Magdalena Posted December 15, 2022 Share Posted December 15, 2022 კომპანია HP ემზადება რამდენი ახალ გეიმინგ ლეპტოპ Omen-ის გამოსაშვებად სხვადასხვა კონფიგურაციაში. ახალი ლეპტოპები გამოჩნდა ერთ-ერთი ევროპული საცალო სავაჭრო პლატფორმის მონაცემთა ბაზაში. ეს ლეპტოპები დამყარებულია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core ჩიპებზე, რომელთა წარდგენა ჯერ არ შემდგარა. მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 40 სერიის მობილური ვიდეო ბარათები. საინტერესოა ის, რომ ერთ-ერთ მოდელში მოცემული იქნება მობილური GeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მომავალ წელს კომპანია გამოუშვებს HP Omen ლეპტოპების მინიმუმ ექვს მოდელს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შემდეგ კონფიგურაციებში: Omen CM2007NQ/CM2005NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4060 8 გბ; Omen CM2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4070 8 გბ; Omen CK2007NQ/CK2004NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4080 12 გბ; Omen CK2001NQ — Core i7-13700HX და GeForce RTX 4090 16 გბ. როგორც ვხედავთ, ყველა ახალ ლეპტოპში მოცემული იქნება პროცესორი Core i7-13700HX. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ ჩიპს ექნება 16 ფიზიკური ბირთვი (8 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური, 24 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის დიდი ბირთვები შეძლებს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Twitter / @momomo_us ხმების იმის შესახებ, რომ NVIDIA აპირებს GeForce RTX 40-სერიის მობილური ვიდეო ბარათების გამოშვებას, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე - ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. უახლესი არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა სამომავლო მობილური ვიდეო ბარათების დასახელებები, აგრეთვე მათი ვიდეომეხსიერების მოცულობა. მოდელ GeForce RTX 4090-ს ექნება 16 გბ მეხსიერება, მობილურ GeForce RTX 4080-ს - 12 გბ, GeForce RTX 4070 და GeForce RTX 4060 მოდელებს - 8 გბ. დიდი ალბათობით, NVIDIA ასევე გამოუშვებს უმცროს მოდელ GeForce RTX 4050-ს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის მომავალი მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მოსალოდნელია, რომ მობილურ GeForce RTX 4090-ს საფუძვლად დაედება გრაფიკულ პროცესორ AD103-ის custom ვერსია. ვიდეო ბარათების უფროსი მოდელების ენერგომოხმარება სავარაუდოდ 175 ვატი იქნება, თუმცა მაქსიმალური TDP შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ტექნოლოგია Dynamic Boost-ის ხარჯზე, რომელიც კვების რესურსებს ანაწილებს პროცესორსა და ვიდეო ბარათს შორის გაგრილების სისტემისა და წარმადობის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: VideoCardz უახლესი ინფორმაციით GeForce RTX 40 სერიის მობილური გრაფიკული ბარათების წარდგენა შესაძლოა 3 იანვარს შედგეს. იმავე დღეს Intel-ი სავარაუდოდ წარადგენს Raptor Lake-H/HX მობილურ პროცესორებს. https://tinyurl.com/2s3zzjff Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.