Magdalena Posted October 14, 2022 Share Posted October 14, 2022 ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Ehtereum-ის მიწოდება 0.13%-ით შემცირდა. ქსელში დეფლაცია პირველად დაფიქსირდა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ. ემისია უარყოფითი გახდა XEN Crypto-ს ამოქმედების ფონზე. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში პროექტმა დაწვა 3.780.7 ETH (~ 4.8 მლნ აშშ დოლარი). ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი სამჯერ უსწრებს Uniswap v3-ს (1250.9 ETH). წყარო: ultrasound.money მომხმარებლებმა მიუთითეს პირამიდული სქემის ნიშნების არსებობაზე პროექტში, რომლის კაპიტალიზაცია არ აღემატება 0.5 მლნ აშშ დოლარს. „პონცის ახალი სქემით შესაძლებელია ტოკენის უფასოდ გამოშვება. მომხმარებლები ამას აკეთებენ გაზის ფასის გაზრდით. ჩემთვის სულერთია, რა პროექტია, თუმცა მან გამოიწვია Ethereum-ის დეფლაცია. ამჟამად, როდესაც გადავლახეთ 15.3 gwei ბარიერი, სახეზეა მიწოდების შემცირება“, - განაცხადა EthHub-ის თანადამფუძნებელმა ენტონი სასანომ. Ethereum-ის ქსელში საშუალო საკომისიო 24 gwei-მდე გაიზარდა. წყარო: Etherscan The Merge-ის შემდეგ ემისიის ტემპები 90%-ით შემცირდა მაინერების ჯილდოსთან შედარებით ვალიდატორების ჯილდოს შემცირების გამო ალგორითმ Proof-of-Work-ის ფარგლებში. https://tinyurl.com/yethbb95 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.