Magdalena Posted August 19, 2022 Share Posted August 19, 2022 კომპანია Alienware-მა (Dell-ის გეიმინგ განყოფილება) წარადგინა ორი ახალი გეიმინგ მონიტორი: 25-დუიმიანი მოდელი Alienware AW2523HF და 27-დუიმიანი Alienware AW2723DF. ორივე მათგანში გამოყენებულია IPS მატრიცა. ფოტოს წყარო: Dell 25-დუიმიან მოდელს აქვს Full HD გაფართოება, 360 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 99%-იანი sRGB ფერთა გამა, მხარდაჭერილია ტექნოლოგიები VESA AdaptiveSync და HDR10. 27-დუიმიან მოდელს აქვს Quad HD ფორმატის გაფართოების მხარდაჭერა, კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი (280 ჰერცამდე აჩქარებისას), 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, აგრეთვე VESA DisplayHDR 600 ტექნოლოგიის მხარდაჭერა. უფროს მოდელში ასევე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium Pro. უმცროს მოდელში - მხოლოდ AMD FreeSync Premium Pro. ორივე მონიტორს კონექტორების იდენტური ნაკრები აქვს, რომელშიც შედის ორი HDMI 2.0, ერთი USB 3.2 Type-B Gen1, ოთხი USB-A, ერთი DisplayPort 1.4, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მოწყობილობებს აქვს ერგონომიული სადგამები, აგრეთვე ყურსასმენის ჩამოსაკიდებლად განკუთვნილი კაუჭი. 25-დუიმიან მოდელს კომპანია აფასებს 450 აშშ დოლარად და იგი გაყიდვაში 7 სექტემბერს გამოვა. 27-დუიმიანი მოდელის ფასია 650 აშშ დოლარი და 6 ოქტომბრიდან გაიყიდება. https://tinyurl.com/5emfedue Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.