Jump to content

Lenovo-მ წარადგინა სამუშაო სადგურები Ryzen Pro 5000-ისა და Ryzen Pro 6000-ის ბაზაზე


Recommended Posts

კომპანია Lenovo-მ ასორტიმენტი გააფართოვა ახალი სამუშაო სადგურებით - ესენია დესკტოპი ThinkStation P358, აგრევე მობილური ThinkPad P15v და ThinkPad P14s. პირველ მათგანს საფუძვლად უდევს Ryzen Pro 5000 სერიის პროცესორები, მობილური სისტემები კი აღჭურვილია Ryzen Pro 6000 სერიის ჩიპებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ThinkStation P358-ში წარმოდგენილია პროცესორები Ryzen 5 Pro 5645, Ryzen 7 Pro 5845, Ryzen 9 Pro 5945, აგრეთვე Ryzen 3 Pro 4350. პირველი სამი მიეკუთვნება Vermeer სერიას, გამოყენებულია არქიტექტურა Zen 3 და აქვს 6-დან 12-მდე ბირთვი 4.7 გჰც ტაქტის სიხშირით. Ryzen 3 Pro ოთხბირთვიანი ჩიპია Zen 2 არქიტექტურით და მუშაობს 4.0 გჰც სიხშირეზე. 

ThinkStation P358-ის შემთხვევაში არსებობს არჩევანი გრაფიკული ქვესისტემის რამდენიმე ვარიანტს შორის. ოფციის სახით შემოთავაზებულია პროფესიონალური ამაჩქარებელი NVIDIA RTX A2000 ან სამომხმარებლო მოდელი GeForce RTX 3080. სისტემას გააჩნია DDR4-3200 სტანდარტის 128 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება ECC შეცდომების კორექციით ან მის გარეშე, აგრეთვე 10 ტბ-მდე მუდმივი მეხსიერება M.2 ფორმატის ორი SSD NVMe-ის სახით. 

image.jpeg 

Lenovo ThinkPad P15v Gen3 

მობილური სამუშაო სადგური Lenovo ThinkPad P15v აღჭურვილია Ryzen Pro 6000H სერიის პროცესორებით (რვაბირთვიანი 4.7 გჰც სიხშირის მქონე მოდელის ჩათვლით). ThinkPad P14s მუშაობს Ryzen Pro 6000U პროცესორების ბაზაზე და გვთავაზობს რვაბირთვიან ჩიპებს სიხშირით 4.7 გჰც. 

image.jpeg 

Lenovo ThinkPad P14s Gen3 

ლეპტოპის უმცროსი მოდელი დაკომპლექტებულია 32 გბ-მდე LPDDR5-6400 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, ThinkPad P15v-ს კი აქვს 64 გბ-მდე DDR5-4800 მეხსიერება. ThinkPad P14s-ში ხელმისაწვდომია 2 ტბ-მდე M.2 PCIe 4.0 SSD. ამასთან ლეპტოპის უფროს მოდელში შესაძლებელია ამავე ფორმატის უფრო დიდი მოცულობის, 4 ტბ-მდე SSD-ის განთავსება.  

ThinkPad P15v-ში წარმოდგენილია პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA RTX 2000 და 15.6-დუიმიანი 4K დისპლეი. მოდელ ThinkPad P14s-ში დისკრეტული გრაფიკა არ არის ხელმისაწვდომი - იგი ემყარება ინტეგრირებულ GPU Radeon 680M-ს. ამ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი 4K გაფართოებით. უფრო დეტალურ მახასიათებლებს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ:  

Lenovo ThinkStation P358, ThinkPad P15v და ThinkPad P14s 

image.pngimage.pngimage.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.