Jump to content

პიტერ შიფი პროგნოზირებს Bitcoin-ის ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე ვარდნას


Recommended Posts

image.png 

პირველი კრიპტოვალუტის ფასის მაქსიმალური მაჩვენებლიდან 70%-ით ვარდნა დასასრული არ არის და არსებობს კოტირებების კიდევ შემცირების მნიშვნელოვანი რისკი. ასეთი აზრი გამოთქვა Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა პიტერ შიფმა. 

სე გამოეხმაურა ოქროს მხარდამჭერი Standard Chartered-ის ექსპერტებს. მათი აზრით FTX-ის კოლაფსის გავლენა კვლავ გაგრძელდება კრიპტო ბაზრის განწყობაზე, რაც 2023 წელს გამოიწვევს ციფრული ოქროს ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე შემცირებას. 

„ასეთი ვარდნის შემდეგ Bitcoin კვლავ გადაჭარბებულად იქნება შეფასებული, ამიტომ 5 ათას აშშ დოლარიანი ნიშნული ფსკერთან ახლოსაც კი არ იქნება“ - დაწერა შიფმა. 

Twitter-ის მორიგი შეტყობინებით მან ინვესტორებს მოუწოდა „არ დაუშვან შეცდომა“ იმის ფიქრით, რომ პირველი კრიპტოვალუტა შეძლებს 17 ათას აშშ დოლარიანი მინიმუმის ჩამოყალიბებას. 

„იგი მომდევნო მაქსიმუმს აყალიბებს. ამ დათვური ბაზრის პერიოდში ყოველ ჯერზე, როდესაც Bitcoin იკლებს, იგი ახდენს საკუთარი დანაკარგების კონსოლიდაციას მომდევნო შემცირებამდე“ - განაცხადა შიფმა. 

Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა JPMorgan-ის ხელმძღვანელ ჯეიმი დაიმონის გამოსვლაზე. ტელეარხ CNBC-ის ეთერში მან კრიპტოვალუტები გააკრიტიკა და ტოკენები Pet Rock-ებს შეადარა. (Pet Rock - საკოლექციო სათამაშო. შეიქმნა 1975 წელს. ეს იყო ჩვეულებრივი გლუვი ქვა, შეფუთული იყო მუყაოს კოლოფში სასუნთქი ნახვრეტებით და იყიდებოდა, როგორც შინაური ცხოველი. მთლიანობაში ერთ მილიონზე მეტი შინაური ცხოველის ქვა გაიყიდა თითო ოთხ დოლარად, რის წყალობითაც უჩვეულო სათამაშოს შემქმნელი აღიარეს „მილიონერად და ბრწყინვალე ანტრეპრენერად). 

შიფის აზრით, დაიმონმა ამ შეფასებას ციფრული აქტივისთვის გადაჭარბებულიც კი უწოდა, რადგან სათამაშო ქვას სარგებელი მაინც აქვს. 

„თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ქვა, როგორც ქაღალდებზე დასადები წონა, კარის დასამაგრებელი, იარაღი ან აკვარიუმის ფსკერის დეკორაცია. თუ თქვენ გაქვთ სამი მათგანი, შეგიძლიათ ჟონგლიორობა, ”- დაწერა ოქროს მხარდამჭერმა. 

საპასუხოდ მან კვლავ მიიღო კრიტიკ Twitter-ის მომხმარებლებისგან. ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა, რით განსხვავდება „Pet Rock-ის ღირებულება ოქროს ნაჭრის ღირებულებისგან“. 

„ქვა ვერ ატარებს ელექტროენერგიას და ვერ გამოიყენება ლამაზი სამკაულების დასამზადებლად. ოქრო ქვებზე ბევრად უფრო სასარგებლო და იშვიათია და, შესაბამისად, უფრო ღირებულიც. მაგრამ ქვები მაინც უფრო სასარგებლო და ღირებულია, ვიდრე Bitcoin“, - განმარტა შიფმა. 

ამ დრომდე Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა არაერთხელ იწინასწარმეტყველა პირველი კრიპტოვალუტის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. მაისის დასაწყისში მან ივარაუდა კოტირების შემცირება 10 ათას აშშ დოლარამდე 30 ათას აშშ დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. 

11 მაისს განსაზღვრული ღირებულების ქვემოთ ფასის ჩამოსვლის შემდეგ მან ივარაუდა, რომ Bitcoin 8 ათას აშშ დოლარიან დონეზე ჩამოვიდოდა. 

ციფრული ოქრო იყიდებოდა დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარად, სანამ 23 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდოდა. ამის ფონზე შიფმა განაახლა პროგნოზი ფასის 5 ათას აშშ დოლარამდე ჩამოსვლასთან დაკავშირებით.  

შეგახსენებთ, ნოემბერში Euro Pacific Capital-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი წამყვანი Stablecoin-ის - USDT-ისა და USDC-ის ჯამური კაპიტალიზაცია გადააჭარბებს პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.