Magdalena Posted September 28, 2022 Share Posted September 28, 2022 ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა დაადასტურა არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გაყიდვა App Store აპლიკაციებში. კომპანია მათგან იღებს სტანდარტულ საკომისიოს 30%-ის ოდენობით, წერს The Information. კრიპტოსაზოგადოებამ გააკრიტიკა ტექნოლოგიური გიგანტის მაღალი მოსაკრებელი, რადგან წამყვანი მარკეტფლეისები შუამავლობისთვის 5%-მდე იღებენ. „ახლა Apple კლავს ყველა NFT აპლიკაციას, რომლის დაბეგვრაც არ შეუძლია, ანადგურებს კიდევ ერთ ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს გადასახდო სერვისში ინტეგრირებულ მის გროტესკულად გაბერილ საკომისიოს. Apple უნდა შეჩერდეს“, - წერს Epic Games-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ სუინი. ტექნიკურმა ბლოგერმა ფლორიან მიულერმა Apple-ის საკომისიოს უწოდა "შეურაცხმყოფელი, მაგრამ თანმიმდევრული". მობილური თამაშების შემქმნელ Limit Break-ის ხელმძღვანელმა გაბრიელ ლეიდონმა მხარი დაუჭირა ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილებას და მასში ახალი შესაძლებლობები დაინახა. ”ყველა კონცენტრირებულია იმაზე, რომ Apple-ს სურს ყოველი ტრანზაქციიდან 30%, ვერ აცნობიერებენ, რომ ამან შეიძლება განაპირობოს ETH საფულის განთავსება ყველა მობილურ თამაშში, რომელთა საერთო აუდიტორია მილიარდზე მეტი ადამიანია,” - განმარტა მან. Mojang Studios-მა, Minecraft-ის შემქმნელმა სტუდიამ, ადრე განაცხადა, რომ იგი "არ უჭერს მხარს და არ დაუშვებს" NFT-ის თამაშში ინტეგრაციას. მეტასამყაროზე ორიენტირებულმა კომპანია MyMetaverse-მა დაამატა არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები საკუთარი პროექტის სერვერზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Solana-ს ბლოკჩეინზე გამოშვებული NFT-ების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და 300 000-ს გადააჭარბა. https://tinyurl.com/5mn7tm2e Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.