Magdalena Posted December 5, 2022 Share Posted December 5, 2022 ბირჟა FTX ბირჟის კრახი იყო "ტრაგიკული მოვლენა" ინდუსტრიისთვის, მაგრამ ასევე გააჩინა მისი გადაწყობის შესაძლებლობა ნდობაზე და შემდგომ დეცენტრალიზაციაზე. ამის შესახებ Devin Finzer-მა, OpenSea NFT ბაზრის აღმასრულებელმა დირექტორმა Decrypt-თან ინტერვიუში განაცხადა. ”ჩვენ ყველა ვგრძნობთ ზარალს ინდუსტრიაში. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის კრიპტო ინდუსტრიის წარუმატებლობა, ”- განაცხადა მან. Finzer-ის თქმით NFT პლატფორმა არ ურთიერთობს FTX-თან და მასთან დაკავშირებულ სავაჭრო კომპანია Alameda Research-თან. თუმცა, Crypto Fund Research ექსპერტების აზრით ბირჟის გაკოტრება შეეხო ინდუსტრიის სტრუქტურების 25-40%-ს. სასამართლოს მასალების თანახმად FTX-მა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 3.1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღეს 50 მსხვილი კრედიტორისგან. „ვფიქრობ, უფრო ფართო კრიპტოეკოსისტემისთვის, და კერძოდ NFT-სთვის, ეს კრიზისი რეალური შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინონ მომხმარებლების მძლავრ და მუდმივ ნდობაში“ - აღნიშნა Finzer-მა. მისი აზრით მიმდინარე კასკადური კრიზისის შემდეგ ინდუსტრიის აღდგენას შესაძლოა ორი წელი დასჭირდეს. „სავსებით ვარ დარწმუნებული ქომიუნითისა და ეკოსისტემის გამძლეობაში, აგრეთვე წინსვლისა და შექმნის სურვილის მიმართულებით“ - განაცხადა Finzer-მა. მან ასევე კომენტარი გააკეთა NFT მარკეტების მიერ ჰონორარის შეგროვებაზე უარის თქმის პრაქტიკასთან დაკავშირებით. ნოემბრის დასაწყისში OpenSea-მ წარადგინა ჰონორარის შეგროვების ახალი ინსტრუმენტი. Finzer-მა დაადასტურა, რომ პლატფორმა ვალდებულია გააგრძელოს გადახდები საკოლექციო ტოკენების შემქმნელებისთვის. მან ამას "პირველი ნაბიჯი" უწოდა ავტორებთან სანდოობის შესანარჩუნებლად. დეცენტრალიზაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აღნიშნა OpenSea-ს ხელმძღვანელმა. ბაზარი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის აქტივებზე ზოგიერთი სხვა ბაზრისგან განსხვავებით. ადრე Solana-ზე დამყარებული NFT პლატფორმა Magic Eden მოხვდა კრიტიკის ქვშ დეპონირების საფულეში აქტივების შენახვის გამო, რაც ზოგმა Web3-დეველოპერმა სარისკოდ მიიჩნია. NFT-ების სავაჭრო პლატფორმა FTX-მაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა მომხმარებლების აქტივებზე - ამჟამად ჯგუფის გაკოტრების პროცესის გამო მათ დაკარგეს მათთან მუშაობის შესაძლებლობა. „ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზებული სმარტ-კონტრაქტების სისტემის მეშვეობით და არ ვინახავთ მომხმარებლის სახსრებს ან მათ NFT-ებს. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი უპირატესობა აქვს ცენტრალიზებულ ხელისუფლებასთან შედარებით, სადაც ყველაფერი გაცილებით ნაკლებად გამჭვირვალეა“, - განაცხადა ფინცერმა. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში OpenSea-მ დაამატა მხარდაჭერა BNB Chain-ის მხარდაჭერა, რომელიც გახდა მარკეტფლეისზე ინტეგრირებული მერვე ქსელი. https://tinyurl.com/4njtm6an Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.