Jump to content

ვიდეო ბარათები კვლავ იაფდება: RTX 3090-ის ფასი შემცირდა 928$-მდე, RTX 3080 Ti კი ხელმისაწვდომია 799 აშშ დოლარად


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა დაადასტურა უახლოეს მომავალში ფასების კლება GeForce RTX 3000 სერიის გეიმინგ გრაფიკულ ბარათებზე. მისი თქმით, ბაზარზე არსებული მაკროეკონომიკური დაბრკოლებები და ახალი Ada Lovelace არქიტექტურის გამოშვება კომპანიას ფასების კორექტირებას აიძულებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ RTX 4000-ის წარმატებული გამოშვება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც RTX 3000-ის მარაგი მთლიანად ამოიწურება. მისი სიტყვების შედეგს დღეს უკვე ვხედავთ. 

image.png 

კერძოდ, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შემცირდა ფასი ტოპ სეგმენტის ამაჩქარებლებზე: RTX 3090 ხელმისაწვდომია Newegg-ზე 928 აშშ დოლარად (სარეკომენდაციო ფასია 1500$). EVGA-ს მიერ წარმოებული ფლაგმანური RTX 3090 Ti-ს ყიდვა შესაძლებელია 1099 აშშ დოლარად (სარეკომენდაციო ფასი - 2000$). შედარებით „სამომხმარებლო“ ვიდეო დაფა RTX 3080 Ti აშშ-ში იყიდება 799 აშშ დოლარად (გაყიდვის დაწყებისას მისი ფასი 1200 აშშ დოლარი იყო). 

საშალობიუჯეტურ სეგმენტში ვითარება კვლავ უცვლელია: 

image.png

https://tinyurl.com/2fdz7hkb 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ძაან კაი 
რაც გეიმინგს ვეზიარე მას მერე ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებ მაინინგმა სახე გაგვაძრო გეიმერებს ისემც უქნიათ სულ ჩამოშლილა მაინინგ სამყარო 
სასიხარულო ინფორმაციაა 😍

Link to comment
Share on other sites

ცხელ ცხელი ინფო , გვეშველა მემგონი გაიხარე გეიმერო წამებულო :bis:

Opera-Snapshot-2022-09-07-203647-www-fac

Link to comment
Share on other sites

მემგონი 2024 წლის ბოლომდე აღარ უნდა ავარდეს 40000$+ ზევით ბიტკოინი ამიტომ მაინინგი აღარ იქნება ისეთი აქტუალური როგორც წინა წლის ბოლოს იყო თუნდაც, მთავარია ახალ სერიაზე თავიდანვე დეფიციტი არ ჩამოყალიბდეს, თუმცა დეფიციტის გარეშეც იგივე 4080 იაფათ მემგონი ვერ იყიდი და ალბათ დაჟე ვერც 4070Ti, თუმცა ეგ კარტა უკვე სერიოზული პერფორმანსით იქნება, თუ დაადეს ასე 550$ მაინც ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს 2K სათამაშოთ, ნუ ეხლა არ ჩანს სადამდე გაიზრდება შემდეგი ჰალვინგის შემდეგ კურსი, არც წინა ჰალვინგამდე ეგონა ვინმეს რომ 3000$-ან ლამის  69000$ ავიდოდა ბიტკოინი, ეხლა დაჟე 7000-8000$ რომც დაეცეს 2023 წლის ბოლომდე, მაინც 100000$ გააცდინონ შეიძლება 2025 წლისთვის და ეგ მინიმუმ, თუმცა ეხლა საერთოდ არ ეტყობა რომ ეგრე შეუძლია გაზრდა, მაგრამ უარეს დღეშიც იყო ადრე 3000$ რომ ჩამოვიდა კურსი 2018 წლის დეკემბერში და 2021 წლის ნოემბერში უკვე 69000$ მიუახლოვდა, ანუ გამორიცხული მანდ არაფერია, დაცემაც შეუძლია და მოგვიანებით მოშნათ გაზრდაც ბიტკოინს და მაინინგის ვირუჩკაც მაგის მიხედვით განაწილდება ვიდეოკარტებზე, მითუმეტეს იმ დროისთვის კიდე გაიზრდება წარმადობა და ჰეშრეიტები ახალი სერიის კარტებზე, მაქამდე მაინინგზე უფრო სერიოზული პრობლემა ჩინეთის ტაივანზე თავდასხმაა, თუ გაბედეს მაგის გაკეთება შეიძლება დროებით დავემშვიდობოთ TMSC ჩიპებს და ისევ სერიოზული დეფიციტი ჩამოყალიბდეს დროებით მაინც ბაზარზე, ამ ეტაპზე მაინინგის ამოყვინთვაზე მეტათ ახლო მომავალში მე მაგაზე ვიდარდებდი, ტაივანში მზადდება ეგ ჩიპებიო და მაგიტომ, საერთოდ ისეთი პირი უჩანს რომ ჯერ არც ყოფილა მაქსიმალური სპადი ეკონომიკაში და 2023 წლის ზაფხულამდე შეიძლება კიდე უფრო გაუარესდეს სიტუაცია და დაეცეს დოუ ჯონსის ინდექსი 29800 მეტათაც რაზეც ჩამოვიდა ივნისში, მერე კი მოასწრეს 34300 ასვლაც, მაგრამ ეხლა ისევ ეცემა და მიუახლოვდა უკვე მაქსიმალურათ გუშინ 31000, ანალოტიკოსები იძახიან რომ რეცესია შეიძლება გაძლიერდესო 2023 წლის პირველი ნახევრისთვის და მაქსიმალური სპადიც მაგ დროისთვის დაფიქსირდება ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.