Jump to content

NVIDIA GeForce RTX 40XX Series - ზოგადი თემა


Recommended Posts

მე ავიღებდი ეხლა რომ ვიღებდე ახალ კარტას, მაგრამ არ მაქვს ამ ეტაპზე საჭირო თანხა, RT პონტში ყველაზე იაფიანი ეგაა ახლოს რომელიცაა მძიმე პრესეტებზე 60ფპს მაინც 2K, მითუმეტეს ჯერ არც ვთამაშობ და მაქვს 1080Ti თუ რამეა მაგას გავაძრობ პირველ რიგში, ისე კი არა RT 4070 საკმარისი იქნება ან დაჟე 4060 (Ti) ნუ ასე 80ფპს მაინც რომ დადოს RT გარეშე 2k, ანუ ადამიანურათ ეგენიც გათამაშებს დიდი ზაპასების გარეშე, დაჟე 4060 ალბათ ახლოს იქნება წარმადობით მინიმუმ 3080 12გბ მოდელთან, ეგ კი კარგათ გაზავს საკმაოთ rt გარეშე 2k, მე გიგაბაიტებს არ ვუყურებ დიდათ, მარტო საერთო პერფორმას ვაკვირდები და არა vram მოცულობა რამდენი აქვს + ეგ უფრო მაღალი გამტარობითაა მაინც და ზოგან კარგი ეფექტი აქვს სადაც vram გამტარობას აქვს მნიშვნელობა, არც ისე ცოტა vram წუწუნი რომ დაგაწყებინოს ან აღარ ეყოს + ონლაინს მე მაინც არ ვთამაშობ, ზოგან გამიგია ძალზე ბევრი vram უნდა დიდხანს რომ უბერავ ონლაინში

Link to comment
Share on other sites

ისე ეგ pny თუ ვარგა, ქონია ვინმეს შეხება, იმენა გაგრილებაა საინტერესო, სბორკის ხარისხი შეიძლება არც ისე ცუდი ქონდეს, ანუ ხელში ადვილათ არ უნდა შეგაკვდეს, მაგრამ კულერი ქონდეს შეიძლება სუსტი სტანდარტული გიგაბაიტების არ იყოს, ნუ ვენტუსიც უფრო ბიუჯეტურებში გადის, თუმცა ჩიპს კი გაგიგრილებს ეგეთიც, vram არ ვიცი, იდეაში მაგაზე უნდა ქონდეს ვსტროენი სენსორი რომ დატესტო რამდენზე ხურდება ზუსტათ, ნუ ბევრი მაინც gddr6x თერმობალიშებს უცვლის, მაგრამ ეგ ვინც კარგათ ერკვევა კარტებში და შეუძლია ადვილათ ახლის დაყენება ბევრი ჩალიჩის გარეშე, თან არც ვიცი რამდენათ აქტუალურია თერმობალიშების გამოცვლა მაგ gddr6x მოდელიან კარტებზე მარტო თუ თამაშობ, მაქს შეიძლება დამატებითი ფანი დაუბერო კარტას გვერდიდან და ეგაა + vram სტოკ სიხშირეზე დატოვო, რახან ისედაც ძალზე მაღალ გამტარობაზეა vs gdd6, რაც ზრდის კიდე უფრო ტემპებს ნაგრუზკაზე, თვალი გადავავლე ეხლა ერთ-ერთ guru3d-ის აბზორს, RT რისი თავი აქვს დამაინტერესა ზუსტათ, მოკლეთ კიბერპანკში 2K ქონია კარგი მშვენიერი 65ფპს ლოლ, არ მოველოდი ნამდვილათ, რა გინდა მანდ თუ ეგრე უბერავს, ფაქტიურათ ლუბოი თამაშს გაქაჩავს ეგ კარტა 2K რეი ტრეისინგით, ბლენდერშიც თუ გჭირდება არც კი უნდა შეადარო ეგ 7900XT, იქ რაღაც ვერაა კარგ ფორმაში რასაც ვუყურებ ამდ კარტები, ჩამორჩენა ძალზე დიდი აქვს %, ნუ თუნდაც 7900XT სადღაც 41ფპს დებს კიბერპანკში RT, 7900XTX 55, 3090Ti კიდე 61, კიდე 2-3ფპს მოგიმატებს ტოპოვი ვერსია ალბათ, ანუ ვერც ეგ ჯობია მაგ ახალს თუმცა VRAM ორჯერ მეტი აქვს, ზატო კეში არა აქვს საერთოდ და 8 ნანომეტრიან ტეხპროცესზეა ეგ ძველი, ახალზე უკვე 4 ნანომეტრიანი TSMC ტეხპროცესია სულ ახალი, ამდ-ზე მგონი 5 ნანოზეა სხვა ჩიპს იყენებენ ეგენი TSMC-ის, ანუ კარტა საკმაოთ ძლიერია მიუხედავათ იმისა რომ ორჯერ ნაკლები VRAM-აქვს 3090Ti და გაცილებით ნაკლებ ვატებზე მუშაობს ნაგრუზკაზე თამასში და არა მარტო, ანუ ის წინა ფლაგმანის ექსტრიმალური ვარიანტია, ამ ახალზე კიდე საკმაო ზაპასი აქვს TDP და ორჯერ ნაკლები VRAM რომელიც იდეაში უფრო ნაკლებ ტემპებზე იმუშავებს ნაგრუზკაზე თუმცა მე არ მინახია რა ტემპები აქვს ამ ახალზე ზუსტათ VRAM-ზე, მე როგორც ვიცი კიდე უფრო გაიზარდაო VRAM გამტარობა, ეგეც GDDR6X როგორც 3000 მოდელებზე, მაგრამ უფრო ახალ რევიზიაზე არისო გაზრდილი გამტარობით, მაგრამ ტემპების ამბავი არ ვიცი კიდე უფრო ცხელებია თუ რამე გაუმჯობესდა მაგ მხრივ სიტუაცია , ან შეიძლება უკეთესი თერმობალიშები დაუყენეს 4000 სერიის არარეფერანსებზე, დასაზუსტებელია ეგ ამბავი, ისე მართლა თუ 1000$ დაეცა მოგვიანებით 4080 ფასი, ეგ ასიანში 700$ ჩამოვა ალბათ უკვე მალევე, 700$ კი 3090Ti როცა გამოვიდა მარტო საოცნებო გქონდა, ეხლაც კარგათ ძვირი ღირს ეგეთი მაინც, RT გაორმაგებული პერფორმანსიც კარგი ბონუსია, მანდ არ უჟმოტია ნვიდიას, ვერ იტყვი რომ სულს ღაფავს და ვერაფერს ითამაშებ მაგაზე, საკმარისი წარმადობა რჩება თუ მოგწონს ეგ ფიშკა, თუ არა და მაგის გარეშე მშვენიერი წარმადობა აქვს, თან კუდას თუ აქტიურათ იყენებ სხვადასხვა სოფტში ეგეც წევს კიდე უფრო მაგ კარტის ღირებულებას, ზოგადათ GDDR6X კარგი მატება აქვს გრაფიკულ აპებში VS GDDR6 შეფარდებაში, სადაც VRAM გამტარობას აქვს მნიშვნელობა ყველგან წინაა ეგეთი, რატომღაც მგონია მოგვიანებით 16გბ რეფრეშიც გამოვა მაგ კარტის, ნუ 4080 დონის ვერც ეგ იქნება მაგრამ მაინც

Link to comment
Share on other sites

რა მოწრუპული პსბა :gigi:

არაა, კი ვფიქრობდი მაგრამ ამას ისევ 7900xt მირჩევნია 2კზე. 12 გბ ძაან ცოტაა, მაგიტო დავიწყბე თავის დროზე 3080 12 გბ დდ

Link to comment
Share on other sites

ეს 4070 ტი ძაან მაგარი კარტა არის 2K-ზე, 3090 ტი-ს დონეა დაჟე ჯობს კიდეც ოდნავ, 4K-ზე კიდევ 3090 ti ჯობს ისიც მაღალი ბიტრეიტის გამო ერთადერტი და ორჯერ მეტი Vram-ს გამო, მაგრამ ვიდეო რენდერში სახეს აძრობს 4070 ti, რეალურად ამხელა წარმადობის მატება წინა თაობასტან მიმართებაში არასდროს მომხდარა რომ ახალი თაობის 70 მოდელი წინა თაობის 90-ს კი არადა 90 ti-ს დონეზე იდგეს, თან ენერგო მოხმარება აქვს ძალიან დაბალი ფლაგმანური წარმადობის კვალობაზე 800$-ად ნამდვილად მაგარი ოფერია, AMD-ე კდიევ ფაქტიურად წინ ვერ წავიდა, რა წელი ქონდათ ეს, 4090-ზე საუაბრიც არ არის 4080-ს ვერ ჯობია ბევრ მომენტში მაგათი 7900XTX ფლაგმანი და 4090-თან ახლოსაც ვერ დგას, მაგიტომაა ეს ენვიდია ამხელა ფასებს რომ ადებს ამ 40 სერიის კარტებს, ამხელა სხვაობა ყოფილიყოს წინა წლებში არ მახსენდება NVIDIA და AMD-ს ფლაგმანებს შორის, ეგ კი არა იყო დრო AMD-ს ფლაგმანები უგებდნენ Nvidia-ს ფლაგმანებს... მერე კდიე ამდენი დეფექტური ბარათი გამოვიდა, პლიუს პროცესორებს იმხელა ფასები დაადეს, ახლა ისე აქვთ დაკლებული ფასები, მაგრამ მაინც ვერ ყიდიან იმ რაოდენობით რამდენსაც intel ყიდის, ძაან შეცვალეს მაგათმა პოლიტიკა რაა ბოლო 1 წელიწადში და იმედია მოტრიალდებიან ცოტა დედამიწისკენ და მიწაზე დაეშვებიან... 

წარმადობაზე მეტად ფასები ეკბინებათ ყველას რაა და რეალური მიზეზიც აქვთ, xx70 კარტა 600$-650$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს, როგორი საინტერესოა 4050 რა წარმადობის იქნება, ალბათ საუკეთესო ეგ იქნება FHD-ზე 250$-ად 3060-3070ti-ს წარმადობა თუ ექნა მაგ კარტაზე ბრდღვნა დაიწყება ისეთი წარმოდგენაც არ მინდა რაა... 

Link to comment
Share on other sites

რასაც ვუყურებ შედარებებს, 7900xtx ჯობს 4080ს, რტ და მაიმუნობების გარეშე, თამაშებში რა თქმა უნდა.

4070ს კიდე 1200 ევრო დაადეს, შიგააქვთ მართლა აქ, ამ დედააფეთქებულებს

https://www.pccomponentes.com/zotac-gaming-geforce-rtx-4070ti-amp-extreme-airo-12gb-gddr6x

ამდ მიქარავს იმ ამბავში, ბოლოს რომ მიაეერს ხოლმე ნვიდიას, და ბოლოს რომ ახსენდებათ კარგი დრაივერები . რამდენიხანი გავიდა ახალი სერიის გამოსვლამდე და კიდე არ არის გასაყიდი, 4070 ჯერ არ გამოსულა და უკვე დევს. მაგარი შიგ აქვს ამ ამდსაც. 

Link to comment
Share on other sites

444.jpg

აი რამხელა სხვაობაა ენერგო მოხმარებაში ლოოლ, რეალური მიზეზი რატომ ჯობს 4K-ში 3090 ti და რატომ ჯობს 2K-ში და FHD-ში 4070 ti, ფურცელზეც კარგად ჩანს, მაგრამ რეალურად ამ კარტებს მაინც ყველა 2K-სთვის ყიდულობს 4K-ზე მაინც 4080-4090-ს აიღებს ყველა, ამიტომ ფასი წარმადობით მაინც დღევანდ ელ სიტუაციაში 4070 ti გამოდის ყველაზე კარგი ვარიანტი, მე მაინც 4050-ს მუღამი ამქვს რაა, 3050-მა ისეთი წარმადობა დადო ლოოლ შარშან, 4050-ს მაგარი იმედი ამქვს რომ ძაან მონსტრობა იქნება და თან ენერგო ეფექტური კარტა გამოვა სასწაული და პლიუს პატარა ზომის სისტემებშიც კარგად ჩაკუკლავდება...:დ

Link to comment
Share on other sites

მასეთი მაჩვენებლებით ეგეთი რეზულტატი მართლა დიდი მიღწევაა, ერთადერთი 800$ ცოტა მაინც ბევრია ეგეთში, დიდი ალბათობით 4060 600$, მეორე მხრივ ეგეც სადღაც 3080Ti დონის უნდა იყოს ან მინიმუმ 3080 12გბ, ვაბშე არაა ჩიპი ცხელი და ვატებსაც არ ჭამს პარავოზივით, რაც მთავარია უბერ RT პრესეტზეც 60ფპს-მდე დებს, ნუ რენდერისთვის რა თქმა უნდა ჯობია ორჯერ მეტი გადაიხადო და 4090 აიღო 24გბ VRAM, მაგრამ გეიმინგში 10-ან 9-ში დაღეჭავს კარგა ხანი ყველაფერს ეგეთიც, RT არ გაწყენინებს იგივე კიბერპანკში თუნდაც, RT კი არა და მაგის გარეშე უჭირს 1080Ti დაჟე 1080P, ეგ კი RT 2K მეტ ფპს დებს, ანუ არც მანდ უჟმოტიათ დიდათ, ალბათ ზუსტათ მაგ ექსტრა პერფორმანსის გამო ადევს 800$. თუმცა კიდე აქვს თავისი პლიუსები მაგ კარტას, ისე ნვიდიამაც 4გბ+ მოუმატა წინა სერიას თუ შევადარებთ და 7900XT, საკმარისია 12გბ მასეთი მაღალი გამტარობით, კარგ მინიმალურ ფპს დადებს და გლატკი გეიმპლეი ექნება, მთავარია არ ადუღდეს ლოლ VRAM მძიმე ნაგრუზკების დროს, ეგეთი ნახტომი კეშიც ხარჯზე აქვს მაგ სერიაზე, რაც აკლდა წინაზე მიამატეს და მაინც ძალზე მაღალ ფპს გაზავს ეგეთიც კი, იგივე იქნება 4060-ზე ოღონდ უკვე RT გარეშე, ანუ 2K ეგეც გათამაშებს

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G1ORG1 said:

რასაც ვუყურებ შედარებებს, 7900xtx ჯობს 4080ს, რტ და მაიმუნობების გარეშე, თამაშებში რა თქმა უნდა.

რანაირად ჯობს აგერ უყურე შედეგებს 2:50-დან გაყევი... 2K-ში 4080-ი უფრო მეტ წარმადობას დებს ვიდრე 7900XTX-ი, RT რეჟიმში არც არის საუბარი, მანდ სხვაობა იმხელაა სული ძვრება 7900-სს,  2K-ზე RT ეფექტებით 4080-ით ითამაშებ თამაშებს 60FPS-ით და მიკვირს რანაირად ვერ ხედავ სხვაობას RT ჩართულსა და გამორთულს შორის, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Cyberpunk 2077 ჩართულზე და გამორტულზე...:დდდ

 

Link to comment
Share on other sites

ნუ RT შემთხევაში 3080Ti ძლივს ჯობია 7900XTX 2K, როცა 4070Ti 3090Ti მშვენივრათ ეჭიდავება, ცოტათი თუ არ ჯობია კიდეც, ეგ მძიმე პრესეტებში სადაც მართლა უნდა ძალზე მოშნი გამოთვლები რომ არ დალიოს სული ფპს, ისე მარტო გეიმინგისთვის რომ იყოს ეგ კარტა გათვლილი მაგ შემთხვევაში კიდე შეიძლებოდა ფასზე წუწუნი, იმდენი რამე შეუძლია რომ არ შეეძლო მაგ ფიშკების გამო არ გაეზარდა ფასი ნვიდიას, არა მარტო RT სხვა რაღაცეებიც კარგ ფორმაში აქვს, გრაფიკისთვის ძალიან კარგია ეგ კარტები, 4090 აღარაფერს ვიძახი ეგ ზოგან ძალიან დიდზე ჯაბნის უკვე 7900XTX, თუმცა თითქოს ორივეზე 24გბ VRAM უყენია, თუ არ გჭირდება ეგ ყველაფერი მაშინ მშვენიერი ალტერნატივაა 7900XT-XTX RT გარეშე ოღონდ 2K, ითამაშება რაღაც იგრები RT, მაგრამ ყველაფერს ვერ ქაჩავს უკვე, ანუ ბევრი ნოა რატომაც ადევს ეგ ფასი და არა უფრო დაბალი 12გბ VRAM კარტას, ნვიდიამ უბრალოთ ისეთი ფასები დაადო ფლაგმანს რომ სხვა მოდელებზე ყველაზე პრეტენზია ექნებათ გეიმერებს, ალბათ დაჟე 4050 გააბანძებს ბევრი, როგორც 4060 600$ თუ დაადეს თუმცა 3080 12გბ კარტას აჯობა 3080Ti თუ არა ეგეთმაც კი, ან თუ მაგ დონის 4060tI იქნება შეიძლება ეგ დაჯდეს 600$ უკვე და 4060 500$ ეღიროს, რაც შეეხება საერთო წარმადობას მე სრულებით მაკმაყოფილებს ეგ 800$, RT იმაზე მეტი შეძლებია რასაც ვანგარიშობდი გამოსვლამდე, ძალზე ბევრი დენი დაჭირდებაო იგრებში და არც ეგ გამართლდა დიდათ, ჩიპიც საკმაოთ გრილი ჩანს და პარავოზივით არ ცხელდება ნაგრუზკაზე, ერთადერთ რეგრესს მაგ ახალ სერიაში მარტო ფასში ვხედავ, სხვა ისეთი არაფერიც არ ჭირს, თუმცა ბევრისთვის ეგ სტარტოვი ფასი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ისე ალბათ 4070 სადღაც 700$ უნდა დაჯდეს უკვე, ეგეც საკმაოთ მძლავრი იქნება, თუმცა rt უკვე გაუჭირდება 2k და ექნება ჩავარდნები ზოგ იგრებში, რაც უკვე 4070tI აღარ ეტყობა, ნუ ლოგიკურათ რომ ვიმსჯელოთ ფურცელზე 1400$ წინა ფლაგმანს თუ 800$ ახალი-მიდ ენდი არ ჩამორჩება ან ცოტათი მაინც ჯობია არც ეგეთი ცუდი კარტა ყოფილა ეგ ახალი

Link to comment
Share on other sites

მე მაინტერესებს ჩემ psu-ზე ეს 4070ti ვითომ ვერ იმუშავებს? 700 ვატი უწერია რეკომენდირებულში.. მართალია ჯერ სხვა საზრუნავები მაქვს და ვერ შევცვლი კარტას მაგრამ ამაზე დაბალი წარმადობის უკვე აღარ მენდომება სავარაუდოდ შეცვლის მომენტში

Link to comment
Share on other sites

მარტო მე მრჩება შთაბეჭდილება იმისა, რომ რეალურად ტექნოლოგიური წინსვლა 4070Ti-ზე იგრძნობა და 4090-ს თითქოს მეტ წილად კუდა ბირთვები მიაყარეს და მაგით გაზარდეს წარმადობაო? :givi: 

Link to comment
Share on other sites

ნუ 12გბ რომ დავხუჭოთ თვალი (თუმცა 3080Ti კი მაგდენი VRAM ეყენა და მაგაზე ძვირი ღირდა რომ გამოვიდა) მართლა ყველაზე დაბალანსებული კარტა ჩანს, ისიც გასათვალისწინებელია რომ ლიმიტი თუ აღარ დარჩა ჩართულ RT-ზე 2K, ბოლო იგრებში სულიც არ ძვრება და მაინც გათამაშებს, როცა უკვე 7900XTX უჭირს ზოგ თამაშებში 60ფპს-მდე ასვლა, შეიძლება ბევრს ეგ არაფერში ჭირდებოდეს, მაგრამ ვისაც ჭირდება აუცილებლათ გაითვალისწინებს მაგ სხვაობას, სხვა რა 900$ 6900XT მაგალითათ ასე კარგ ვერსიაზე და გარკვეული კორის რაზგონით 5-7ფპს საშვალოთ ჩამორჩება 2K-ში თანაფარდობა რომც არ იყოს, ანუ კრიტიკული ეგ არაა, ზატო RT თუ გინდა მაგაზე 63ფპს სიტყვაზე იგივე კიბერპანკში (მანდ საშვალოზე სერიოზული პრესეტია რეი ტრეისინგის მაქსიმალურ ნასტროიკებზე როცა აყენებ) და 7900XT 43fps მარტო, ეგ არაა პატარა სხვაობა, ანუ ერთზე ითამაშება 2K RT, მეორეზე არა, თან მაგ ყველაფერზე 300+ ვატები ფაქტიურათ არსად არ ჭირდება იგრებში, თუმცა იგივე 3090TI 400 არტყამდა მგონი მომენტებში, VRAM ტემპებზე რა სიტუაციაა არ ვიცი მაგრამ საილენტ რეჟიმში 70 გრადუსია იგივე MSI საპრიმზე, უფრო ხმაურიანი ვარიანტები კი არტყამენ 60-62 გრადუსს, მაგრამ ხმაურიანი ეგ ტურმინა არა, უბრალოთ ხმა რომ იგრძნობა ეგ ვარიანტია, ანუ მიუხედავათ ეგეთი კარგი წარმადობის თვითონ 4 ნანომეტრიანი ჩიპი საკმაოთ გრილია და ძალზე ვებერთელა კარტაც არაა გიგანტური ზომის, ანუ უფრო დაბალანსებულია მაგ მხრივ, დენის მოხმარება სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი, 700 ვატიანი კარგი კვება ალბათ ეყოფოდა ექსტრა პროცესორი-ვიდეოკარტის რაზგონის  გარეშე, მაგრამ კარგი, 850 ზაპასით ეყოფა უკვე ეგეთს, რამე საშვალო დონის გოლდი მაინც, SuperFlower 650w რაც გიწერია პროფილში ალბათ ამუშავებს, მაგრამ ზაპასი უფრო ცოტა დარჩება, იდეაში უნდა ეყოს, როგორც ჩანს სპაიკები აქვს ზოგან და 700 ვატი მაგიტომაც მიაწერეს, აი აქაა რა ვატებს ჭამს ეგ კარტა სხვადასხვა სიტუაციებში საშვალოთ დამატებითი ჩხუკუნის გარეშე ეგ ანდერვოლტი იქნება თუ კორის აწევა თუნდაც:

index.php?ct=articles&action=file&id=849

 

 

power-consumption.png

პრინციპში კარგ სისტემაზე 650 ვატიანი ეგ კვება უნდა ეყოს ზაპასით თუ არა ნორმალურათ მაინც, იგრებში თუ არ ცდება 300 ვატს არაფერია სანერვიულო მემგონი, ასე 100 ვატი რჩება ზაპასში, თუმცა ეგ ცოტათ ითვლება კვებისთვის უკვე თუ ხშირათ იმუშავებს იგივე 580 ვატზე მაინც თუნდაც პიკზე, მე ვიანგარიშე როცა პროცესორის საშვალო მოხმარება 200 ვატია მაქსიმუმ, ანუ ზაპასი აღარ დარჩეს მომენტებში შეიძლება, მაგიტომ სასურველია 750 ვატიანი ეგეთზე, დაჟე 850 ვატიანს ავიღებდი მე, თუ იმ ახალი შნურით იქნება კვება ვაბშე იდეალური იქნებოდა მაშინ, ხო მაგ კარტას აქვს უკვე ვიდეოს AVC1 დეკოდინგ-ენკოდინგი, ბევრს შეიძლება დაჭირდეს უტუბი იქნება თუ არა მარტო ეგ ფიშკა, კარგი რამეა ვიდეო ედიტირებისთვის მე რასაც ვუყურებ

AV1 Encoding and Optical Flow: Video Performance Boosts and Higher Fidelity on the NVIDIA Ada Architecture https://developer.nvidia.com/blog/av1-encoding-and-fruc-video-performance-boosts-and-higher-fidelity-on-the-nvidia-ada-architecture/ და ეგეთი ფიშკები ბევრია კიდე ვიდეოსთან დაკავშირებული ბრაუზინგი იქნება თუ სხვა ტიპის ვიდეოების დამუშავება, ისე ბლენდერში რამხელა ჩამორჩენა აქვს მაინც ამდ კარტებზე, საერთოდ არ ვარგებულა მაგისთვის ამდ ბოლო სერია, აი სხვაობა:

index.php?ct=articles&action=file&id=849

კუდა ხერხავს ვარიანტი ჩანს, ანუ openCL კვდება მაგ ბლენდერში კუდას თუ შევადარებთ, აქაც ჩამორჩება მაგრამ ისე ძალიან აღარ:

index.php?ct=articles&action=file&id=849

ესეც VRAY ბენჩმარკი:

index.php?ct=articles&action=file&id=849

ანუ 3090Ti მძლავრია და ბევრ რაღაცაში კეშინგის ხარჯზე არა აქვს მატება, მაგ სინთეთიკურ ბენჩმარკებში სხვა რაღაცის ხარჯზე აქვს გაუმჯობესება და არა კეშინგის, რომელიც უფრო თამაშებში უმატებს ფპს, ნუ ვინც აიღო 1 წლის უკან 3090Ti 1400$ ან უფრო ძვირათ მაგარ გატეხილში იქნება, რახან 850$ მშვენიერი კარტა ეძრობა განახევრებული VRAM რომელიც მაგ კარტას ბევრგან ჯობია კიდეც ცოტათი, მესმის ძალიან დიდი დრო რომ გასულიყოს, მაგრამ სულ ცოტა დრო გავიდა 3090Ti გამოსვლის შემდეგ, მაგიტომაც ვაბანძებდი მე მაგ კარტას, ვიცოდი რომ რაღაც ეგეთი მოხდებოდა შემდეგი სერიის გამოსვლის შემდეგ, თუმცა ეგრე თუ გაზრდიდენ წარმადობას არ მეგონა, მაგრამ სამწუხაროთ ფასებიც კარგათ გაზარდეს, თუმცა დეფიციტის პრობლემა ნელ-ნელა მცირდება უკვე, მანდ საინტერესოა კიდე ჩიპების შედარება, აშკარა სხვაობაა ჩიპებში, 3090Ti უფრო ცხელ სამსუნგის 8 ნანომეტრიან ჩიპზეა (სადღაც ვითომ TSMC 10 ნანომეტრს უდრისო ეგეთი), ეგ ახალია უკვე უფრო თანამედროვე TSMC 4 ნანომეტრიან ჩიპზე, თვითონ GDDR6X გამტარობაც მგონი ცოტათი გაიზარდა, ნუ მაგ კარტაზე შეჩერდენ 21გბპს მაგრამ შეუძლია 22გბპს რაზგონიც რამის ჩასტოტის აწევით, მე არ ვიზამდი მაგას რახან ისედაც სერიოზულათ ხურდება მაგის გარეშეც VRAM ნაგრუზკაზე, მაგალითათ 7900XTX ქონია  5 ნანომეტრიანი ჩიპი და 20გბპს მაქსიმალურათ დაპამპული 24გბ GDDR6 VRAM, მეორე მხრივ ეგ კარტა უფრო მეტ ვატებს მოიხმარს და უფრო დიდიცაა მაგ კარტაზე და ჯდება უკვე 1000$ თუ იშოვი მაგ ფასათ ეხლა, რეფერანსის ყიდვას არავის ვურჩევდი, VRAM პრობლემა აქვს (თუ დაარაზგონე პერფორმანსი ეცემაო გადახურების გამო) და გაგრილების პრობლემაც ქონია კიდე, სხვაგან რა ხდება არ ვიცი იკვლევენ ეხლა, მგონი არარეფერანსზე არ ატრაკებს დიდათ, ისე მაგ ახალი კარტის რეიტრეისინგის წარმადობას ავღნიშნავდი სინთეთიკურ ბენჩმარკში:

ჰიბრიდული სქემით 3090Ti ოდნავ წინაა:

index.php?ct=articles&action=file&id=849

მაგრამ როგორც კი პოლნი RT რეჟიმი ირთვება ეგრევე უპირატესობა აქვს მაგ ახალზე რაც მეტყველებს ცოტა უფრო ძლიერ RT ბირთვებზე:

index.php?ct=articles&action=file&id=849

ეგ თანაფარდობაც უფრო 24GB VS 12GB VRAM მგონია, ალბათ 3090Ti ცოტა მეტი აქვს გამტარობა მაინც და ბრუტფორსი ძველი ფლაგმანის, ისე კიდე უფრო ჩამორჩებოდა საერთო კარგი წარმადობა რომ არა, ამდ კარტები ვაბშე უკან არიან მასეთ პრესეტებში უკვე, ძალიან ძლიერია 800$ RT ეგ კარტა, არ მეგონა მაგდენის თავი თუ ექნებოდა, ვისაც იმენა RT თამაში უნდოდა სადღაც 100$ უნდა მიამატოს VS 7900XT, ვისაც არა 100$ გამოაკლოს და მაშინ 7900XT ცოტა უფრო უკეთესი ვარიანტი გამოდის, მაგის დაიგნორება არ შეიძლება რა ვარიანტზეც არ უნდა შეჩერდე, უბრალოთ არ გამოვა, ეგ ჩისტა გეიმინგს რაც შეეხება, უბრალოთ ნვიდიას უპირატესობა იმაშია კიდე რომ ნვიდია 2K არც RT არ ღაფავს სულს და მაგის გარეშეც საკმაოთ მაღალ ფპს უბერავს ყველა იგრებში, სადაც ამდ RT გარეშე თუ მშვენიერ ფორმაშია, მაგითი უკვე უჭირს უფრო და ნაკლებ ფპს მუშაობს, რაც აღარაა აშკარათ საკმარისი 2K სათამაშოთ, ვისთვისაც არის ეგ + ნვიდიას აიღებს, ვისაც კიდია ალბათ ამდ მაინც, 12გბ VRAM რაც შეეხება შეიძლება რამე დიდი ზაპასი არ რჩება, მაგრამ ეგეც საკმარისია თანამედროვე იგრებში და ბევრზე არც შეივსება ბოლომდე რამის მოხმარება 2K + ეგ GDDR6X უფრო მაღალი გამტარობით თან, ანუ შეიძლება რეალურათ უფრო 16გბ GDDR6 დონის იყოს, მთლათ პირდაპირ ვერ შეადარებ მაგ ორს მაინც, სადაც ჭირდება უფრო მაღალი გამტარობა იმ იგრებში აქვს მატება ეგეთზე, მე ვერ ვიტყოდი რომ ეგ ძალზე დიდი მინუსია, რახან დღემდე მშვენივრათ თამაშობს 2K ხალხი RT გარეშე 308012გბ-3080Ti კარტებზე და ფპს არ წუწუნებენ, არ გამოვრიცხავ რეფრეშიც გამოუშვან მოგვიანებით 4070Ti 16gb ვარიანტი თუნდაც, იცის ხოლმე ეგეთებიც ნვიდიამ, მაგრამ იმაზე მეტს არასდროს დებენ რაც ამ ეტაპზე ჭირდება თამაშებს, 8გბ კი ჯობია ეგ 12 უკვე რაც იგივე 3070-3070Ti ქონდა ან 3060Ti GDDR6X ვარიანტი რომ გამოუშვეს ეხლახან, მაგაზე უფრო ძვირი GDDR6X ფასიც მოქმედებს, GDDR6 უფრო იაფი ჯდება მაინც

Link to comment
Share on other sites

მოკლედ 4070ი 6950ს ვერ ჯობს თამაშებში, რენდერი და მსგავსი წესით გეიმერს არ უნდა აინტერესებდეს, მე არც რტ მაინტერესებს და ჩემის აზრით ისევ ამდს აღება ჯობს 7ფრო იაფად. 

4090 რა თქმა უნდა უძლიერესი ბარათია, უბრალოდ ძაან ძვირი ღირს ჩემთვის, 7900xt არის ყველაზე კარგი ვარიანტი 2კზე სათამაშოდ, ისევ და ისევ ჩემის აზრით.

Link to comment
Share on other sites

მე 4070Ti მირჩევნია ამდ ვარიანტს, ნუ  RT მუღამი მაქვს და ეგ უფრო კარგ ფორმაშია RT-ზე, 2K კი ეგეც მშვენიერ ფპს დებს RT გარეშე, RT კი ჯობია, 5-7ფპს დიდათ არაფერს მიწყვიტავს საშვალოთ რა უპირატესობაც აქვს 7900XT RT გარეშე 2K, და უფრო იაფი არც ჯდება ეგ 4070Ti-ზე, რომ ვიღებდე მაგ ორიდან 4070Ti დავითრევდი, თუმცა ძვირია მაინც ჩემთვის მაგ ფასათ, მაგრამ RT იმაზე მეტი შეძლებია რასაც ველოდებოდი, მეგონა 3090Ti ოდნავ სუსტი იქნებოდა, პირიქით ოდნავ ძლიერი ყოფილა, ვისაც კიდია RT amd აღება აჯობებს, ბლენდერზე აღარაფერს ვიძახი, მანდ დიდია ნვიდიას უპირატესობა, მანდ არც უნდა განიხილო ამდ უკვე

Link to comment
Share on other sites

20გბ გამოდგება და ადრე 3090ti უკონკურენტო რომ იყო, დღეს 6950 რომ აჯობებდა ვინ წარმოიდგენდა.

Link to comment
Share on other sites

ეგ 20-24გბ მე საერთოდ არ მაინტერესებს, სანამ რეალურათ შეავსებს მაგდენს უკვე გამოსაცლელი იქნება ეგ კარტები და მაგიტომ, ხა-ხა 14გბ აარტყას ზოგ თამასში, გადავიტან მაგას როგორმე ანუ ჩემთვის არაა ეგ ძალიან აქტუალური და მაგის გამო კარტას არ დავაიგნორებ, RT პერფორმანსი კი გამომადგება, კაკრაზ ეგაა რომ 3090Ti 1400$ წარმადობა აქვს მაგ ახალ 4070TI განახევრებული VRAM და ლამის ორჯერ ნაკლები ვატების მოხმარებით ცოტა უკეთესი თუ არა RT-ზე, ეგ ყველაფერი 2K, ბევრი მაინც მაგაზე უბერავს და არაფერს არ ალიმიტებს მაგ კარტაზე, თუმცა არც 800-850$ ცოტა, ანუ ძვირი ჯდება ეგეც, თუმცა უფრო დაბალანსებულია ფასი-პერფორმანსით 4080-4090-ან, ფაქტია რომ RT დაჟე 7900XTX ჯობს, ანუ თუ RT გინდოდა 2K ამდ არც განიხილება, თუ არ გინდოდა ამდ ჯობია მარტო გეიმინგისთვის, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა არაა მაინც 4070Ti VS 7900XT, თუმცა ფასშიც არაა ძალიან დიდი განსხვავება, ნუ რენდერი და გრაფიკა ვისაც არ აინტერესებს და RT კიდია ნვიდია უფრო ცუდი არჩევანია ალბათ, მაგრამ მაგის გამო რომ შენ არ გჭირდება ეგენი ნვიდია ფასს არ დააკლებს მაგ კარტებზე და არც შემდეგ სერიაში მოხდება ეგ, ყოველთვის დარჩება სხვაობა ფასებში თუ სხვა რაღაცეებში აჯობებს ამდ კარტებს, გეიმინგის გარდა კიდე ბევრ რაღაცეებში იყენებენ მაგ კარტებს და მანდ მარტო მაინინგით არ შემოიფარგრლება გამოყენების ასნავნოი არეალი, გრაფიკა,რენდერი, ათასნაირი აპების პლაგინები კუდაზე და ათასი წვრილმანები კიდე იგრები იქნება თუ სხვა სოფტი, ანუ ეგ ყველაფერი უმატებს კარტას ღირებულებას, როგორც უფრო ძვირიანი 4 ნანომეტრიანი ჩიპი და GDDR6X მიკრონის ექსლუზიური VRAM, რაც მარტო ნვიდიაზე გხვდება, ბევრი მარკეტიკული ფიშკები აქვს ნვიდიას მაინც რაც ზრდის საერთო კარტის ღირებულებას, RTX,DLSS3,Cuda 12 საპორტი, Gsync ultimate,Reflex და კიდე რამდენიმე რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება რაც მარტო ნვიდიაზე აქვს, გასაგებია რომ ყველას ეგენი არ ჭირდება და არც უყურებს მაგეებს, მაგრამ ფაქტია რომ აქვს და გეიმერების ნაწილი იყენებს ან სხვა ვინც მარტო გეიმინგისთვის არ იღებს მაგ კარტებს, ანუ მინიმუმ ფურცელზე ტყვილა არ ადევს მაგხელა ფასი, მაგრამ რომ გაიზარდა საშვალოთ ვიდეოკარტების ფასები ეგ ფაქტია და რასაც ვუყურებ შეიძლება კიდე უფრო გაიზარდოს შემდეგი სერიისთვის

Link to comment
Share on other sites

12gb vram არი ცოტა unreal engine 5-ზე გამოდის უკვე ბევრი თამაში და მანდაცკარგად შეეტყობა რომ ცოტაა 12გბ 

800 დოლარი კიდე არ ღირს ეგ კარტა ყველაზე სუსტი არარეფერნსები 840 დოლარი ღირს რომელზეც გული არ მიგივა რომ იყიდო ამიტომ უნდა იყიდო ნორმალური ვერსია 900 დოლარად 7900 ხტხ 950 დოლარია ტოპ ვერსია რედ დევილი და ფასი წარმადობით ეგ 950 დოლარიანი რედ დევილი ჯობს 4070 ტიაის პერფორმანსიც მეტი გექნება ვრამიც მეცი ფიუჩერ პროფიტში რეიტრეისინგი არ აქვს 7900 ს ეგეთი სუსტი 15-20 პროცენტიტ აჯობებს რტ ონზე ეგ 4070 ტიაი 7900ს და ვერაფერ კოლოსალურ სხვაობას ვერ ვხედავ მაგ მხრივ 

Link to comment
Share on other sites

მაგრამ აშკარათ ეგ ჯობია და უფრო იაფიც ჯდება, ანუ RT მაინც 4070Ti ჯობია, 12გბ სავსებით საკმარისია რასაც ვუყურებ, არა აქვს არსად დალიმიტება, ეგ სანამ განვითარდება ვაბშე სხვა სერია გამოვა ან მაგის რეფრეშს გამოუშვებენ უკვე 16გბ ალბათ, რაც გამოსულია მანდ კარგ ფორმაშია, მე rt ეგ მირჩევნია, პოლნი პრესეტზე არის სხვაობა აშკარა, f1 და ეგეთ იგრებში შეიძლება xtx კარგ ფორმაში იყოს, აბა 50ფპს ჯობია 63ფპს 150$ მეტის მიცემა კიდე, არალოგიკურია ეგ ვარიანტი ვისაც rt უნდოდა კიბერპანკი იქნება თუ სხვა, თან 7900xtx უფრო მეტ დენს ჭამს მაგ კარტაზე მაინც, ანუ აქვს თავისი პლიუსები 4070tI დაბალ tdp-ზე დებს საკმაოთ სერიოზულ ფპს 2k და კარგა ხანი გეყოფა ეგეთიც სანამ 5000 სერია გამოვა, იქ შეიძლება 5060 უკვე 16გბ იყოს და მაგ კარტას ჯობდეს ცოტათი უკვე, გასაგებია რომ 650$ ჯობდა დაედოთ ეგეთზე, მაგრამ მაშინ 4060 450$ ეღირებოდა და 4060tI 550$ და ალბათ იმის ფონზე რომ 3090tI დონის პერფორმანსი აქვს მაგ კარტაზე ნვიდიამ 800$ აჯახა, ეგ კი არა და თავიდან დაჟე 1000$ დადებას აპირებდენ და 4080 12გბ გამოშვებას, მერე გადაიფიქრეს ბოლო მომენტში და ეგეთი ვარიანტი გამოუშვეს, რაც უფრო ლოგიკური ხოდია, 4070 ალბათ 700$ ეღირება უფრო, 4060tI კი კაკრაზ 600-650$ ფარგლებში, 600$ ქვემოთ მაქსიმუმ 4060 დაადებენ, ეგეთი პირი უჩანს ანუ გაიზარდა საშვალოთ კარტების ღირებულება, ეგრე 7900xt არ ჯდება მთლათ ცოტა და არც მაგაზე იაფიანი 7800 აჯობებს ალბათ იგივე 800$ 4070tI, გააჩნია თან მაგას რას დაადებს ამდ უკვე, ყველაფრის გათვალისწინებით ნვიდია არ გამოდის უფრო ცუდი ვარიანტი, მარტო vram და ფპს თუ დაითვლი 2k თუნდაც rt+fsr გარეშე მაშინ ამდ ჯობია ეგრე, მაგრამ ისეთი ატრივები მაინც არაა ფასი იქნება თუ ფპს მაინც, ისე ამდ ეგ xtx შედარებით კარგ ფორმაში rt, აი გამოვა 650$ კარტა წელს და ის მთლათ 40-35ფპს დადებს კიბერპანკში მაგაზე ნაკლებს თუ არა rt-ზე, თუ გათამაშა უკვე 1080p მარტო ეგეთმა, ანუ მარტო გეყოფა უკვე rt გარეშე, თუმცა იგივეს თქმა შეიძლება 4060-4070-ზეც, კარგი იქნება ეგეთი 2k rt ჩართვის გარეშე, იდეაში 12გბ დარჩება მანდაც vram, ერთადერთი არ ვიცი 4060 შეიძლება gddr6 დაჯერდენ მარტო, რაც გამოვიდა 4070tI კრაინი ვარიანტი 2k rt თამაში თუ გინდოდა სერიოზულ რეიტრეისინგზე, სხვას ყველას უჭირს ან მაგაზე ძვირი ჯდება ბევრათ უკვე, ანუ მოხოდა ნელ-ნელა მაგ სერიაში უკვე rt წარმადობა ნვიდიამ და ალბათ 5000 კიდე უფრო გაზრდის პერფორმანსს, იქ შეიძლება 5070 მთლათ 80ფპს+ დადოს სტაბილურათ 2k, გალოჩკის პონტში ეგ ფიშკა აღარ აქვს, თუ გაქვს სურვილი შეიძლება ჩართვა 2K-ზეც მაგ კარტაზე, მაგაზე იაფიანებზე უკვე 60ფპს ქვემოთ იმუშავებს და აღარ განიხილება დიდათ უკვე ეგეთი, ბევრისთვის ეგ უკვე ძალიან ცოტაა, ეგაა რომ იმხელა მატება აქვს წარმადობის რომ ფასებიც კარგათ გაიზარდა და ეგ ცუდია რა თქმა უნდა, ეგ ფასების ზრდის ტენდენცია ჰაი-ენდ და არა მარტო მოდელებზე შეიძლება შემდეგ სერიებზეც გაგრძელდეს და მალე დადგება ისეთი დრო რომ 6060 700$ ვეღარ იყიდო შეიძლება და 6090 2000$ დაჯდეს უკვე მინიმუმ 6080 კი 1400$ თუნდაც ან 1500$, უმატებენ და უმატებენ ნელ-ნელა ფასებს, მაგრამ წარმადობაც ძალიანაა გაზრდილი rt კი, მაგ 800$ კარტაში პირველ რიგში ის მომწონს რომ შედარებით ნორმა ფპს აქვს 2k უკვე rt-ზე, ეხება ძლიერ პრესეტებსაც, 12გბ შეიძლება ცოტაა მაგრამ არც ისე ცოტაა რომ არ ეყოს 10-ან 9 თამაშს მაინც ბოლომდე, მაგის გარდა კარტას აქვს 3090tI დონის წარმადობა უკეთესი თუ არა ფაქტიურათ ყველა თამაშებში და ჭამს თან მაგის ნახევარ ვატებს, მაგიტომაცაა შედარებით გრილი ეგ ახალი ჩიპი, ანუ გოგლამ სწორათ აღნიშნა, უფრო დაბალანსებული ვარიანტია და დიდი სერიოზული ჩავარდნების და დალიმიტების გარეშე და ასტრონომიული ფასიც არ ადევს 1200$+, 850$ მართლა იყიდი თუ კიდე დაეცა მოგვიანებით მთლათ კარგი ვარიანტი იქნება მაშინ უკვე 800$ ან ცოტა ქვემოთაც, ისე 3070tI ღირდა ვითომ სტარტოვი ფასი 650$ და რისი თავიც ქონდა ეგეთზე ყველამ კარგათ იცის, 8გბ vram ქონდა თან მარტო მაგაზე და თუ დაგალიმიტებს ეგეთი უფრო დაგალიმიტებს vram-ზე + მაგას დაამატე გაცილებით უფრო სუსტი წარმადობა rt-ში და საერთო წარმადობაც ასე 50% მეტი აქვს ახალზე მინიმუმ, ანუ 650$ მემგონი უკვე იაფიც იყო ეგეთი როცა 1 წლის უკან 3090tI 1300$+ ედო სტარტოვი ფასი და მაგას მაგდენის თავი აშკარათ აქვს, ეგ კარტა მგონი 1080p-ზე ეგეთივე ფპს დებს რაც ახალი 2k კიბერპანკში rt-ზე, ანუ არის სხვაობა და არც ისე ცოტა საერთო ჯამში, 700$ კანფეტი კარტა იქნებოდა, 800$ ცოტა ძვირია მაინც კარგი არარეფერანსის ფასის გათვალისწინებით, მაგრამ პერფორმანსის მხრივ არაფერი დაეწუნება დიდათ

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G1ORG1 said:

20გბ გამოდგება და ადრე 3090ti უკონკურენტო რომ იყო, დღეს 6950 რომ აჯობებდა ვინ წარმოიდგენდა.

ვერც 3090TI-ს სჯობს და ვერც 4070TI-ს

+ ბევრად უკეთესი RT წარმადობა

1440-ში 4%-ით ჩამორჩება 100 დოლარით უფრო ძვირ 7900XT

4k-ში 7%

უკეთეს cost per frame აქვს 

საერთოდ 4080, 4070 TI, 7900XTX,7900XT ყველაზე მოუწევთ ფასის დაკლება ადრე თუ გვიან გაყიდვებით თუ ვიმსჯელებთ

ერთადერთი 4090 იყიდება ტემპში 

 

4070.jpg

4070 2.jpg

4070 3.jpg

Link to comment
Share on other sites

Palit GeForce RTX 4070 Ti GameRock Classic OC ვიდეოკარტის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/3dv/nvidia-geforce-rtx-4070-ti-review.html მართლა ჩამორჩება 4-5% 7900xt იგრებში, მაგრამ როგორც ზევით დაიწერა ბევრ რაღაცაში ჯობია, rt რაც შეეხება 2k ჩემი აზრით არაა პატარა ჩამორჩენა მაინც იგივე კიბერპანკში ნვიდია დებს 63ფპს, რაზგონზე ავა ასე 65-ზეც, ეგ კარტა კიდე რომ გახიო რაზგონით 45ფპს ვერ დააჭერინებ ალბათ , რავიცი 7-8ფპს არის დიდი ჩამორჩენა საშვალოთ rt გარეშე და ეგ 20ფპს არა, მე ეგ უფრო მადარდებს მაგ ორს შორის ვიდრე 120ფპს მექნება თუ 132 თუნდაც ნუ იმ იგრებში სადაც უფრო მეტია განსხვავება და კარგ ფორმაშია ძალიან ამდ, არის ეგეთებიც, ანუ მაინც ვითამაშებ ხოშიანათ და 45ფპს მაგარი ნიტო სათამაშოა უკვე თუ rt ჩართვაც მომინდა, აი მაგ ლოგიკით მე მირჩევნია ეგ კარტა დავითრიო 2k ვიდრე 7900xt, რომელიც თუ ჩაგრავს rt-ზე 3000 სერიიდან მაქსიმუმ ალბათ უფრო 3070, დარწმუნებული ვარ დაჟე 4060 ვერ აჯობებს ბევრათ ეგ მაგ რეჟიმში, ნუ გამოვიდეს 4070-4060tI-4060 და გამოჩნდება, ნუ ავიღებთ იგივე 3060 წარმადობას rt მაგ თამასში თუნდაც და გავამრავლებთ ორზე ეგ უნდა იყოს 4060 პერფორმანსიც ალბათ 2K, ეგ კი სადღაც 50ფპს-მდე გამოდის, ნუ ავიღოთ 45 ანუ მაინც ჯობია ამდ ეგ 550$+ კარტაც კი, მანდ აქვს კარგი ჩამორჩენა და ვერ ვხდები რატომ უნდა ღირდეს ბევრათ იაფი ნვიდია ან პირიქით ამდ ბევრათ ძვირი თუ საერთო სხვაობაშიც არაა 10%+ მეტი მატება და RT 25%+ დიდი განსხვავებაა ლამის ნორმა პრესეტებზე და არა ჰიბრიდულზე, ვისაც RT გამოყენებაც სურს მე არც განვიხილავდი AMD, ეგეთივე პონტია VESA HDR 400 და VESA HDR600 მონიკები რომ შეადარო, სხვაობა არის არც ისე პატარა მაჩვენებლებში, ამიტომ ამ ეტაპზე ყველა კარტები რაც გამოვიდენ აქამდე ძალზე ძვირია, მაგრამ მარტო წინა სერიის ანალოგიურ მოდელების სტარტოვი ფასებს თუ შევადარებთ, ზედა ჩარტის მიხედვით მშვენიერია 4070Ti და 7900XTX-იც, რენდერში კიდე ანალოგიც არ ყავს 4090, ამიტომ მანდ ძალიან ბევრი ნუანსებია მაინც, პოლნი კრახი არაა ფასი-წარმადობით ეგ კარტები, ზემოთა ჩარტი მაგას ადასტურებს Cost per frame-MSRP, ანუ სტარტოვი ფასი-საშვალო წარმადობა კარტის, რაც მაგ ახალს მშვენიერი აქვს და ნვიდიადან საუკეთესოც კი, მანდ ცუდი ისაა რომ თუ ეგ ტრენდი შენარჩუნდება, სწრაფ პერფორმანსის გაზრდასთან ერთად ფასიც ეგრე აიწევს კარტებზე, შემდეგ ჯერზე შეიძლება 800$ უკვე 5070 დაჯდეს, მაგრამ 4080 აჯობებს ეგეთი უკვე ალბათ, მანდაც დაიწყება წუწუნი რატომ დაადეს 600$ მაგივრათ 800$, ბანალურათ მაგ ჩარტს ნვიდიაც აკვირდება და ალბათ მაგიტომ, თუ ეგ ტემპი შენარჩუნდა პერფორმანსის ზრდის ფასების გაზრდაც შენარჩუნდება დარწმუნებული ვარ შემდეგ სერიებში, მაგრამ 2K აღარ იქნება საჭირო 600-700$ მეტის დახარჯვა კარტაში და 1200$+ ყიდვა თუნდაც თუ 150ფპს არ აპირებ ლოლ RT თამაშს უკვე, ისე მაინც ყველაფრიდან გამომდინარე თამაშის დეველოპერები გრაფიკის გაზრდას კარგათ ატორმუზებენ მაინც, ეგ პირველ რიგში ხარდის ღირებულების და კონსოლების გამო ხდება, ანუ ამ ეტაპზე ძვირიანი ვიდეოკარტები უფრო სწრაფათ ვნითარდებიან ვიდრე გრაფიკა თამაშებში, პერფორმანსი საკმაოთ მალე გაიზარდა, თუმცა რაღაცას კიდე მოიფიქრებენ ახალს ალბათ, RT არ შეჩერდებიან რომ გაანახევრონ წარმადობა მომავალში ბოლო სეთინგებზე, საშვალო გეიმერი როგორც იჩაგრებოდა ბოლო წლებში ისევ ისე იჩაგრება, ანუ ძვირი სიამოვნებაა მაინც თანამედროვე გეიმინგი, გინდა ასე 2000$ სულ მცირე და ეგ პერიფერია-მონიკის გარეშე ჯდება ეგრე მთელი სბორკა კეის-გაგრილებიანათ და საშვალო სიმძლავრის და არა ჰაი ენდი უკვე, ნუ კარგი თუ მოინდომე სეილების პერიოდში მონიტორიც მოგივიდეს შეიძლება 2000$ უკვე, კარგ 2K 27 ინჩიანს ვგულისხმობ 500$ რაც გერგება ეხლა, მაგრამ ყველაფერი ერთად 2500$ თემა უფროა განსაკუთრებით ჩვენთან გამოწერა იქნება თუ მაიმარკეტი

დავყრი ცალკე გურუ3დ-ის მიმოხილვებსაც რამდენიმე მოდელის რაც დაიდო უკვე 4070Ti-ზე:

Review: GeForce RTX 4070 Ti (Gigabyte) https://www.guru3d.com/articles-pages/geforce-rtx-4070-ti-review,1.html

Review: Gainward GeForce RTX 4070 Ti Phoenix GS https://www.guru3d.com/articles-pages/gainward-geforce-rtx-4070-ti-phoenix-gs-review,1.html

Review: ASUS GeForce RTX 4070 Ti STRIX OC https://www.guru3d.com/articles-pages/asus-geforce-rtx-4070-ti-strix-oc-review,1.html

Review: MSI GeForce RTX 4070 Ti SuprimX https://www.guru3d.com/articles-pages/msi-geforce-rtx-4070-ti-suprimx-review,1.html

ნუ უკვე ყველაფერი გავარჩიეთ ფაქტიურათ, მაგრამ ერთს დავწერ, ეთერეუმზე რომ არ დაესრულებინათ ვიდეოკარტებით მაინინგი დღემდე 2000-2500$ ედებოდა მაგ კარტებზე და არც 3000 ეღირებოდა 1000$ იაფი ეხლაც კი, მაგან მაგარი უშველა, მაგრამ როგორც ბევრი მოელოდა ძველი ფასები აღარ დაბრუნდა მაინინგის ვირუჩკის რეზკი დაცემის შემდეგაც კი, ანუ ეგ 400-500$ მიდ-ენდ კარტებზე მემგონი დროა უკვე დავივიწყოთ, ეხლა ეგეთს უფრო 500-600$ დაითრევ, ნუ მაგ სერიიდან ვგულისხმობ უფრო 4060-4060Ti, 700$ მემგონი 4070 ეღირება, აი ეგ უნდა იყოს RT ცალკე ალბათ 7900XT კონკურენტი ფპს-ით 2K, რამე დიდი სხვაობა აღარ უნდა იყოს მაგ ორს შორის, ცალკე RT ბირთვებით მაინც ნვიდია აჯობებს ალბათ, მაგრამ საერთო წარმადობის სხვაობით ამდ და დაახლოებით ერთნაირ ფპს დადებენ თუნდაც კიბერპანკში ეგ კარტები ალბათ, ჰიბრიდულ RT უკვე ამდ იქნება წინ საერთო წარმადობის ხარჯზე, მანდ არც 4070Ti-ან აგებს დიდათ, მაგრამ პოლნი პრესეტებზე უჭირს უკვე თანაბარ ფპს-ზე მუშაობა აშკარათ, რაც მეტი იგრები იქნება მასეთი პრესეტით მით უფრო მეტათ დაიჩაგრება ეგ კარტა, ჯერ არ დაუწყიათ ისე მასიურათ ერთ თამასში რამდენიმე RT პრესეტის დამატება, ან კარგია, ან საშვალო, ან მთლათ უბრალო ეფექტები აქვს და ფპს მაგის მიხედვით იკუმშება უკვე ჩართულ RT-ზე

COLORFUL Launches GeForce RTX 4090 and RTX 4080 Vulcan White Limited Edition Graphics Cards https://www.guru3d.com/news-story/colorful-launches-geforce-rtx-4090-and-rtx-4080-vulcan-white-limited-edition-graphics-cards.html

ASUS Announces GeForce RTX 4080 Noctua Edition Graphics Card https://www.guru3d.com/news-story/asus-announces-geforce-rtx-4080-noctua-edition-graphics-card.html

დღეს პირველი ოფიციალური ნვიდიას დრაივერიც დაიდო 4070Ti კარტისთვის

NVIDIA GeForce RTX 4070 Ti კიდე ერთი მიმოხილვა რუსულათ: https://3dnews.ru/1079818/obzor-videokarti-nvidia-geforce-rtx-4070-ti/page-1.html მანდაც Palit GameRock OC Classic დაუტესტიათ

ASUS TUF Gaming GEFORCE RTX 4070 Ti OC video card review and testing https://en.gamegpu.com/test-video-cards/obzor-i-testirovanie-videokarty-asus-tuf-gaming-geforce-rtx-4070-ti-oc

MSI GeForce RTX 4070 Ti SUPRIM X video card review and testing https://en.gamegpu.com/test-video-cards/obzor-i-testirovanie-videokarty-msi-geforce-rtx-4070-ti-suprim-x მაგ უკრაინულ საიტზე რუსულათაც არის ენის არჩევა და სხვა ენებზეც შეგიძლია გადაყვანა ლუბოი ინფოს ან სტატიის, ისე საპრიმი კარგი ვერსიაა ძალიან, აქვს ფაქტიურათ უხმო რეჟიმი 3 ფანზე 70 გრადუსზე და უფრო ხმაურიანი 64 გრადუსზე, თუმცა მაინც საკმაოთ ჩუმი ყოფილა, თუ ძალიან გაუზრდი აბაროტებს 60 ჩამოდის უკვე, მაგრამ მაგარი ხმაურიანი ხდება, ანუ 65 კარგი ვარიანტია სწორი ვოლტაჟით, ისე გიგაბიტის 3 ფანიანი ვარიანტი კი უბერავს 61 გრადუსზე, მაგრამ რატომღაც მგონია ეგ ძალიან მაღალ აბაროტზე მუშაობს და ხმაურიანი იქნება ყველაზე, ეგ გურუ3დ-ის მიმოხილვებში რომ შევიხედე ვის რა ტემპები უკავია ნაგრუზკაზე

MSI Announces Innovative Laptop Series Based on RTX 40 Graphics https://en.gamegpu.com/iron/msi-anonsue-innovatsijnu-seriyu-noutbukiv-na-bazi-grafiki-rtx-40 ლოლ 4090 გამოდის მობილური, ჯამური მოხმარება 250 ვატს არტყამსო პროცესორ-ვიდეოკარტის უკვე

GAINWARD Releases RTX 4070 Ti Star Series https://en.gamegpu.com/iron/gainward-vypuskaet-seriyu-rtx-4070-ti-star

NVIDIA GeForce RTX 4070 and 4060 laptop GPUs show slight improvement in OpenCL test https://en.gamegpu.com/iron/graficheskie-protsessory-nvidia-geforce-rtx-4070-i-4060-dlya-noutbukov-demonstriruyut-nebolshoe-uluchshenie-v-teste-opencl

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.