Jump to content

MSI-მ წარადგინა GeForce RTX 4090 და RTX 4080 ვერსიებში - Suprim, Suprim Liquid, Gaming Trio და Ventus


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებლები GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვერსიებად - Suprim, Suprim Liquid, Gaming Trio და Ventus. ყველა დაფას აქვს გაგრილების ძალიან დიდი სისტემები. ერთ-ერთი მოდელი გვთავაზობს თხევადი გაგრილების სისტემას ტექნიკური მომსახურების გარეშე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

კომპანია მიუთითებს, რომ Suprim სერიის ვიდეო ბარათებში გამოყენებულია ყველაზე მოწინავე ჰაერით გაგრილების სისტემა, რისი შემოთავაზებაც ამჟამად შეუძლია კომპანიას. მის შემადგენლობაში მოცემულია ახალი ქულერები Torx Fan 5.0 და უზარმაზარი რადიატორი ამაორთქლებელი კამერებით, რომელაც ათამდე სითბური მილი აქვთ. ვიდეო დაფებს აქვს ორმაგი BIOS-ის მხარდაჭერა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. 

image.jpeg 

Suprim ვერსიის GeForce RTX 4090 დაფის სისქეა 78 მმ, რაც სისტემურ ბლოკში გაფართოების თითქმის ოთხ სლოტს შეესაბამება. ვიდეო დაფის სიგრძეა 336 მმ, წონა - თითქმის 2.5 კგ. ამავე ვერსიის GeForce RTX 4080 16 და 12 გბ ვიდეო დაფების ზომაა 3.75 და 3.5 სლოტი, შესაბამისად. დაფების სიგრძე კი 337 მილიმეტრია. 

image.jpeg 

Suprim Liquid სერიაში წარმოდგენილია მხოლოდ ფლაგმანური მოდელი GeForce RTX 4090. დაფა აღჭურვილია თხევადი გაგრილების სისტემით 240 მმ ზომის გარე რადიატორით. თხევადი გაგრილების დახურულ კონტურს აქვს ორი 120-მილიმეტრიანი ქულერები MSI Silent Gale P12. ვიდეო დაფების კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს ქულერი Torx Fan 5.0. ვიდეო დაფის წონაა 2.3 კგ, სიგრძე - 280 მმ, სისქე - 43 მმ. რადიატორი ზომებია 274 × 121 × 55 მმ. 

image.jpeg 

Gaming Trio სერიის GeForce RTX 4090 და RTX 4080 მოდელებაქვთ გაგრილების განახლებული სისტემა Tri Frozr 3 ბარიერული რგოლის მქონე ქულერებით Torx Fan 5.0. რადიატორებს სპილენძის ფუძე აქვს. ვიდეო დაფების კონსტრუქცია გამაგრებულია ლითონის ფირფიტით. ვიდეო ბარათებში მხარდაჭერილია ორმაგი BIOS უხმაურო და გეიმინგ რეჟიმებით. ამ სერიის უფროსი მოდელი 3.75-სლოტიანია, GeForce RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვერსიები კი - 3.25- და 3-სლოტიანი, შესაბამისად. 

image.jpeg 

შედარებით მოკრძალებული სერია Ventus წარმოდგენილია მხოლოდ ორი მოდელით - GeForce RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ. პირველი მათგანი სამსლოტიანია, მეორე - 2.5-იანი. ორივე დაფას აქვს სამი Torx Fan 4.0 ქულერის მქონე გაგრილების სისტემა. ამაჩქარებლის კონსტრუქცია გამყარებულია ლითონის ფირფიტით. ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც არ სურს დამატებითი თანხის გადახდა დამატებით მახასიათებლებში, მაგალითად, RGB-განათებაში. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.