Jump to content

სემ ბენკმენ-ფრიდმა ისაუბრა FTX-ისა და FTT ტოკენის კრახის მიზეზებზე


Recommended Posts

image.png 

FTX-ის utility ტოკენის (FTT) კრახი გამოწვეულია არა ლიკვიდურობის ნაკლებობით, არამედ ინვესტორების ქმედებებით, რომლებმაც განიცადეს „შიში“ ბაზრის არსებული მდგომარეობის გამო. ამის შესახებ კრიპტო ბირჟის დამფუძნებელმა სემ ბნკმენ-ფრიდმა განაცხადა 16 ნოემბერს ტიფანი ფონგთან ინტერვიუში (გამოქვეყნდა 29 ნოემბერს). 

”ვფიქრობ, FTT-ს რეალური ღირებულება ჰქონდა. [...] მრავალი თვალსაზრისით, [ტოკენი] უფრო ლეგალური იყო, ვიდრე ბევრი სხვა ციფრული აქტივი. მას უფრო მეტი ეკონომიკური მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე სხვა ტოკენებს. [...] არალიკვიდურობა არ იყო კრახის მიზეზი. ეს არის მოვლენების მასიური კორელაცია ბაზრის მოძრაობების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი გამოწვეულია თავად პოზიციის შიშით“, - განაცხადა ბენკმენ-ფრიდმა. 

კრიზისის წინაშე აღმოჩენილმა ბირჟამ შეაჩერა თანხების გატანა ყველა მომხმარებისთვის. მოგვიანებით კომპანიამ ეს შესაძლებლობა მისცა ბაჰამის კუნძულების მაცხოვრებლებს. FTX-მა ეს ნაბიჯი ახსნა ადგილობრივი მარეგულირებლის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობით. 

ფონგთან საუბრისას ბენკმენ-ფრიდმა აღნიშნა, რომ ეს ზომები მიღებული არ იყო „ხალხის გაბრაზების“ სურვილით იმ იურისდიქციაში, სადაც პლატფორმაა დარეგისტრირებული. 

”მე გავაფრთხილე [ბაჰამის მარეგულირებლები] წინა დღეს, რომ ჩვენ ვაპირებდით ამის გაკეთებას. მათ არ უთქვამთ „დიახ ან არა“. მარეგულირებელი დუმდა და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბირჟის მომავლისთვის. […] თქვენ არ გსურთ იმყოფებოდეთ ქვეყანაში, სადაც ბევრი ბოროტი ადამიანია და არ გსურთ თქვენი კომპანია დარეგისტრირდეს ქვეყანაში, სადაც ბევრი ბოროტი ადამიანია. [...] ჩვენ ვცდილობდით მოქალაქეების დამშვიდებას“, - განმარტა მან. 

ბენკმენ-ფრიდმა FTX International-ის მომხმარებლების კომპენსაციას „უმნიშნელო“ უწოდა. მომხმარებლები, სავარაუდოდ, მიიღებენ 25 ცენტს პლატფორმაზე გაყინული აქტივების ყოველ ერთ დოლარზე. FTX-ის ამერიკელი მომხმარებლები მიიღებენ თანხებს ერთი ერთში. 

FTX-ის დამფუძნებელმა უარყო Reuters-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან, თითქოს, ბირჟის სისტემაში გამოიყენა ბექდორი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა გადაეტანა აქტივები Alameda Research-ის ანგარიშებზე. 

„მე პროგრამირებაც კი არ ვიცი. პირდაპირი მნიშვნელობით, არასდროს გამიხსნია FTX-ის კოდების ბაზა“ - განაცხადა მან. 

ბენკმენ-ფრიდმა ასევე ისაუბრა ინციდენტის გამოძიებაზე, რომელიც ეხებოდა პლატფორმიდან აქტივების არასანქცირებულ გატანას იმ ღამეს, როდესაც კომპანიამ გადახდისუუნარობის შესახებ შეიტანა განცხადება . 

„ეჭვმიტანილებიდ რიცხვი რვა ადამიანამდე შევამცირე. მე არ ვიცი რომელი მათგანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო FTX-ის ყოფილი თანამშრომელი ან ვინმე, ვინც ზიანისმომტანი პროგრამა დააინსტალირა ყოფილი თანამშრომლის მოწყობილობაზე, ”- განაცხადა მან. 

ბენკმენ-ფრიდმა თქვა, რომ მან ვერ შეძლო მეტის გარკვევა, რადგან წვდომა დაკარგა პლატფორმის სისტემებზე. 

ინტერვიუს მეორე ნაწილში (საუბარი შედგა 20 ნოემბერს) FTX-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ კომპანიის კრახი ერთდროულად რამდენიმე მოვლენის ერთობლიობამ გამოიწვია, რისთვისაც მზად უნდა ყოფილიყო. 

„ეს იყო კომბინაცია: საგაზაფხულო კრახი, როდესაც აქტივების ღირებულებები დაეცა 50%-ით, ჰიპერკორელირებული სცენარი ამ თვეში - ორი დღის განმავლობაში შესაბამისი აქტივების კოტირებები შემცირდა 50%-ით, „საბანკო პანიკა“ FTX-ში, ხოლო მარჟის პოზიციის ზომა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩანდა“, - განაცხადა მან. 

ფონგმა ბენკმენ-ფრიდს ჰკითხა Binance-ის ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული შესაძლებლობის შესახებ, რომლის თანახმად შესაძლოა FTT ღია ბაზარზე გაიყიდოს „ცოტა ხნის წინანდელი გამომჟღავნების“ გამო. 

„ვფიქრობ, სიტუაცია ბევრად სტაბილური იქნებოდა და ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა ლიკვიდურობის მოძიებისთვის. თუმცა სისტემაში მაინც მეტისმეტად დიდი მარჟა იარსებებდა. ვფიქრობ, რაღაც 50/50-ის მსგავსია“ - უპასუხა მან. 

შეგახსენებთ, რომ Zhao-მ დაუშვა FTX აქტივების ყიდვის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.