Jump to content

Tesla-ს აქციების ფასი ნოემბრის რეკორდულ დონესთან შედარებით 50%-ით შემცირდა დაგროვილი პრობლემების გამო


Recommended Posts

ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა გასული წლის ნოემბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით გაგრძელებული ინფლაციისა და საფონდო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების აქტიური გაყიდვის გამო, რაც გამოწვეულია ფასის სამომავლო შემცირების შიშით. მის შედეგად განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა განვითარებადი და ტექნოლოგიური კომპანიები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

გასულ პარასკევს ვაჭრობის დახურვისას კომპანიის აქციების ფასი 7.6%-ით დაეცა 204.99 აშშ დოლარამდე ერთ ერთეულზე, რის შედეგადაც მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა 642 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გასული წლის ნოემბრის Tesla-ს აქციების რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ნახევარია. 

Tesla-ს აქციების ღირებულების კლება ხდება საფონდო ბირჟების კოლაფსის ფონზე, რაც გამოწვეულია ინვესტორების შიშით ეკონომიკური ვარდნის გაუარესების შესახებ, რასაც თან ახლავს ინფლაციის ზრდა და მარეგულირებლების მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემოღება. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მაღალი შეფასების მქონე სარისკო ზრდის აქციები. 

კომპანიის აქციების ფასის კლებას ასევე ხელი შეუწყო დაგროვილმა პრობლემებმა. კერძოდ, Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდება მესამე კვარტალში ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაზარალდა. აგრეთვე, როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, კომპანიის ელექტრომობილების ფასების ზრდამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოთხოვნაზე. Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოება შეფერხებულია Covid-19-თან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო. გარდა ამისა, ყველა ავტომწარმოებლის მსგავსად, Tesla-საც შეექმნა კომპონენტების დეფიციტისა და ნედლეულზე ფასების ზრდის პრობლემები. 

როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს პრობლემები აქვს Twitter Inc-ის შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ეს საკითხიც აისახა კომპანიის აქციებზე ინვესტორების შეშფოთების გამო, რომ მასკი ძალიან არის გახლეჩილი რამდენიმე რთულ კომპანიას შორის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.