Magdalena Posted November 7, 2022 Share Posted November 7, 2022 კომპანია AMD-მ ფასები შეამცირა Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორებზე თავის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში. პორტალი VideoCardz აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოდელის ფასი 250 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ფოტოს წყარო: VideoCardz გაყიდვების დაწყებისას ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X შემოთავაზებული იყო 799 აშშ დოლარად. ამჟამად მისი ფასი 549 აშშ დოლარს შეადგენს. 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X გაიაფდა 200 აშშ დოლარით და ახლა მისი ფასი 549-ს ნაცვლად 349 აშშ დოლარია. ფასი შემცირდა გაზრდილი ქეშ-მეხსიერების მქონე Ryzen 7 5800X3D მოდელზეც. AMD მას გვთავაზობს 449-ის ნაცვლად 329 აშშ დოლარად. Ryzen 7 5800X-ის ფასი 449-დან 249 აშშ დოლარამდე შემცირდა, უმცროსი ექვსბირთვიანი Ryzen 5 5600X კი საწყისი 299 აშშ დოლარის ნაცვლად შემოთავაზებულია 159 აშშ დოლარად. ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენისას AMD მომხმარებლებს ჩუქნის გეიმინგ-კოლექცია Uncharted: Legacy of Thieves Collection-ის ასლს. ფოტოს წყარო: AMD Ryzen 7 5800X3D-ის მითითებული ფასი ამჟამად აშშ-ში ყველაზე დაბალია. რითეილერ MicroCenter-ში იგი ღირს 369 აშშ დოლარი, Amazon-ზე - 349 აშშ დოლარი, Newegg-ში კი - 331 აშშ დოლარი. თუმცა ჩიპი ყველა მაღაზიაში ხელმისაწვდომი არ არის. ფოტოს წყარო: VideoCardz ევროპაშიც შემცირდა Ryzen 7 5800X3D-ს ფასი, აღნიშნავს VideoCardz. გაყიდვის დაწყებისას იგი შემოთავაზებული იყო 499 ევროდ, ამჟამად კი მისი შეძენა 349 ევროდაა შესაძლებელი. https://tinyurl.com/3nxfds62 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.