Jump to content

MediaTek-მა წარადგინა Dimensity 9200, ფლაგმანური პროცესორი მძლავრი ARM Cortex-X3 ბირთვებით


Recommended Posts

image.jpeg 

MediaTek-მა საბოლოოდ გამოუშვა ფლაგმანური პროცესორი Dimensity 9200. ტაივანური კომპანია მას უწოდებს ჩიპსეტს „ფლაგმანური სმარტფონების მომავალი ეპოქისთვის“. ეს არის მსოფლიოში პირველი მობილური პროცესორი, რომელსაც აქვს ARM Cortex X3  ბირთვი. MediaTek-მა პროცესორზე "განათავსა" ARM-ის გრაფიკულ პროცესორ Immortalis-G715. გავრცელებული ინფორმაციით მასში მხარადჭერილია რეითრეისინგი, ასევე Wi-Fi 7 Ready უსადენო ქსელი. 

გარდა ამისა, MediaTek საუბრობს Dimensity 9200-ის ბევრ სხვა ინოვაციაზე, როგორებიცაა 8533 Mbps LPDDR5X RAM და RGBW ISP. ასევე ცნობილია, რომ Dimensity 9200 შემუშავებულია TSMC-ის მეორე თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (N4P) და დამყარებულია მეორე თაობის ARM Armv9 არქიტექტურაზე. MediaTek-მა Dimensity 9200 შემდეგი CPU ბირთვით დააპროექტა: 

  • 1x Cortex-X3 — 3.05 გჰც 

  • 3x Cortex-A715 — 2.85 გჰც 

  • 4x Cortex-A510 — 1.8 გჰც 

სავარაუდოდ, MediaTek-ის ახალი პროცესორი უზრუნველყოფს 12%-ით უკეთეს ერთბირთვიან წარმადობას Geekbench 5.0-ში, ვიდრე Dimensity 9000. თუმცა, სხვაობა მცირდება 10%-მდე მრავალბირთვიან წარმადობაში. ამავდროულად, Dimensity 9200  25%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს დატვირთვისას, უზრუნველყოფს 10%-ით უკეთეს გაგრილებას და GPU-ის 32%-მდე გაუმჯობესებულ წარმადობას Manhattan 3.0-ში Dimensity 9000-თან შედარებით, ამასთან დატვირთვისთვის 41%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. 

საერთო ჯამში MediaTek ამაყობს, რომ Dimensity 9200-მა AnTuTu v9-ში 1260000 ქულა დააგროვა, რაც ბევრად აღემატება კონკურენტების ამჟამინდელ ფლაგმანებს. MediaTek-ის თქმით Dimensity 9200 მაღაზიებში უნდა გამოვიდეს "2022 წლის ბოლოს". სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სმარტფონებში იქნება წარმოდგენილი Dimensity 9200 და რამდენად უკეთესი იქნება დაანონსებულ Snapdragon 8 Gen 2-თან შედარებით. 

image.jpeg 

MediaTek Dimensity 9200 წლის ბოლომდე ფლაგმანურ სმარტფონებში უნდა გამოჩნდეს. (ფოტოს წყარო: MediaTek) 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.