Jump to content

AMD-მ და Samsung-მა შექმნეს უნიკალური ექსპერიმენტალური ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი HBM-PIM სმარტ მეხსიერებითა და Instinct ამაჩქარებლებით


Recommended Posts

მეხსიერებაში გამოთვლის კონცეფციას (in-memory computing) მთელი რიგი უპირატესობები აქვს HPC-სისტემების აწყობისას და კომპანია Samsung-მა ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პრაქტიკაში პირველად სამხრეთკორეულმა გიგანტმა ექსპერიმენტალურ სუპერკომპიტერში ერთად განათავსა თავისი in-memory ჩიპები და AMD Instinct ამაჩქარებლები. Samsung-ის განცხადების თანახმად ამგვარი უერთიერთშეთავსება წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას უზრუნველყოფს „მძიმე“ ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებისას. ამასთანავე უმჯობესდება ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები. 

ხალ სისტემაში მოცემულია 96 ამაქარებელი AMD Instinct MI100, რომელთაგან თითოეულს აქვს საფირმო HBM-PIM მეხსიერება processing-in-memory ფუნქციით. სისტემის შემადგენლობაში შედის 12 გამომთვლელი ნოუდი თითოეული 8 ამაჩქარებლით. ექვსი ნოუდი დაკავშირებულია InfiniBand კომუტატორებით. გამოყენებულია 16 ლინკი 200 გბ/წმ სიჩქარით. 

image.png 

ფოტოების წყარო: Samsung 

Samsung-ის კლასტერს ვერ ვუწოდებთ რეკორდსმენს, თუმცა მისი შედეგები მეტად იმედისმომცემია: Google-ის მიერ შემუშავებულ ენის მოდელ Text-to-Test Transfer Transformer-ის (T5) სწავლებისას გამომთვლელი მეხსიერების გამოყენებამ სწავლების დრო 2.5-ჯერ შეამცირა, მოხმარებული ენერგია კი - 2.7-ჯერ. 

image.jpeg 

ტექნოლოგია ეკოლოგიურად სუფთაა: Samsung-ის განცხადებით HBM-PIM მეხსიერების მქონე ამგვარ კლასტერს შეუძლია წელიწადში 2100 გვტ/სთ-მდე ენერგიის დაზოგვა, რაც ნახშირბადის კვალის თვალსაზრისით ნიშნავს ემისიების შემცირებას იმავე პერიოდში 960 ათასი ტონით. იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგის ათვისებას 10 წელი და 16 მილიონი ხე დასჭირდება. 

image.png 

კომპანია დარწმუნებულია მეხსიერების გამოთვლით ტექნოლოგიის წარმატებაში და უკვე მოამზადა მახასიათებლები SYCL-ის მეშვეობით, რათა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს საშუალება მიეცეთ ისარგებლონ HBM-PIM-ით. Samsung ასევე აქტიურად მუშაობს PNM-ის მსგავს (processing-near-memory) კონცეფციაზე, რომელიც გამოყენებული იქნება CXL მეხსიერების მოდულებში. 

image.jpeg 

მოწყობილობა Samsung HBM-PIM 

Samsung დიდი ხანია მუშაობს PIM და PNM ტექნოლოგიების დანერგვაზე და გასულ წელს Hot Chips 33 კონფერენციაზეც გამოაცხადა, რომ აპირებს ყველა ტიპის მეხსიერების აღჭურვას გამოთვლითი ამაჩქარებლებით - არა მხოლოდ HBM2 / 3-ს, არამედ DDR4. / 5-საც. ამავდროულად, პირველად იქნა დემონსტრირებული HBM-PIM-ის სამუშაო ნიმუში, რომელშიც  თითოეულ ჩიპს ჰქონდა ამაჩქარებელი 1.2 Tflops FP16-წარმადობით. 

მრიგად, PIM ტექნოლოგიის მქონე პირველმა HPC სისტემამ სრულად დაამტკიცა მეხსიერებაში გამოთვლების კონცეფციის ქმედითუნარიანობა. Samsung აპირებს PIM და PNM ტექნოლოგიების აქტიურად განვითარებას როგორც IT-ინდუსტრიაში, ისე აკადემიურ სფეროში, სუპერკომპიუტერებისა და კლასტერული სისტემების რესურსების მთავარ მომხმარებელში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.