Jump to content

Recommended Posts

Sandy Bridge-ის პროცესორების ლოგიკის ნაკრების მცირეოდენი ხარვეზი შეეხო მობილურ პლატფორმებსაც, ამიტომ ნოუთბუქის მწარმოებლებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს თავიანთი პროდუქტების ბაზარზე გატანა, გადაწყვიტეს მცირე ხნით შეჩერებულიყვნენ. MSI-ის ასორტიმენტშიც მოიძებნება ასეთი ნაწარმები და როდესაც უკვე ეს პრობლემები მოგვარდა, კომპანიამ საკუთარ პრეს-რელიზში გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ინფორმაცია 'განმეორებითი ანონსის' შესახებ.

მოდელი GT608R რელიზისათვის მზად იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაგრამ მაღაზიების პრაის-ლისტებში ის მხოლოდ ახლა გაჩნდება. ნოუთბუქი აღჭურვილია 2 გჰზ-ის მქონე, ოთხბირთვიანი პროცესორ Intel Core i7-2630QM-ით, ხოლო Turbo Boost რეჟიმში, ამ მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელია 2.9 გჰზ-მდე. გარდა ამისა, მას ასევე გააჩნია 8 გბ DDR3 მეხსიერება - DDR-ის ეფექტური სიხშირით 1066 მჰზ-ითა და ვიდეობარათ NVIDIA GeForce GTX 460M-ით. მოწყობილობა შესრულებულია 15,6 ფორმ-ფაქტორში და იყენებს თხევად-კრისტალურ მატრიცას 1920 х 1080 გაფართოებით.

ნაწარმს ამშვენებს ორი ცალი 500 გბ-იანი მყარი დისკი, რაც ამ ზომის ნოუთბუქისათვის უჩვეულოა, ასევე THX-ის წარმოების აუდიოსისტემა და USB 3.0 ინტერფეისი. უკაბელო კავშირის თანამედროვე ფორმატები წარმოდგენილია Wi-Fi მოდულით, რომელსაც გააჩნია 802.11 a/b/g/n და Bluetooth-ის მხარდაჭერა. MSI GT608R-ის რეკომენდირებული ღირებულება იქნება 1649$, ხოლო დამატებითი ინფორმაცია კი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის ვებ-გვერდზე.

f839f6349fe9.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აუფ რა მხეცია :D

ფასიც შესაბამისი აქვს მაგრამ მე პირადა ეს Alie Ware ს და მსგავს ჯარტებს მირჩევნია ბევრად :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

აუ რა ვიდუხაა ნახე ტო 3925.gif

Link to comment
Share on other sites

რომ გქონდეს ეს ეგრე არ იტყოდი :P

:vikingi:

ჩემით არ ვიყიდი,

და თუ მაჩუქებდა ვინმე გავყიდიდი :spiteful:

Edited by საბა
Link to comment
Share on other sites

ჩემით არ ვიყიდი,

და თუ მაჩუქებდა ვინმე გავყიდიდი :spiteful:

თუ ფული მექნებოდა მაგდენი მე ვიყიდიდი :P

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.