Jump to content

Intel-ის ტესტები აჩვენებს, რომ ვიდეო დაფა Arc A770 რეითრეისინგს უკეთ უმკლავდება, ვიდრე GeForce RTX 3060


Recommended Posts

საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, რომ Arc Alchemist გრაფიკა უკეთ უმკლავდება რეითრეისინგ ანალოგიური დონის NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებთან შედარებით, კომპანია Intel-მა წარადგინა ფლაგმანური Arc A770-ის წარმადობის შედარება GeForce RTX 3060-თან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel-ის შიდა ტესტების თანახმად Arc A770 თამაშებში 1080p გაფართოებისა და რეითრეისინგის პირობებში საშუალოდ 14%-ით სწრაფია GeForce RTX 3060-თან შედარებით. თუმცა მინიმუმ ოთხ თამაშში NVIDIA-ს ვიდეო დაფა მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

Intel Arc A770 - NVIDIA GeForce RTX 3060-ის წინააღმდეგ 

ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის გრაფიკული პროცესორის შემადგენლობაში შედის 28 RT-ბირთვი. Intel-ს Arc A770-ის ოფიციალური მახასიათებლები ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თუმცა, სავარაუდოდ, მის შემადგენლობაში გამოყენებულია პროცესორ ACM-G10-ის სრულფასოვანი ვარიანტი 32 Xe ბირთვით და ამავე რაოდენობის ბლოკით რეითრეისინგისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel-მა ასევე პირველად გააზიარა Arc A-ს სერიის ვიდეო ბარათების წარმადობის ოფიციალური ინდიკატორები აქტიური Xe Super Sampling (XeSS) გამოსახულების დროებითი მასშტაბირების ტექნოლოგიით. შეგახსენებთ, კომპანიამ პირობა დადო, რომ მას „ზაფხულის დასაწყისში“გამოუშვებდა. ზაფხული დასრულდა, შემოდგომა დადგა, მაგრამ XeSS მხარდაჭერა ჯერ არცერთ თამაშში არ გამოჩენილა. 

image.jpeg 

კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები ტექნოლოგია XeSS-ის წარმადობის შესახებ, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს - „ბალანსი“ (Balanced) და „წარმადობა“ (Performance). რეჟიმები სულ ჯამში ოთხი იქნება. დანარჩენი ორი - „ხარისხი“ (Quality) და „მაქსიმალური ხარისხი“ (Ultra Quality) - შედარებაში არ მონაწილეობდა. რეჟიმი „წარმადობა“ გარკვეულ შემთხვევებში (Hitman 3 და Ghostwire Tokyo) საშუალებას იძლევა გაორმაგდეს წამში კადრების რაოდენობა. თუმცა ჯამში FPS-ის ზრდის დიაპაზონი 49-დან 113%-ს შეადგენს თავდაპირველ გაფართოებასთან შედარებით. რეჟიმ „ბალანსში“ კადრების სიხშირე 26-დან 77%-მდე იზრდება. 
 

image.jpeg 

Intel Arc Alchemist-ის არქიტექტურის შემადგენლობაში გამოყენებულია ახალი ტიპის ბირთვებThread Sorting Unit, რომლებიც პასუხისმგებელია ასინქრონულ რეითრეისინგზე. სხვა სიტყვებით, ბირთვები ხელს უწყობენ Xe-ბირთვების გამოყენების მაქსიმიზაციას და გრაფიკულ კონვეირზე ანაწილებენ რეითრეისინგის ამოცანებს ეფექტურობისა და წარმადობის ამაღლებისთვის. 

რეითრეისინგის კონვეირი Intel Arc Alchemist ვიდეო დაფებზე: 

 

კომპანიამ ასევე დაამატა, რომ რეითრეისინგის მხარდაჭერა გამოჩნდება თამაშ Gotham Knights-ში, რომლის რელიზი 21 ოქტომბერს შედგება.  

 

საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის Intel-ის ვიდეო დაფების უფროსი მოდელებიც გამოვა გაყიდვაში.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.