Jump to content

NVIDIA-მ დისკრეტული გრაფიკის ბაზრის კიდევ უფრო დიდი წილი დაიკავა - Intel-სა და AMD-ს ერთად 12% დარჩა


Recommended Posts

ნალიტიკურ სააგენტო Jon Peddie Research-ის (JPR) წყალობით ცნობილი გახდა, რომ მესამე კვარტალში ყველა ტიპის გრაფიკული პროცესორის მიწოდება 25%-ით შემცირდა. სააგენტომ ასევე გააზიარა ცნობები, როგორ შეიცვალა დისკრეტული ვიდეო ბარათების ბაზარი ხსენებულ პერიოდში. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი კიდევ უფრო შემცირდა, AMD-მ კი სერიოზული წილი დაუთმო NVIDIA-ს ამ მიმართულებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: WCCFTech 

დისკრეტული გრაფიკის ბაზარი ძალიან შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტალში ვიდეო ბარათების მიწოდების მოცულობამ შეადგინა მხოლოდ 14 მილიონი ერთეული, რაც 41.6%-იან კლებას წარმოადგენს გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით - იმ დროს მიწოდების მოცულობა 24 მილიონ ვიდეო ბარათ შეადგენდა. ერთი კვარტალით ადრე კი ბაზარზე მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო - 2022 წლის მეორე კვარტალში 19 მილიონი დისკრეტული ვიდეო ბარათი იქნა მიწოდებული. 

image.jpeg 

მობილური და დესკტოპ ვიდეო ბარათების მიწოდება თანაბრად გაიყო - თითოეულ სეგმენტში 7 მილიონი ბარათი იქნა მიწოდებული. ადრე დესკტოპ ვიდეო ბარათები დომინირებდა: ერთი კვარტალით ადრე მოხდა 10 მილიონი დესკტოპ ბარათის და 8.6 მილიონი მობილური ვიდეო ბარათის მიწოდება; მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელდა 13 მილიონი დესკტოპ ვიდეო ბარათის და 11.6 მილიონი მობილური დისკრეტული ვიდეო ბარათის მიწოდება. 

image.jpeg 

ამავდროულად NVIDIA-მ მოახერხა სერიოზულად გაეზარდა წილი დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე - მისმა წილმა მესამე კვარტალში 88% შეადგინა, რაც წინა კვარტალზე 8 პროცენტული პუნქტით მეტია. შედეგად AMD-ს დარჩა დისკრეტული გრაფიკის ბაზრის მხოლოდ 8%, მეორე კვარტალში მისი წილი 15% იყო. ხოლო დარჩენილი 4% დაიკავა Intel-მა. 

image.jpeg 

დესკტოპ სეგმენტში AMD შედარებით უკეთესადაა - იგი 10%-იან წილს იკავებს. ბაზრის დარჩენილი ცხრა მეათედი განაწილდა NVIDIA-ს შორის 86%-იანი წილით, Intel-ის წილი ამ შემთხვევაშიც 4%-ია. რაც შეეხება მობილურ სეგმენტს, აქ NVIDIA-ს დომინირება კიდევ უფრო ძლიერია - კომპანია ფლობს ბაზრის 90%-ს, ხოლო Intel და AMD თანაბრად ინაწილებენ დარჩენილ 10%-ს. 

image.jpeg 

ინტეგრირებული, მობილური და დესკტოპ გრაფიკული პროცესორების ჯამური მიწოდების მოცულობა სწრაფად მცირდება 2021 წლის მეორე კვარტლიდან. მაშინ მკვეთრი ვარდნა მოხდა მესამე კვარტალში, შემდეგ 2022 წელი სტაბილური იყო წლის პირველ მეოთხედში, შემდეგ კი კვლავ აქტიური კლება დაიწყო. ეს ვითარება აშკარად გამოწვეულია მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობით. 

image.jpeg 

ნალიტიკოსები ელიან, რომ მომავალ წელს გრაფიკული პროცესორების გაყიდვები კიდევ უფრო დაეცემა. 2024 წელი იქნება სტაბილურად დაბალი, აღდგენა კი დაიწყება 2025 წლიდან, თუმცა ზრდა უმნიშვნელო იქნება. პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე რთული ვითარებაა: პანდემიის დროს კომპიუტერებზე მოთხოვნა გაიზარდა და ახლა მათი საჭიროება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე უშუალო გავლენა იქონია მაინინგმა და უზრუნველყო დისკრეტული გრაფიკის მაღალი გაყიდვა. ამჟამად ბაზარი გადავსებულია მაინერების იაფი, მეორადი ვიდეო ბარათებით, მაღაზიებში საკმარისზე მეტი ახალი ვიდეო ბარათები, თუმცა ზოგიერთის ფასი მეტისმეტად მაღალია. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.