Jump to content

SpaceX-მა წარადგინა Starlink Aviation - თანამგზავრული ინტერნეტი თვითმფრინავებისთვის 350 მბ/წმ-მდე სიჩქარით


Recommended Posts

ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა გამოაცხადა მალე ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ, რომლის სახელწოდებაა Starlink Aviation. ამ შეთავაზების ფარგლებში Starlink-ის საავიაციო ტერმინალებით აღჭურვილი თვითმფრინავების მგზავრებს შეეძლებათ 350 მბ/წმ-მდე სიჩქარის ინტერნეტთან დაკავშირება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

თუ Starlink Aviation სერვისი ნამდვილად უზრუნველყოფს ინტერნეტ-კავშირს მითითებული სიჩქარით, მაშინ ეს საკმარისზე მეტი იქნება ვიდეოზარებისთვის, ონლაინ თამაშების და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ინტერნეტთან კავშირს საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი ჩვეულებრივ სიჩქარეებთან შედარებით, რომლებსაც ავიაკომპანიების უმეტესობა გთავაზობ. OneZero-ს თანახმად უმეტეს შემთხვევაში თვითმფრინავები იყენებენ ჰაერ-სახმელეთო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელთან დაკავშირებას 10 მბ/წმ-მდე სიჩქარით და მუშაობენ მხოლოდ ხმელეთზე და არა ზღვაზე ფრენისას. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება თანამგზავრული სისტემები, რომლებიც გვთავაზობენ ინტერნეტ-კავშირებს 30 მბ/წმ-დან 100 მბ/წმ-მდე სიჩქარით. კავშირის სიჩქარეზე ასევე გავლენას ახდენს მგზავრების რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ინტერნეტს. 

ახალი სერვისის აღწერაში SpaceX-ის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება ასაფრენ ბილიკზე გასვლის, აფრენის, ხმელეთსა და წყალზე ფრენისას და მხოლოდ 20 მილიწამის დაგვიანებით დაშვებისას. „Starlink Aviation-ს ექნება გლობალური დაფარვა. ვინაიდან თანამგზავრები დედამიწის დაბალ ორბიტაზეა, ყოველთვის იქნება თანამგზავრები პირდაპირ მათ თავზე ან  მახლობლად, რის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ძლიერ სიგნალი მაღალ განედებსა და პოლარულ რეგიონებში - რაც განასხვავებს მათ გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრებისგან“, - ნათქვამია SpaceX-ის შეტყობინებაში. 

სერვისი Starlink Aviation ფუნქციონირებას 2023 წლიდან დაიწყებს. აღინიშნება, რომ ბოლო სატესტო ფრენის ფარგლებში Starlink-ის საავიაციო ტერმინალმა თვითმფრინავის ფრენის დროს უზრუნველყო ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე 100 მბ/წმ. 

ერთი თვითმფრინავის ინტერნეტთან დასაკავშირებელი აღჭურვილობის ნაკრები (ტერმინალი და Wi-Fi-ს ორი წვდომის წერტილი) ღირს 150 ათასი აშშ დოლარი. სააბონენტო გადასახადი მერყეობს 12500-დან 25000 აშშ დოლარამდე თვეში. ნაკრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია SpaceX-ის ვებ-გვერდზე 5000 აშშ დოლარად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.