Jump to content

Apple-მა განაცხადა, რომ მზად არის გადაერთოს USB-C პორტზე თავის სმარტფონებში


Magdalena

Recommended Posts

მიმდინარე კვირაში Apple-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Greg Joswiak-მა, რომელიც კომპანიაში გლობალურ მარკეტინგზეა პასუხისმგებელი, The Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე აღიარა, როiPhone-ის მწარმოებელი იძულებული იქნება შეასრულოს ახალი ევროპული კანონის მოთხოვნები. შეგახსენებთ, რომ ხსენებული კანონის თანახმად ევროპის რეგიონში ელექტრონული მოწყობილობების ყველა მომწოდებელი 2024 წლის ბოლომდე ვალდებულია საკუთარ პროდუქტებში უზრუნველყოს USB-C პორტის მეშვეობით დამუხტვის შესაძლებლობა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

შეგახსენებთ, რომ ევროპელი კანონმდებლების გეგმის მიხედვით ასეთი გაერთიანება შეამცირებს ელექტრონული ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოზე, ერთ დამტენს კი შეუძლია გაუძლოს რამდენიმე მობილურ მოწყობილობასთან თავსებადობას.  Apple-ის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, როდის გადავა ბრენდის მიერ ევროპაში შემოთავაზებული სმარტფონები USB-C პორტის გამოყენებაზე აქტუალური Lightning-ის ნაცვლად. ერთი მხრივ, ცხადია, რომ ეს 2024 წლის ბოლომდე მოხდება. მეორე მხრივ, ზოგიერთი ანალიტიკოსი ელოდება, რომ ამ ტიპის დამტენი პორტის მქონე პირველი iPhone-ები მომავალ წელს გამოჩნდება. 

Apple-ის ხელმძღვანელობამ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაეკრიტიკებინა ევროპული ხელისუფლება. ჯოსვიაკის თქმით, ადრე ევროპულ ხელისუფლება არწმუნებდა Apple-ს,  გადასულიყო მიკრო-USB დამტენი პორტის გამოყენებაზე და თუ კომპანია მათ დაჰყვებოდა, ახლა არ ექნებოდა არ საფირმო Lightning ინტერფეისი, და არც USB-C. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ამათ მართლა თუ აიძულებ რამეს, თორე ისე ვერ ხვდებიან ცვლილებეი კარგი რომ არის, ჯერ მარტო უკან დაბრუნების ჟესტი ვერ დაუმატებიათ, ზედა კუთხეში ისევ ისრით გადადიხარ წინა გვერდზე, და ამ ხალხს რომ ეკომფორტულება მაგასაც ვერ ვიგებ, მენიუზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ყველაფერი ეკრანზეა გამოყრილი.

ყველაზე სასაცილო რაც არის სანამ ოლვიზ ონს დაამატებდნენ, არცერთ აიფონის მომხმარებელს არ მოწონდო ეს ფუნქცია, ეხლა მაგის გარეშე ვეღარ ძლებენ.

ხბოსავით მიყვება ეს ხალხი ამ ეფლის და მაგიტომ არიან ესე გაბლატავებულები.

Link to comment
Share on other sites

მეც ვერ დაუმუღამე აიფონს , ჯერ ძაან ძვირია და მეორეც უკან დაბრუნების ღილაკი არააქ 

ჩემ თანამშრომელს ქონდა 13 პრო  ნაყიდი  განვადებით  და სამსახურში ატარებდა მშენებლობაზე 

ისე აიფონ x  ი მესიმპატიურება მაგრამ მაინც არ მინდა ვერ გაუგე ვერაფერი აიფონს, მამაჩემმა იყიდა 6s ი ადრე და ეს უკან დაბრუნების ღილაკო რო არააქ ვერ დაუმუღამე რა 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.