ შევამოწმო? ვინტები რომ მოვუშვა, არ მინდა მაზერი მოირყას.
  9. კვების ცალკე დატესტვა მინდოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა შევამოწმო ირთვება თუ არა, როცა მაზერში არ არის შეერთებული. ეს დამოკლების ტექნიკა რაშია? როგორ უნდა გავაკეთო? ფოტოებსაც მივამატებ სისტემის, ყოველი შემთხვევისთვის
  10. კი ქულერები იწყებს ტრიალს - კვების ბლოკისაც და ქეისში რაც არის, ყველა - და მერე ითიშება. ერთხელ რომ გაითიშება, შემდეგ დაჭერაზე საერთოდ აღარ ირთვება, სანამ რაღაც დროს (15-30 წუთი) არ ვაცდი.
  11. სისტემა რაც ჩემ პროფილში წერია მარცხნივ ეგ არის. პრობლემა რაც სათაურში დავწერე - ჩართვიდან 1 წამში ითიშება სისტემა. გამორიცხვით რახან ის მეორე მაზერის დატესტვა არასწორად გამიკეთებია, გამოდის რომ ჯერ ვერაფერი გამოვრიცხე.
  12. გამარჯობა, ამ პრობლემაზე Tomshardware-ის ფორუმზეც ვიკითხე, BuildaPC-ს დისკორდზეც, მაგრამ დიდად ინფორმატიული პასუხები ვერ ვნახე. აქ დავსერჩე ეს პრობლემა და ერთი თემა იყო, სადაც იმის ვარიანტი ეწერა, რომ შეიძლება მაზერბორდი ქეისს ეხება და დენი გადააქვს, მაგრამ სხვა მაზერბორდიც მაქვს და იმაზე რომ დავტესტე (ქეისის გარეთ), არ გასწორდა და მაგის პრობლემა არ უნდა იყოს. ახალი ქეისი ვიყიდე ამას წინათ და მაგ ქეისში კომპონენტების გადატანიდან 2 კვირაში, ჩვეულებრივი ჩართვის დროს თითქოს დენის მიწოდება 1-2 ჯერ შეწყდა და თავიდან დაიწყო, სადღაც 5 წამის განმავლობაში. მერე გამოირთო და მაგის მერე ახლა რომ ვრთავ, 1 წამში ითიშება. ტექნიკურად სხვაობა წინა და ახლანდელ ქეისს შირს ერთი ის არის, რომ ახალს მეტი fan აქვს და თან განათებიანი. რა ვარიანტები არსებობს, რა დროსაც ეს ხდება ხოლმე? კვების ბლოკი რომ იყოს დაბრედილი, ალბათ არც შევიდოდა დენი იმ 1 წამით ხო? იმ მეორე მაზერბორდზე რომ ვტესტავდი, პროცესორი და RAM არ ჩამიდია და დაიტესტებოდა ეგრე დენის შესვლა? თუ პროცესორით და მეხსიერებით უნდა დავტესტო?
  13. Fan controller chip არ აქვსო, ეტყობა რახან M ვერსიაა. დასადგამი ქულერები თბილისშიც იშოვება თუ უნდა გამოვიწერო? ლეპტოპი მაგიდაზე მიდევს მარტო. MSI-ს სეთინგებში ლიმიტის დეფოლტი 95-ზე ეყენა და ლოგიკურია იმ 97 გრადუსზე რომ ამბობდნენ ბევრს უძლებს ეგ კარტაო, მაგრამ მაშინ რატო მითიშავდა, ვერ ვხვდები.
  14. P.S. overclock.net-ის ფორუმზე წავიკითხე, რომ 97 გრადუსზე იწყებს throttling-ს GTX760, ანუ 85-90 გრადუსი არაა პრობლემა?
  15. გამარჯობა, GTX760M მაქვს Acer Aspire V3-772G ლეპტოპზე და ბოლო 2 კვირაა, თამაშების დროს 85-90 გრადუსზე დაიწყო მუშაობა, რამდენჯერმე shutdown-ზეც გამიშვა მაგის გამო. იქნებ მირჩიოთ: (1) MSI Afterburner-ის სეთინგებში რამის შეცვლა თუ უშველის? ფანის სიჩქარეს ვერ ვცვლი, ამ მოდელს არ ეცვლება ხელით; დანარჩენი სეთინგებისთვის ხელი არ მიხლია და ღირს თუ არა რამე მოვუმატო/დავუკლო? (2) გაწმენდა მინდა ვცადო კომპრესორით და თბილისში სად იყიდება ეგენი? (3) ლეპტოპისთვის დამატებითი ქულერის ყიდვას აზრი აქვს? სადმე ისეთ ადგილას დაუყენდება რომ გააგრილოს? დანარჩენი მონაცემები i7-4702MQ 8GB RAM DirectX 11 Windows 8.1 x64 ამ სკრინზე ჩანს 85-93-ზე იყო ასული და თამაშის გამორთვის მერე ჩამოვიდა 70-ზე. თამაშების გარეშე დაახლოებით 60-65-ზეა ხოლმე.
  16. auto select (recommend)-ის მაგივრად რომ GTX 660-ზე იყოს დაყენებული ნვიდიას კონტროლ პანელში, არა? რომელზე უნდა იყოს? P.S. გამოჩნდა CPU-Z-ში core clock.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.