Magdalena Posted October 28, 2022 Share Posted October 28, 2022 კომპანია NVIDIA-მ, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცნობილია მოწინავე გრაფიკული ბარათებით, წარადგინა პატენტი ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ეკრანებსა და ჰედსეტებში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: Hammer & Tusk/unsplash.com აღწერილობის მიხედვით ტექნოლოგიაში მოიაზრება თავზე განთავსებული ჰედსეტი და განკუთვნილია ვირტუალური რეალობისთვის. განაცხადში მოცემულია ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპის განმარტება, რომელიც პოტენციურად შესაფერისია ბაზარზე ერთ-ერთ პირველ ჰოლოგრაფიულ VR ეკრანზე გამოყენებისთვის. ვიდეო ბარათების წარმოების პარალელურად NVIDIA სხვადასხვა სფეროში მუშაობს, მათ შორის ქმნის როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას. 90-იან წლებში კომპანიამ სახელი გაითქვა სწორედ ვიდეო ბარათებით, თუმცა დღეს იგი მუშაობს სხვადასხვა ნახევრადგამტარ გადაწყვეტილებაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სამომხმარებლო მოწყობილობაზე. გეიმინგ სფეროში GeForce სერიის ვიდეო დაფების პარალელურად კომპანიას შემოთავაზებული აქვს კონსოლი Shield, ასევე გააჩნია საკუთარი სტრიმინგ გეიმინგ პლატფორმა GeForce Now. NVIDIA-ს საპატენტო განაცხადში გამოგონება აღწერილია, როგორც „ვირტუალური რეალობის ჰოლოგრაფიული დისპლეი“ (Holographic Virtual Reality Display). მოკლე აღწერაში მითითებული არ არის, რომ დისპლეი შემუშავებულია კონკრეტულად ჰედსეტებში გამოყენებისთვის, უფრო დეტალურ ვარიანტში კი საუბარი ეხება სწორედ ვირტუალური რეალობის ჰედსეტებში გამოყენებას. დასაშვებია ვარაუდი, რომ საუბარია Meta Quest-ის მსგავს მოწყობილობაზე. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს არ გახლავთ პირველი ჰოლოგრაფიული დისპლეი ბაზარზე. მაგალითად, პროექტი Microsoft HoloLens წლებია მუშაობს მსგავსი მოწყობილობით. თუმცა HoloLens-ის შემთხვევაში საუბარია შერეული რეალობის მოდელებზე. როგორც ჩანს, NVIDIA არ აპირებს Microsoft-ის პროდუქტის გამეორებას, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი და შერეული რეალობის მოწყობილობებშიც. ტექნოლოგიის პოტენციურ მომხმარებლებს შორის მითითებულნი არიან გეიმერებიც - მოწყობილობის მართვა უნდა განხორციელდეს გეიმინგ კონტროლერების მეშვეობით, სიგნალის წყაროდ კი კონსოლებია მითითებული. მოკლედ, არაფერია მოხსენიებული კონკრეტულ პროდუქტებზე, რომლებშიც შესაძლებელია ამ ტექნოლოგიის გამოყენება. როგორც პატენტების სფეროში ხშირად ხდება, განაცხადის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ NVIDIA აუცილებლად განავითარებს პროდუქტის ხაზს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით. არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას განზრახული აქვს უბრალოდ გააძლიეროს პოზიციები ვირტუალური რეალობის გეიმინგ ბაზარზე, რადგან ეს სფერო სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუმცა, განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია უკვე მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც შეიძლება მრავალი ახალი ტიპის მოწყობილობას დაედოს საფუძვლად. https://tinyurl.com/3u4ujb7r Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.