Magdalena Posted August 31, 2022 Share Posted August 31, 2022 სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ცნობები პროცესორ Intel Core i9-13900-ის წარმადობის შესახებ, რომელიც სამომავლო სერია Raptor Lake-ს მიეკუთვნება. ტელემეტრიის მონაცემების თანახმად ტესტირების ფარგლებში პროცესორის ზოგიერთი ბირთვის სიხშირემ 5.57 გჰც ნიშნულს მიაღწია. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel Core i9-13900-ის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი, მათგან ჯამურად მხარდაჭერილია 32 ვირტუალური ნაკადი. Core i9-13900K-სგან გასნხვავებით, რომელსაც თავისუფალი მამრავლები და 125-ვატიანი TDP-ის დონე აქვს, “K“ სუფიქსის არმქონე ვერსიას დაბლოკილი მამრავლები აქვს და 65 ვატი ენერგომოხმარების დონე. ფოტოს წყარო: Geekbench პროცესორის ტესტირება მოხდა Gigabyte Z690 Gaming X დედა დაფაზე 32 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენებით. ერთნაკადიან ტესტში ჩიპმა დააგროვა 2130 ქულა, მრავალნაკადიანში - 20131. შედეგად მან შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Core i9-12900K, რომელიც ამავე ტესტებში აფიქსირებს 1988 და 17245 ქულას შესაბამისად, რაც 10% და 17%-ით ნაკლებია. ფოტოს წყარო: Geekbench Intel-ის ახალმა პროცესორმა ასევე უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური AMD Ryzen 9 5950X, რომელიც ერთნაკადიან და მრავალნაკადიან ტესტებში აგროვებს 1685 და 16496 ქულას, შესაბამისად. ეს მაჩვენებლები 26% და 22%-ით დაბალია Core i9-13900-ის შედეგებთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მე-13 თაობის Core პროცესორებს Intel წარადგენს ღონისძიება Innovation-ზე, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება. ახალი პროცესორების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში. https://tinyurl.com/5d97n7nz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 31, 2022 Share Posted August 31, 2022 ნუ მაგ ახალში საქმე რაშია თუნდაც 12900 რომ შევადაროთ, პროცესორს სხვა სახის გაუმჯობესებებთან ერთად გააჩნია ბანალურათ 8 პატარა ბირთვით მეტი, ამიტომ დაბალი წარმადობა ვერ ექნებოდა და რასაც ვუყურებ ბევრ რაღაცეებში ამდ ახალ 7950X 32 თრიდიანსაც კარგათ დაუდგება 24 რეალური ბირთვის ხარჯზე, ერთი ბირთვის წარმადობაც საკმაოთ მაღალი აქვს და მულტითრიდინგისაც, მეინსტრიმ სეგმენტში ეგ პირველი ინტელის 24 ბირთვიანი პროცესორია, თუმცა დიდი ბირთვი მარტო 8 აქვს მაგასაც, ზატო პატარა უკვე 16, ისეთი პირი უჩანს რომ 12900K ალბათ 13700K დაჩაგრავს, L3 კეშიც კარგათ აქვს გაზრდილი და დაჟე ახალ 7700X რიზენზე მეტიც აქვს 54მბ VS 40mb გამოდის, მაგ პატარა ბირთვს რასაც ვუყურებ საშვალოთ დიდი ბირთვის ნახევარი შეუძლია, ვირტუალური თრიდები არა აქვს მაგრამ მაინც კარგი წარმადობა აქვს 16 ბირთვს და საკმაოთ ეხმარება მულტითრიდინგში 8 დიდი ბირთვის 8 ვირტუალური თრიდით, ჯამში კი 32 თრიდი გამოდის 24 ბირთვით და 68მბ L3 კეშით, მანდაც არ უჟმოტია ინტელს, თან ამდ 16 ბირთვიანთან განსხვავებით რომელსაც 80მბ კეში ექნება მაგრამ კარგი 700$+ ეღირება, ინტელს სრაზუ რამდენიმე მოდელი აქვს მათ შორის უფრო იაფიანებიც 24 ბირთვზე 13900K(F),13900(F) ეგ მინიმუმ გამოდის სხვაობა ფასში დაახლოებით 150$-მდე იქნება 13900K და 13900F შორის ინტეგრირებულის გარეშე, მაგ ბოლოს ფასი დაახლოებით 550$ ფარგლებში უნდა ღირდეს, კეში და ბირთვების რაოდენობა ანალოგიური აქვს რაც 13900K ყველაზე ძვირიან მოდელზე მაგასაც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.