Magdalena Posted September 30, 2022 Share Posted September 30, 2022 კომპანია AMD-მ წარადგინა ჩასაშენებელი სისტემებისთვის განკუთვნილი Ryzen Embedded V3000 პროცესორები Zen 3-ის ბაზაზე. V1000 სერიასთან შედარებით ახალ პროცესორებს აქვთ მეტი რაოდენობის ბირთვი, უფრო მაღალი წარმადობა, DRAM მეხსიერების მონაცემთა გადაცემის გაზრდილი სიჩქარე, აგრეთვე გაუმჯობესებული input/output შესაძლებლობები. ფოტოს წყარო: AMD Ryzen V სერიის პროცესორების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში - კორპორატიული და მონაცემთა შესანახი ქლაუდ სისტემებისთვის, ქსელის მარშრუტიზატორებისთვის, კომუტაციისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების დაცვისთვის. მათი მაღალი წარმადობა და დაბალი ენერგომოხმარება შესაფერისია ყველაზე მომთხოვნი სამუშაო გარემოსა და 24/7-ზე რეჟიმში სამუშაო დატვირთვის. „ჩვენ შევქმენით AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები დამკვეთებისთვის, რომლებიც ეძებენ ფართო სპექტრის ამოცანებში ბალანსს მაღალ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას შორის კომპაქტურ BGA კორპუსში“ - განაცხადა Rajneesh Gaur-მა, კომპანია AMD-ის ქვეგანყოფილება Embedded Solutions Group-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა. – „V3000 სერიის პროცესორები გვთავაზობენ ფუნქციების ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია კორპორატიული და ქლაუდ შენახვის სისტემებსა და ქსელის მოწყობილობებში პროდუქტიული მუშაობისთვის." AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორები ხელმისაწვდომია ოთხ-, ექვს- და რვაბირთვიან კონფიგურაციებში, დაბალი ენერგომოხმარებითა და TDP-ის დონით 10-დან 54 ვატამდე. აახალი პროცესორების დამატებითი უპირატესობებია: ოპერაციულ სისტემა Linux-ის მხარდაჭერა Ubuntu და Yocto დრაივერებით, რომლებიც შემუშავების სტადიაშია; დაგეგმვადი სასიცოცხლო ციკლი და პროდუქტების მხარდაჭერა 10 წლის განმავლობაში; ტექნოლოგია AMD Memory Guard, რომელიც განკუთვნილია მეხსიერებაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვისთვის და AMD Platform Secure Boot ტექნოლოგია თანამედროვე მუდმივი საფრთხეებისგან (APT) დაცვისთვის ფოტოს წყარო: AMD „მონაცემთა შენახვის ბაზრისა და ქსელის ტექნოლოგიებისთვის საჭიროა x86-თავსებადი პროცესორები, რომლებიც ოპტიმიზებულია მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ქსელის ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებებზე. მონაცემთა შენახვისა და ქსელებისთვის განკუთვნილი პროცესორები დაბალანსებული უნდა იყოს წარმადობისა და სითბოს გამოყოფის მხრივ თაროებზე გამოსაყენებლად, შეზღუდული სივრცის პირობებში“ - აღნიშნა IDC-ის გამოთვლითი ნახევრადგამტარი პროდუქტების სფეროს კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა Shane Rau-მ. – „ახალი AMD Ryzen Embedded V3000 პროცესორების სერია საშუალებას აძლევს სისტემის დიზაინერებს ისარგებლონ ერთი დაფის დიზაინით და BGA შეფუთვით, რათა შექმნან უფრო მრავალმხრივი და მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაამარტივებს სისტემის ინტეგრაციას." https://tinyurl.com/4v6a6hv7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.