Jump to content

Intel Core i9-13900 გამოჩნდა Geekbench-ის ტესტში, სადაც ყველა აქტუალური ფლაგმანური პროცესორი უკან ჩამოიტოვა


Recommended Posts

სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ცნობები პროცესორ Intel Core i9-13900-ის წარმადობის შესახებ, რომელიც სამომავლო სერია Raptor Lake-ს მიეკუთვნება. ტელემეტრიის მონაცემების თანახმად ტესტირების ფარგლებში პროცესორის ზოგიერთი ბირთვის სიხშირემ 5.57 გჰც ნიშნულს მიაღწია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Intel Core i9-13900-ის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი, მათგან ჯამურად მხარდაჭერილია 32 ვირტუალური ნაკადი. Core i9-13900K-სგან გასნხვავებით, რომელსაც თავისუფალი მამრავლები და 125-ვატიანი TDP-ის დონე აქვს, K“ სუფიქსის არმქონე ვერსიას დაბლოკილი მამრავლები აქვს და 65 ვატი ენერგომოხმარების დონე. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

პროცსორის ტესტირება მოხდა Gigabyte Z690 Gaming X დედა დაფაზე 32 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენებით. ერთნაკადიან ტესტში ჩიპმა დააგროვა 2130 ქულა, მრავალნაკადიანში - 20131. შედეგად მან შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Core i9-12900K, რომელიც ამავე ტესტებში აფიქსირებს 1988 და 17245 ქულას ესაბამისად, რაც 10% და 17%-ით ნაკლებია. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

Intel-ის ახალმა პროცესორმა ასევე უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური AMD Ryzen 9 5950X, რომელიც ერთნაკადიან და მრავალნაკადიან ტესტებში აგროვებს 1685 და 16496 ქულას, შესაბამისად. ეს მაჩვენებლები 26% და 22%-ით დაბალია Core i9-13900-ის შედეგებთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მე-13 თაობის Core პროცესორებს Intel წარადგენს ღონისძიება Innovation-ზე, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება. ახალი პროცესორების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში.  

Link to comment
Share on other sites

ნუ მაგ ახალში საქმე რაშია თუნდაც 12900 რომ შევადაროთ, პროცესორს სხვა სახის გაუმჯობესებებთან ერთად გააჩნია ბანალურათ 8 პატარა ბირთვით მეტი, ამიტომ დაბალი წარმადობა ვერ ექნებოდა და რასაც ვუყურებ ბევრ რაღაცეებში ამდ ახალ 7950X 32 თრიდიანსაც კარგათ დაუდგება 24 რეალური ბირთვის ხარჯზე, ერთი ბირთვის წარმადობაც საკმაოთ მაღალი აქვს და მულტითრიდინგისაც, მეინსტრიმ სეგმენტში ეგ პირველი ინტელის 24 ბირთვიანი პროცესორია, თუმცა დიდი ბირთვი მარტო 8 აქვს მაგასაც, ზატო პატარა უკვე 16, ისეთი პირი უჩანს რომ 12900K ალბათ 13700K დაჩაგრავს, L3 კეშიც კარგათ აქვს გაზრდილი და დაჟე ახალ 7700X რიზენზე მეტიც აქვს 54მბ VS 40mb გამოდის, მაგ პატარა ბირთვს რასაც ვუყურებ საშვალოთ დიდი ბირთვის ნახევარი შეუძლია, ვირტუალური თრიდები არა აქვს მაგრამ მაინც კარგი წარმადობა აქვს 16 ბირთვს და საკმაოთ ეხმარება მულტითრიდინგში 8 დიდი ბირთვის 8 ვირტუალური თრიდით, ჯამში კი 32 თრიდი გამოდის 24 ბირთვით და 68მბ L3 კეშით, მანდაც არ უჟმოტია ინტელს, თან ამდ 16 ბირთვიანთან განსხვავებით რომელსაც 80მბ კეში ექნება მაგრამ კარგი 700$+ ეღირება, ინტელს სრაზუ რამდენიმე მოდელი აქვს მათ შორის უფრო იაფიანებიც 24 ბირთვზე 13900K(F),13900(F) ეგ მინიმუმ გამოდის სხვაობა ფასში დაახლოებით 150$-მდე იქნება 13900K და 13900F შორის ინტეგრირებულის გარეშე, მაგ ბოლოს ფასი დაახლოებით 550$ ფარგლებში უნდა ღირდეს, კეში და ბირთვების რაოდენობა ანალოგიური აქვს რაც 13900K ყველაზე ძვირიან მოდელზე მაგასაც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.